ამ ფიასკოში სმიტმა დიდი წვლილი დაიდო - ცხრიდან რვა ტყორცნა ააცილა და ოთხჯერ დაკარგა ბურთი 21 წუთის
* * *
კევინ დურანტმა კარიერაში მეცამეტედ გადაარჩინა თავისი გუნდი წაგებას, როცა სირენამდე 13 წამით ადრე ზუსტი სამქულიანით ოვერტაიმში გადაიყვანა "ვაშინგტონთან" მატჩი. არადა, მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 3.29 წუთით ადრე სტუმრების უპირატესობა 10 ქულას შეადგენდა. დედაქალაქელთა კარგი თამაში ბრედლი ბილის დამსახურება იყო, რომელმაც რვიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო და 34 ქულა დააგროვა.
ოვერტაიმშიც "ვაშინგტონი" ახლოს იყო მიზანთან, როცა გორტატის ლამაზი ტყორცნით სამი ქულით გავიდა წინ - 105:102, მაგრამ სტუმრებმა ამჯერადაც ვერ მიიყვანეს საქმე ბოლომდე. ჯერ არიზას დაუფარა დურანტმა, შემდეგ უებსტერმა ააცილა რვა მეტრიდან ნასროლი, ყველაფერი კი უოლის ფარქვეშიდან აცილებული ტყორცნით დასრულდა.
* * *
ამასობაში "ფინიქსი" აგრძელებს ფავორიტების დამარცხებას. ამჯერად არიზონა დამარცხებულმა დატოვა "ნიუ ორლეანმა". დიდი ხანი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და მეოთხე მეოთხედის შუაში სტუმრები მხოლოდ ერთ ქულას აგებდნენ - 79:80, მაგრამ მომდევნო ექვსი შეტევიდან ხუთი "ფინიქსმა" წარმატებით დაასრულა, თანაც, ორი ზუსტი სამქულიანით.
კარგად დაწყებული საქმის დასრულება კი, ტრადიციულად, წარმატებულმა ერიკ ბლედსოუმ ითავა, მაგრამ "სანზის" რიგებში, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ მარკიფ მორისი, რომელმაც 23 ქულა დააგროვა და სწორედ მისი ორი ჩაგდებით დაიწყო გადამწყვეტი გაქცევა. რაც მთავარია, ის გახდა მესამე კალათბურთელი 1989 წლის შემდეგ, ვინც ზედიზედ სამ თამაშში 75 პროცენტის სიზუსტით ისროდა (სხვა ორი კალათბურთელი - დუაიტ ჰოვარდი და ჩარლზ ბარკლი იყო). სამ მატჩში 38-დან 30 ჩაგდებული ბურთი მართლაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.
* * *
ნებისმიერი სერია, ადრე თუ გვიან, მთავრდება. "მინესოტა" 2007 წლიდან მოყოლებული, ვერ ახერხებდა "ლეიკერსის" დამარცხებას და ეს სერია 22 მოუგებელ მატჩს ითვლიდა. კალიფორნიელთა პრობლემების გათვალისწინებით, "მგლებისთვის" ეს იყო ყველაზე ხელსაყრელი მომენტი ამ სერიის შეწყვეტისთვის.
"მინესოტამ" თავიდანვე აქტიურად მოჰკიდა საქმეს ხელი, როცა პირველ მეოთხედში 47 (!) ქულა ჩააგდო. აქედან 18 ქულა კევინ ლავის ანგარიშზე იყო, რომელიც აგრძელებს მომავალი MVP-ის გრაფიკით თამაშს. გუნდის ლიდერს მხარი აუბა კევინ მარტინმა - მის ანგარიშზე 27 ქულა იყო, რიკი რუბიომ კი სამმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა, 10 მოხსნა და 14 შედეგიანი პასი, რასაც 5 ჩაჭრაც დაემატა.
ნიუ იორკი-სან ანტონიო 89:120
17:35, 28:26, 15:29, 29:30
ნ-ი: ენტონი (16+8 მოხსნა), ბარნიანი (16), უორლდ პისი (13+5 მოხსნა), ჰარდუეი (11).
ს-ა: გრინი (24+10 მოხსნა), ლეონარდი (18), პარკერი (17+6 პასი), მილსი (15), დანკანი (11+10 მოხსნა).
ოკლაჰომა-ვაშინგტონი 106:105 (ო)
27:24, 10:18, 28:31, 31:23, 10:9
ო: დურანტი (33+13 მოხსნა+6 პასი), იბაკა (25+12 მოხსნა+3 დაფარება), უესტბრუკი (13), ჯექსონი (12+7 მოხსნა).
ვ: ბილი (34+6 მოხსნა), არიზა (15+5 მოხსნა), ნენე (14+7 მოხსნა+6 პასი), გორტატი (11+8 მოხსნა+4 დაფარება), ჰარინგტონი (11), უოლი (10+8 პასი+5 მოხსნა).
ფინიქსი-ნ. ორლეანი 101:94
19:16, 23:22, 29:27, 30:29
ფ: ბლედსოუ (24+6 პასი), მარკიფ მორისი (23+5 მოხსნა), გრინი (15), დრაგიჩი (12), პლამლი (8+12 მოხსნა+5 დაფარება).
ნ-ო: სმიტი (22+8 მოხსნა), ჰოლიდეი (16+7 პასი), ჰოლიდეი (16), მოროუ (14+5 პასი+5 მოხსნა), გორდონი (14+12 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ლეიკერსი-მინესოტა 90:113
23:47, 25:20, 28:23, 14:23
ლ: ბლეიკი (19+8 პასი+3 ჩაჭრა), მიქსი (16), გასოლი (11+11 მოხსნა+4 დაფარება).
მ: მარტინი (27+5 მოხსნა), ლავი (25+13 მოხსნა), ბრიუერი (17+4 ჩაჭრა), პეკოვიჩი (14+10 მოხსნა), რუბიო (12+14 პასი+10 მოხსნა+5 ჩაჭრა).
კობის ჯერ არ უნდა ველოდოთ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გენერალურმა მენეჯერმა მიტჩ კუპჩაკმა აღნიშნა, რომ გუნდის ლიდერი კობი ბრაიანტი, რომელიც აღდგენით კურსს გადის, ვერ დაბრუნდება მოედანზე უახლოეს მომავალში. მისი სიტყვებით, კალათბურთელს სურს დარწმუნებული იყოს იმაში, რომ გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეეძლება.
"არ მგონია, რომ ბრაიანტმა შეძლოს უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში მოედანზე დაბრუნება, - მოჰყავს "ლოს ანჯელეს თაიმსს" კუპჩაკის სიტყვები. - იმისთვის, რომ ფორმა აღიდგინოს, პრაქტიკაა საჭირო. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, როდის ვიხილავთ მას მოედანზე. გარდა ამისა, არც ის ვიცით, როგორ ითამაშებს გუნდი ან თავად კობი. ჩემთვის ცნობილია, რომ ბრაიანტი მხოლოდ მაშინ დაბრუნდება მოედანზე, როცა დარწმუნდება, რომ "ლეიკერსისთვის" სარგებლობის მოტანა შეეძლება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამ წამში მოგებული შეხვედრა