"ბულზის" მოთამაშეებზე კარგად იმოქმედა დერიკ როუზის დაბრუნებამ, რომელმაც, მიმდინარე რეგულარულში თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ყოველ შემთხვევაში, ტყორცნების სიზუსტის მხრივ. სტუმრები დერიკისგან მის საფირმო გარღვევებს ელოდნენ და ამაზე გაამახვილეს ყურადღება, პერიმეტრზე კი შორიდან სროლის საშუალებას აძლევდნენ გამთამაშებელს, რის გამოც დაისაჯნენ - "ჩიკაგოს"
საერთო ჯამში, "ბულზის მოთამაშეები ძალიან იოლად გაუსწორდნენ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მქონე გუნდს - მასპინძლების მაქსიმალური უპირატესობა 33 ქულას უდრიდა. თამაში პრაქტიკულად მეორე მეოთხედში დასრულდა, როცა როუზმა სამიდან სამი შორეული ტყორცნა გამოიყენა.
გარდა ამისა, "ჩიკაგო" ჩვეულ სტილში კარგად მოქმედებდა დაცვაში. ამ ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ უკვე დიდი შესვენებამდე სხვაობა 25 ქულა იყო, თან იმ მომენტისთვის "პეისერსს" მხოლოდ 35 ქულა ჰქონდა მოპოვებული. ასევე უნდა აღვნიშნოთ დაცვაში ჯიმი ბატლერის შესანიშნავი თამაში. ის ნაკლებად მონაწილეობდა გუნდის შეტევით მოქმედებებში, სამაგიეროდ, წამით არ მოშორებია ჯორჯს და ამ უკანასკნელს 14-დან მხოლოდ სამი ბურთი ჩააგდებინა. ამ ბრძოლამ იმდენად დაღალა ჯორჯი, რომ გასული სეზონის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე მარტივი სიტუაციებიდანაც კი აცილებდა ბურთს.
16 ნოემბერი
ინდიანა-მილუოკი 104:77
31:21, 21:16, 23:24, 29:16
ი: ჰიბერტი (24+10 მოხსნა+8 დაფარება), ჯორჯი (22), სტივენსონი (11).
მ: მაიო (20), მიდლტონი (11+7 მოხსნა), ნილი (11), ფაჩულია (4+11 მოხსნა).
ტორონტო-ჩიკაგო 80:96
16:27, 15:18, 23:29, 26:22
ტ: დეროზანი (37), გეი (20+9 მოხსნა).
ჩ: დენგი (19+9 მოხსნა), ნოა (18+9 მოხსნა), ბუზერი (14+8 მოხსნა+6 პასი), ბატლერი (14+7 მოხსნა), ჰაინრიხი (12).
ატლანტა-ფილადელფია 113:103
25:17, 29:39, 28:17, 31:30
ა: ტიგი (33+10 პასი), კეროლი (21), ჰორფორდი (20+8 მოხსნა+3 დაფარება), კორვერი (13).
ფ: ტერნერი (27), როტენი (22+6 პასი), ტ. იანგი (17+7 მოხსნა), ჰოიესი (14+12 მოხსნა).
ბოსტონი-პორტლენდი 96:109
21:23, 30:34, 27:33, 18:19
ბ: სალინჯერი (26+8 მოხსნა), გრინი (14), ჯორ. კროუფორდი (11).
პ: ოლდრიჯი (27+12 მოხსნა), მო უილიამსი (18+8 პასი+3 ჩაჭრა), ბატუმი (18+6 პასი), ლილარდი (17), მეტიუზი (13), ლოპესი (3+10 მოხსნა).
კლივლენდი-შარლოტი 80:86
18:12, 19:21, 21:24, 22:29
კ: ირვინგი (18+10 პასი), ტომპსონი (15+10 მოხსნა), კლარკი (15), ჯეკი (11), ვარეჟაო (4+13 მოხსნა).
შ: კიდ-გილკრისტი (16+8 მოხსნა), მაკრობერტსი (13), უოკერი (12+7 პასი+5 ჩაჭრა), სეშენსი (12+7 პასი+3 ჩაჭრა), ტეილორი (11), ბიიომბო (0+12 მოხსნა+3 დაფარება).
მაიამი-დალასი 110:104
31:32, 29:19, 26:27, 24:26
მ: ჯეიმსი (39), უეიდი (17+8 პასი+8 ჩაჭრა), ბოში (14), კოული (11+3 ჩაჭრა), ლუისი (11).
დ: ნოვიცკი (28), კარტერი (21), ელისი (20), კალდერონი (12).
დენვერი-მინესოტა 117:113
35:26, 21:34, 30:21, 31:32
დ: ჩენდლერი (19), ფარიდი (16+10 მოხსნა), ლოუსონი (14+10 პასი), მილერი (13), ჰიქსონი (12+11 მოხსნა), მოზგოვი (10), ფურნიე (10).
მ: ლავი (28+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), მარტინი (27), ბარეა (21), პეკოვიჩი (14), კანინგემი (12), ბრიუერი (11), რუბიო (0+8 მოხსნა+12 პასი+3 ჩაჭრა).
იუტა-სან ანტონიო 82:91
29:16, 17:25, 21:19, 15:31
ი: ფეივორსი (20+18 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება), გ. ჰეივორდი (15+9 მოხსნა), რ. ჯეფერსონი (14), ბერქსი (12), კანტერი (10+9 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (22+6 პასი), დიაო (17), დანკანი (14+9 მოხსნა+3 დაფარება).
ფინიქსი-ბრუკლინი 98:100 (ო)
29:18, 21:28, 17:27, 25:19, 6:8
ფ: დრაგიჩი (19+10 პასი), ტაკერი (17), ბლედსოუ (15+7 მოხსნა), მარკუს მორისი (13+9 მოხსნა), ფრაი (13).
ბ: ლოპესი (27+7 მოხსნა+3 დაფარება), ლივინგსტონი (18+6 პასი), პირსი (14), ჯონსონი (13), გარნეტი (4+14 მოხსნა).
ლეიკერსი-მემფისი 86:89
17:24, 23:16, 26:23, 20:26
ლ: მიქსი (25), ნ. იანგი (18), ჰილი (12+3 დაფარება), პ. გასოლი (10+13 მოხსნა), ბლეიკი (9+7 მოხსნა+10 პასი).
მ: რენდოლფი (28+11 მოხსნა), მ. გასოლი (18+8 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ალენი (12), კონლი (11+7 პასი).
საკრამენტო-დეტროიტი 90:97
21:27, 30:27, 19:26, 20:17
ს: კაზინსი (26+13 მოხსნა+3 დაფარება), ტომასი (18+7 პასი), ვასკესი (13+6 პასი).
დ: სმიტი (21+8 მოხსნა+7 პასი+5 ჩაჭრა+4 დაფარება), სტაკი (16), დრამონდი (15+18 მოხსნა), ჯენინგსი (11+9 პასი), სინგლერი (11).
17 ნოემბერი
შარლოტი-მაიამი 81:97
16:26, 25:19, 19:23, 21:29
შ: უოკერი (22), ტეილორი (14), ჰენდერსონი (13+7 მოხსნა), სეშენსი (11).
მ: ჯეიმსი (30+7 პასი), ბიზლი (15), ანდერსენი (10+7 მოხსნა).
ორლანდო-დალასი 100:108
24:31, 22:28, 34:28, 20:21
ო: აფლალო (25), ვუჩევიჩი (16+8 მოხსნა), ნელსონი (15), ჰარკლესი (12), ოლადიპო (10+6 პასი).
დ: ელისი (19+8 პასი+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (18), ბლეირი (18), კარტერი (12), კალდერონი (11+9 პასი), მერიონი (11+8 მოხსნა).
ვაშინგტონი-კლივლენდი 96:103 (ო)
25:18, 24:26, 20:20, 21:26, 6:13
ვ: ბილი (28), ნენე (24+7 მოხსნა), უებსტერი (14+7 მოხსნა), გორტატი (12+11 მოხსნა), უოლი (9+12 პასი).
კ: ირვინგი (41), ტომპსონი (15+12 მოხსნა), ჯეკი (13), კლარკი (11).
მილუოკი-ოკლაჰომა 79:92
23:23, 17:17, 25:32, 14:20
მ: მაიო (22+3 ჩაჭრა), მიდლტონი (14), იუდო (11+11 მოხსნა), ჰენსონი (10), ფაჩულია (7+13 მოხსნა).
ო: უესტბრუკი (26), დურანტი (24), იბაკა (15+20 მოხსნა+4 დაფარება), ჯეკსონი (11).
ნიუ იორკი-ატლანტა 90:110
26:24, 21:30, 22:26, 21:30
ნ-ი: ენტონი (23+12 მოხსნა), ბარნიანი (16+9 მოხსნა), შამპერტი (11+7 მოხსნა).
ა: ტიგი (16+3 ჩაჭრა), კორვერი (15), მილსეპი (14+13 მოხსნა), მეკი (12+12 პასი), ჰორფორდი (12), სკოტი (11), კეროლი (10), აიონი (10).
ჩიკაგო-ინდიანა 110:94
31:20, 29:15, 24:24, 26:35
ჩ: დენგი (23+7 მოხსნა), როუზი (20), გიბსონი (15+8 მოხსნა), ბუზერი (13), ჰაინრიხი (13+8 პასი), ბატლერი (10), დანლივი (10).
ი: ჰიბერტი (14+10 მოხსნა+3 დაფარება), უესტი (13+7 მოხსნა), კოუპლენდი (13), ჯორჯი (12), სტივენსონი (12), ჰილი (11).
ჰიუსტონი-დენვერი 122:111
33:23, 30:23, 27:29, 32:36
ჰ: ჰოვარდი (25+7 მოხსნა), პარსონსი (20), ჰარდენი (17+9 პასი), ლინი (16+7 პასი), ჯონსი (14+12 მოხსნა+3 დაფარება), მოტეიუნასი (12), ბევერლი (11).
დ: ლოუსონი (28+17 პასი), ჰიქსონი (14+8 მოხსნა), ჩენდლერი (14), ფურნიე (10), მოზგოვი (9+10 მოხსნა), ფარიდი (8+10 მოხსნა).
მინესოტა-ბოსტონი 106:88
33:24, 22:26, 34:20, 17:18
მ: ლავი (23+12 მოხსნა), პეკოვიჩი (20+12 მოხსნა), მარტინი (20), ბარეა (13), კანინგემი (12+5 ჩაჭრა).
ბ: ბრედლი (27), ბასი (15+7 მოხსნა), კროუფორდი (10), ფავერანი (9+14 მოხსნა+4 დაფარება+3 ჩაჭრა).
ნ. ორლეანი-ფილადელფია 135:98
34:22, 33:24, 36:20, 32:32
ნ-ო: ანდერსონი (26), გორდონი (19+3 ჩაჭრა), ევანსი (15), რობერტსი (14+6 პასი), ჰოლიდეი (14+12 პასი), დევისი (13+9 მოხსნა+8 დაფარება), რივერსი (12), ამინუ (10).
ფ: მორისი (20), როტენი (19), ჰოიესი (14), იანგი (11), ანდერსონი (11).
გ. სტეიტი-იუტა 102:88
27:13, 24:21, 23:29, 28:25
გ-ს: ტომპსონი (25), იგუოდალა (16+4 ჩაჭრა), კარი (15+11 პასი), ლი (13), ბოგუტი (12+11 მოხსნა), ბარნსი (11).
ი: ფეივორსი (17+7 მოხსნა), ჰეივორდი (14), უილიამსი (14), ჯეფერსონი (12), კანტერი (10).
კლიპერსი-ბრუკლინი 110:103
29:26, 25:29, 22:20, 34:28
კ: გრიფინი (30+12 მოხსნა), რედიკი (26), კროუფორდი (13), პოლი (12+13 პასი+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), მალენსი (10), ჯორდანი (9+16 მოხსნა+5 დაფარება).
ბ: ბლეტჩი (19+8 მოხსნა), პლამლი (19), ანდერსონი (15), ჯონსონი (13+6 პასი), ტეილორი (13+3 ჩაჭრა), ლივინგსტონი (11), ევანსი (2+11 მოხსნა).
კობის უკვე შეუძლია
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა, რომელმაც ამა წლის აპრილში აქილევსის მყესის მძიმე ტრავმა მიიღო, პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად ბოლო შვიდი თვის განმავლობაში.
ვარაუდობენ, რომ კალათბურთელი უკვე ორი-სამი კვირის შემდეგ შეძლებს მოედანზე გასვლას, თუმცა თავად კობის არ დაუსახელებია დაბრუნების ზუსტი თარიღი.
"ახლა რომ მიდიოდეს პლეი ოფი, აუცილებლად ვითამაშებდი, არ ვიცი როგორ, მაგრამ ვითამაშებდი. საფირმო ტყორცნა მუშაობს, დრიბლინგიც წესრიგშია... ამ ყველაფერის გაკეთება უკვე შემიძლია.
მაგრამ, მადლობა ღმერთს, ახლა პლეი ოფი არ არის. ვცდილობ, არ მოვახდინო მოვლენათა ფორსირება და საკუთარ ორგანიზმს დავუჯერო. ექვსი-შვიდი თვე არ მირბენია და დრო დამჭირდება ფორმის აღსადგენად", - განაცხადა ბრაიანტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: როცა მელოს 45 ქულა საკმარისი არ არის