"ეს სასიხარულო დღეა "ლეიკერსის" გულშემატკივრებისთვის და ჩვენი ორგანიზაციის ყველა თანამშრომლისთვის. გუნდის პრიორიტეტი იყო კობის შენარჩუნება და იმედი გვქონდა, რომ ის კარიერას "ლეიკერსში" დაასრულებდა. NBA-ში ერთ კლუბში 20 წელი თამაში - უპრეცედენტო შემთხვევაა და დიდი მიღწევაც. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი "ლეიკერსში" რჩება სათამაშოდ", - ასეთ კომენტარს უკეთებს გარიგებას "ლეიკერსის" გენერალური მენეჯერი მიტჩ კუპჩაკი.
ESPN-ის მონაცემებით, მომდევნო ორ
ლებრონი ყველაზე მოდურია
ჟურნალმა GQ-მ "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ყველაზე მოდურ სპორტსმენად გამოაცხადა.
პირველ ოცეულში NBA-ს შვიდი მოთამაშე მოხვდა: "ნიქსის" ცენტრი ტაისონ ჩენდლერი (მე-4 ადგილი), "მაიამის" მცველი დუეინ უეიდი (9), "ოკლაჰომას" მცველი რასელ უესტბრუკი (12), "ნიუ იორკის" ფორვარდი ამარე სტაუდმაიერი (14), "ნიქსის" მცველი ჯეი არ სმიტი (15), "ლეიკერსის" გამთამაშებელი სტივ ნეში (17) და "ლეიკერსის" მცველი ნიკ იანგი (19).
"მაიამი ჰიტის" შემტევმა მცველმა დუეინ უეიდმა იუმორით აღიქვა ეს ამბავი.
"ლებრონი ბევრ რამეშია პირველი, მაგრამ მოდის მხრივ, ეს ასე არ არის. მივულოცავ მას ან იმას, ვინც მან პირველ ადგილზე გასასვლელად მოისყიდა", - ღიმილით აღნიშნა უეიდმა.
ამ უკანასკნელს პირდაპირი კავშირი აქვს მოდასთან. ამას წინათ დუეინმა გამოუშვა ჰალსტუხების საკუთარი ხაზი. მას აგრეთვე ტანსაცმლის საკუთარი მაღაზია აქვს მაიამიში. კალათბურთელი არაერთხელ მოხვედრილა GQ-ს ფურცლებზე, მაგრამ ყველაზე მოდური სპორტსმენის 2013 წლის რეიტინგში მხოლოდ მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა.
ჯეიმსის გარდა, პირველ სამეულში მოხვდნენ ვიქტორ კრუზი (ამერიკული ფეხბურთი) და ჰენრიკ ლუნდკვისტი (ჰოკეი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონის კრიტიკამ გაჭრა