NBA. რეგულარული ჩემპიონატი - "პორტლენდი": ექვსი მოგება რეკორდამდე

AutoSharing Option
"ნიუ იორკზე" გამარჯვება ზედიზედ მე-11 იყო "პორტლენდისთვის". ორეგონელთა ეს სერია უფრო დიდ გაკვირვებას იწვევს, ვიდრე ვარსკვლავური "ინდიანასა" და "სან ანტონიოს" მძლავრი სტარტი 2013-14 წლების სეზონში.

ასეთი თამაშით ლილარდი, ბატუმი, ოლდრიჯი და მისი თანაგუნდელები საკლუბო რეკორდს უმიზნებენ - 1990-91 წლების სეზონში ზედიზედ 16 გამარჯვება. სხვათა შორის, იმ ჩემპიონატში "ბლეიზერსი" პირველ ადგილზე გავიდა დასავლეთ კონფერენციაში, შემდეგ პლეი ოფის ფინალამდეც მიაღწია და იქ 2:4 წააგო მაიკლ ჯორდანის "ჩიკაგოსთან".

"ნიუ იორკი" აგრძელებს ისეთივე ვარდნას, როგორიც "ბრუკლინს" აქვს. ამ გუნდებს ერთნაირი მაჩვენებლები აქვთ - სამი
მოგება 13 მატჩში. "ნიქსს" ამჯერადაც ვერ უშველა კარმელო ენტონის ბრწყინვალე თამაშმა - 34 ქულა და 15 მოხსნა.

* * *
როგორც 26 ნოემბრის ნომერში ვწერდით, "ჩიკაგოს" გამთამაშებელ დერიკ როუზისთვის ეს სეზონი დასრულებულია და უკვე დაიწყო "ბულზის" ვარდნა გათამაშების ცხრილში. ორი დღის წინ "ხარებმა" 39 ქულის სხვაობით წააგეს "კლიპერსთან", 26 ნოემბერს კი ტომ ტიბოდოს გუნდი დამარცხდა დასავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსან "იუტასთან", რომელსაც მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. "ჩიკაგომ" დამატებითი დროის ჩათვლით, ამ შეხვედრაში მხოლოდ 83 ქულა დააგროვა.

"დენვერმა" ბოლო სამი დღის განმავლობაში მეორედ დაამარცხა "დალასი" და ამ სეზონში პირველად შევიდა პლეი ოფის ზონაში. "ნაგეტსს" ამ მატჩში მხოლოდ ერთხელ გაუჭირდა, როცა მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე, "მავერიქსმა" ორნიშნა ჩამორჩენა "მინუს ოთხამდე" დაიყვანა.

მაგრამ სტუმრების ტაიმ-აუტის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა. ბოლო მეოთხედის გმირი აღმოჩნდა ნეიტ რობინსონი, რომელმაც 12 წუთში სამი სამქულიანი ჩააგდო და 13 ქულა დააგროვა. ასევე უნდა აღვნიშნოთ "დენვერის" ცენტრის, ჯეი ჯეი ჰიქსონის გამოსვლა - 34 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა და ერთი დაფარება.

14 მატჩში 13 გამარჯვება - ასეთია დღეს "ინდიანას" სტატისტიკა. ამ გუნდმა თავისი მაღალი კლასი "მინესოტასთან" მატჩში აჩვენა. პირველი რიგში, უნდა აღვნიშნოთ მასპინძლების ბრწყინვალე მოქმედება დაცვაში: "მინესოტამ" მხოლოდ 84 ქულა დააგროვა, თამაშიდან 32 პროცენტის სიზუსტით ისროლა, 19-დან მხოლოდ სამი სამქულიანი ჩააგდო და 19-ჯერ დაკარგა ბურთი. "მგლები" ასეთი სტატისტიკით გამარჯვებაზე ვერც იფიქრებდნენ.

თავის მხრივ, აღმოსავლეთში "ინდიანას" მთავარმა კონკურენტმა "მაიამიმ" "ფინიქსი" დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება გაიფორმა. ამ მატჩში 35 ქულა ჩაიწერა აქტივში ლებრონ ჯეიმსმა. მან 14-დან 11 ბურთი ჩააგდო და აგრეთვე, 11-დან 11 საჯარიმო მოათავსა კალათში.

შარლოტი-ბოსტონი 86:96
21:14, 17:33, 28:21, 20:28
შ: უოკერი (28), ჰენდერსონი (20), ჯეფერსონი (14).
ბ: კროუფორდი (21), უოლასი (17), ბასი (16), გრინი (13), ლი (11).

ინდიანა-მინესოტა 98:84
28:24, 20:22, 25:22, 25:16
ი: ჯორჯი (26+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰილი (26+7 პასი+5 ჩაჭრა), უესტი (13), სტივენსონი (11+8 მოხსნა).
მ: ლავი (20+17 მოხსნა), მარტინი (18), პეკოვიჩი (18+11 მოხსნა).

დეტროიტი-მილუოკი 113:94
38:18, 27:16, 27:32, 21:28
დ: სტაკი (17), მონრო (16), ჯენინგსი (15+13 პასი), კოლდუელ-პოუპი (14), დრამონდი (12+8 მოხსნა), ვილანუევა (12), სმიტი (10).
მ: ჰენსონი (15), მიდლტონი (14), ნილი (14).

მაიამი-ფინიქსი 107:92
24:21, 26:26, 29:24, 28:21
მ: ჯეიმსი (35), უეიდი (21+12 პასი), ალენი (17), ანდერეენი (11).
ფ: ფრაი (16+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), დრაგიჩი (14+9 პასი+8 მოხსნა), მორისი (13), გრინი (12), მორისი (12+9 მოხსნა), ტაკერი (10).

მემფისი-ჰიუსტონი 86:93
24:20, 20:12, 19:23, 23:38
მ: პრინსი (16), ალენი (15+6 ჩაჭრა), რენდოლფი (13), კონლი (10+10 პასი), კუფოსი (8+13 მოხსნა).
ჰ: პარსონსი (17), კასპი (16), ჰოვარდი (15), ლინი (14), ჯონსი (11).

დალასი-დენვერი 96:110
27:32, 24:24, 26:29, 19:25
დას: ელისი (22), ნოვიცკი (18), მერიონი (13+12 მოხსნა), კალდერონი (12), ბლეირი (10+8 მოხსნა).
დენ: ჰიქსონი (22+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლოუსონი (19+11 პასი), რობინსონი (17), ჰემილტონი (11+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (11), ფარიდი (10+10 მოხსნა).

სან ანტონიო-ნ. ორლეანი 112:93
27:24, 30:16, 34:25, 21:28
ს-ა: ჯინობილი (16+6 პასი), პარკერი (14+7 პასი), ბელინელი (14), დიაო (13), მილსი (12), სპლიტერი (11), ლანკანი (10+3 დაფარება), ლეონარდი (7+11 მოხსნა).
ნ-ო: ანდერსონი (17), ჰოლიდეი (12+9 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ევანსი (12+9 მოხსნა), დევისი (10+4 დაფარება), რივერსი (10).

იუტა-ჩიკაგო 89:83 (ო)
23:18, 17:14, 24:24, 14:22, 11:5
ი: უილიამსი (17+9 მოხსნა), ჰეივორდი (15+12 პასი), ჯეფერსონი (15), ბერკი (14), ფეივორსი (10+3 ჩაჭრა).
ჩ: ბუზერი (26+16 მოხსნა), დენგი (24+10 მოხსნა), ნოა (10+13 მოხსნა).

პორტლენდი-ნიუ იორკი 102:91
34:18, 22:21, 25:30, 21:22
პ: ბატუმი (23+6 პასი), ლილარდი (23+6 პასი), ოლდრიჯი (18+14 მოხსნა), მეტიუზი (17).
ნ-ი: ენტონი (34+15 მოხსნა), ბარნიანი (16), უდრიხი (13), მარტინი (10+6 პასი), სტაუდმაიერი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დირკი უკვე მეთოთხმეტეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული