NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სინქრონული მასპინძლები

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე, მორიგი საშინაო გამარჯვებები მოიპოვეს "ინდიანამ" და "ოკლაჰომამ". ისინი სინქრონულად იგებენ მატჩებს საკუთარ მოედანზე და ამ მომენტისთვის, 11-11 საშინაო გამარჯვება აქვთ.

"ინდიანამ" ლენს სტივენსონის დუბლის (20+11 მოხსნა) წყალობით დაამარცხა "შარლოტი". "პეისერსმა" ისტორიაში პირველად მიაღწია 23 მატჩში 20 გამარჯვებას - წინა რეკორდი ოთხი მოგებით გადაფარა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "შარლოტმა", რომელიც პრეტენზიას აცხადებს "სეზონის აღმოჩენის" არაოფიციალურ სტატუსზე, დიდი ბრძოლა გაუმართა აღმოსავლეთის ლიდერს და მხოლოდ 5 ქულა წააგო.

რაც შეეხება "ოკლაჰომას", მან უბრალოდ გაანადგურა "ლეიკერსი", მიუხედავად იმისა, რომ კობი ბრაიანტმა
13 შედეგიანი პასი დააგროვა. მაგრამ ეს არაფერია კევინ დურანტის 31 ქულასთან, 8 მოხსნასთან და 5 შედეგიან გადაცემასთან. ცნობისთვის, კობის დაბრუნების შემდეგ, "ლეიკერსმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო.

* * *
ფანტასტიკური მატჩი შემოგვთავაზეს დასავლეთისა და მთლიანად NBA-ის ყველაზე მხიარულმა გუნდებმა - "გოლდენ სტეიტმა" და "ჰიუსტონმა". თამაშის პერიპეტიებზე საუბრის ნაცვლად ("ჰიუსტონმა" 116:112 მოიგო), აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დუაიტ ჰოვარდის თამაში. მეორე მეოთხედის შუაში, "ჰიუსტონის" ცენტრმა, მოულოდნელად, სამქულიანის სროლა გაბედა და... ჩააგდო! ახლა, "სუპერმენის" კარიერა სამ ზუსტ შორეულ ტყორცნას ითვლის (42 ცდიდან).

მაგრამ, ჰოვარდის გმირობები ამით არ დასრულებულა. ლიგის ისტორიაში საჯარიმოების ერთ-ერთმა ყველაზე უარესმა შემსრულებელმა იმ საღამოს, შვიდიდან შვიდი თავისუფალი ტყორცნა მოათავსა კალათში.

* * *
სანამ გრანდები და სეზონის წინ აღიარებული ფავორიტები ("ლეიკერსი", "ნიუ იორკი", "ბრუკლინი", "ჩიკაგო") კრიზისს ებრძვიან, მოკრძალებული "ფინიქსი" შესანიშნავად გამოიყურება და მისმა მოგებათა სერიამ ოთხ მატჩს მიაღწია. "სანზმა" გორან დრაგიჩისა და ერიკ ბლედსოუს ჯამური 57 ქულით "საკრამენტოს" მოუგო.

"ისინი ენდობიან ერთმანეთს, - შეაქო თავისი შეგირდები "ფინიქსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეფ ჰორნაჩეკმა. - თუ მათ სროლის ვარიანტი არ აქვთ, გვერდით კი თავისუფალი პარტნიორი ეგულებათ, სიამოვნებით აძლევენ პასს, რათა მშვიდად დასრულდეს შეტევა".

13 დეკემბერი
ინდიანა-შარლოტი 99:94
27:25, 29:30, 23:21, 20:18
ი: სტივენსონი (20+11 მოხსნა+7 პასი), ჰიბერტი (18+11 მოხსნა), უესტი (14), ჰილი (13), სკოლა (11), ჯორჯი (10).
შ: ჯეფერსონი (21+9 მოხსნა), უოკერი (13), სეშენსი (13), ჰენდერსონი (10).

ორლანდო-კლივლენდი 100:109
28:19, 23:31, 25:23, 24:36
ო: ოლადიპო (26+4 ჩაჭრა), ნელსონი (17), აფლალო (17), ნიკოლსონი (12+10 მოხსნა), ჰარისი (10), ვუჩევიჩი (6+13 მოხსნა).
კ: ირვინგი (31), უეიტერსი (21), ვარეჟაო (10+14 მოხსნა), კ. მაილზი (10).

ტორონტო-ფილადელფია 108:100
36:21, 20:27, 27:28, 25:24
ტ: დეროზანი (27), როსი (24), ჯონსონი (17+10 მოხსნა), ვალანჩუნასი (12+13 მოხსნა), ვასკესი (12), ლოური (6+11 პასი).
ფ: როტენი (23), ტერნერი (21+10 მოხსნა), ტ. იანგი (18), ჰოიესი (15+4 დაფარება), ანდერსონი (13).

ატლანტა-ვაშინგტონი 101:99 (ო)
21:19, 27:27, 23:15, 15:25, 15:13
ა: ჰორფორდი (34+15 მოხსნა), მილსეპი (16+11 მოხსნა), კორვერი (16), ტიგი (12+7 პასი).
ვ: ბუკერი (24+14 მოხსნა), უებსტერი (15), უოლი (13+11 პასი), გორტატი (12+10 მოხსნა), არიზა (10).

ბოსტონი-ნიუ იორკი 90:86
29:26, 25:22, 14:25, 22:13
ბ: სალინჯერი (19), ლი (18), ბრედლი (13), ბასი (10).
ნ-ი: ენტონი (26), ბარნიანი (22), სტაუდმაიერი (18).

დეტროიტი-ბრუკლინი 103:99
23:24, 38:20, 25:24, 17:31
დ: დრამონდი (22+13 მოხსნა), მონრო (22+11 მოხსნა), სტაკი (17), სინგლერი (16), სმიტი (10).
ბ: უილიამსი (22+9 პასი), ბლეტჩი (20+12 მოხსნა), ტელეტოვიჩი (17), ჯონსონი (12), პირსი (12).

მილუოკი-ჩიკაგო 90:91
18:26, 33:21, 18:15, 21:29
მ: ნილი (17), ჰენსონი (15+4 დაფარება), მაიო (14), ნაითი (11), მიდლტონი (10).
ჩ: ნოა (21+18 მოხსნა), ბატლერი (16), ბუზერი (14+12 მოხსნა), ჰაინრიხი (13+8 პასი), დანლივი (12).

ნ. ორლეანი-მემფისი 104:98
26:34, 29:20, 27:11, 22:33
ნ-ო: გორდონი (25), ჰოლიდეი (20+12 პასი), ანდერსონი (18), მოროუ (11), ამინუ (10).
მ: ლოუერი (19), კონლი (18+7 პასი), რენდოლფი (13+10 მოხსნა), დევისი (12), მილერი (10).

ოკლაჰომა-ლეიკერსი 122:97
38:28, 28:23, 28:23, 28:23
ო: დურანტი (31+4 ჩაჭრა), უესტბრუკი (19+12 პასი), იბაკა (19+10 მოხსნა), ჯექსონი (19), ლემბი (11).
ლ: ნ. იანგი (17), ჰენრი (15), გასოლი (14), ჯონსონი (13), ბრაიანტი (4+13 პასი).

სან ანტონიო-მინესოტა 117:110
27:30, 35:24, 18:35, 37:21
ს-ა: პარკერი (29), ჯინობილი (20+9 პასი), ლეონარდი (19), დანკანი (12+14 მოხსნა+8 პასი), დიაო (12), ბელინელი (12).
მ: ლავი (42+14 მოხსნა), პეკოვიჩი (18+11 მოხსნა), რუბიო (15+8 პასი+4 ჩაჭრა), მარტინი (14).

დენვერი-იუტა 93:103
28:33, 16:20, 31:20, 18:30
დ: ჩენდლერი (17), ჯ. ჰემილტონი (17), მოზგოვი (13), ჰიქსონი (12), მილერი (11+7 პასი).
ი: ჰეივორდი (30+13 მოხსნა), ფეივორსი (19+4 დაფარება), რ. ჯეფერსონი (14), მარვ. უილიამსი (11+4 ჩაჭრა), ევანსი (10+11 მოხსნა), ბურკიქუპკ (10+10 პასი).

ფინიქსი-საკრამენტო 116:107
28:34, 30:27, 27:21, 31:25
ფ: დრაგიჩი (29), ბლედსოუ (28+8 პასი), პლამლი (12+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), ფრაი (11), ტაკერი (10+9 მოხსნა), გრინი (10).
ს: ტომასი (29), გეი (24), კაზინსი (15+16 მოხსნა+5 ჩაჭრა), უილიამსი (14).

გ. სტეიტი-ჰიუსტონი 112:116
29:30, 22:28, 22:24, 39:34
გ-ს: ლი (23+10 მოხსნა), ჰ. ბარნსი (20+12 მოხსნა), კარი (20+9 პასი), სპეიტსი (16+9 მოხსნა), ტომპსონი (15), ბოგუტი (10+11 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (26+9 პასი), პარსონსი (23), ჰოვარდი (18+11 მოხსნა), ბევერლი (16), კასპი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ოკლაჰომა" შეუჩერებელი გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული