NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამი" შინ გადარჩა

AutoSharing Option
დიდი სათამაშო დღის მშვენება იყო აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთა მატჩი "მაიამისა" და "ინდიანას" შორის. შეხვედრის წინ მთავარი საკითხი იყო ლებრონ ჯეიმსის ტრავმირებული ფეხის მდგომარეობა, რის გამოც მან ბოლო რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა. საბოლოოდ, ლებრონმა შეძლო მოედანზე გასვლა და საკუთარი გუნდის წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახდა - "მეფე" კვლავ ახლოს იყო სამმაგ დუბლთან - 24 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი.

არადა, "მაიამისთვის" ორმეოთხედნახევარი ძალიან ცუდად ვითარდებოდა და მესამე 12-წუთეულში "ინდიანა" 15 ქულით იყო წინ. მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა "ჰიტმა" თანდათან სხვაობის შემცირება,
ხოლო მეოთხე მეოთხედის ბოლოს, 10:0 გაქცევის შემდეგ კი "ინდიანას" უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა.

შეხვედრამ კულმინაციას მიაღწია და აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჯეიმსის პლეიმეიკერულმა თვისებებმა. მან ჯერ კრის ბოშს ჩააგდებინა სამქულიანი, შემდეგ რეი ალენს. პირველი შორეული ტყორცნის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 92:92, მეორემ კი "მაიამის" ლიდერობა მოუტანა - პირველად სასტარტო მეოთხედის შემდეგ და ფლორიდელებმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს.

უესტის ორმა ზუსტმა საჯარიმომ სირენამდე 44 წამით ადრე მოედანზე დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმამდე გაზარდა, მაგრამ დარჩენილ დროში თამაშიდან ბურთის ჩაგდება ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო. კრის ანდერსენმა საშუალო დისტანციიდან სროლა გარისკა და ააცილა, პოლ ჯორჯმა კი პოტენციურად გამარჯვების მომტანი შეტევისას დაკარგა ბურთი, რაც მის გუნდს ძვირად დაუჯდა.

"პეისერსი" იძულებული იყო, ჯარიმა აეღო ალენზე, რომელიც ორივეჯერ ზუსტი გახლდათ საჯარიმოს ხაზიდან და სირენამდე 10 წამით ადრე მასპინძლები სამი ქულით იგებდნენ. "ინდიანას" გადარჩენა საკუთარ თავზე ჯორჯმა აიღო, მაგრამ მისმა სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია. სტუმრების ლიდერი დიდხანს უმტკიცებდა მსაჯებს, რომ სროლის დროს მასზე ლებრონი წესებს არღვევდა, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

ამ გამარჯვების წყალობით, "მაიამიმ" მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა "პეისერსთან". "ინდიანას" ხუთი წაგება აქვს რეგულარულში, "ჰიტს" - ექვსი.

მაიამი-ინდიანა 97:94
22:26, 19:26, 30:24, 26:18
მ: უეიდი (32), ჯეიმსი (24), ბოში (15).
ი: ჯორჯი (25), დევ. უესტი (23), სტივენსონი (13).

"პორტლენდი" დაიღალა
დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი დაკარგა "პორტლენდმა", რომლისთვისაც "მინესოტასთან" გასვლითი მატჩი მეოთხე იყო ბოლო ხუთ დღეში. "ბლეიზერსი" ბოლო შეხვედრებში ბოლო წამებზე ახერხებდა მოგებას, მაგრამ ახლა ვერაფერი მოუხერხა მასპინძლების ლიდერ კევინ ლავს.

ამ უკანასკნელმა მთლიანად დაჩაგრა ბოლო ორი კვირის საუკეთესო მოთამაშე ლამარკუს ოლდრიჯი. პირველ 16 წუთში ლავმა 17 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა და საკუთარ გუნდს კომფორტული ორნიშნა უპირატესობა მოუტანა.

"ბლეიზერსმა" სამქულიანების ხარჯზე სცადა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ "მინესოტა" ახლოს არ უშვებდა მეტოქეს და 120:109 გაიმარჯვა. ამ მოგებით, "მგლებმა" გათამაშების ცხრილში მოგება-წაგების თანაბარი ბალანსი მიიღეს (13-13) და დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზე გადავიდნენ.

* * *
ორი დღის წინ "ნიუ იორკმა" "ვაშინგტონთან" წააგო. მაშინ კარმელო ანტონიმ გაუშვა შანსი ბოლო წამებზე, როცა წარუმატებელი სოლო-ნომერი ჩაატარა. არადა, იმ მომენტში "ნიქსს" ტაიმ-აუტიც ჰქონდა მარაგში და მხოლოდ ორ ქულას აგებდა. 19 დეკემბერს ნიუიორკელებმა ისევ უაზრო ბოლო წამები ითამაშეს "მილუოკისთან", თანაც, ეს ორჯერ გააკეთეს.

ძირითადი დროის ბოლო წუთზე ორივე მეტოქემ გაუშვა მოგების შანსი - თამაშიდან ორ-ორი ბურთი ააცილეს. პირველი ოვერტაიმის შუაში "ნიუ იორკი" ორი ქულით დაწინაურდა - 94:92 და ისევ გაგრძელდა არაზუსტი სროლების სერია. ამ ანტიკალათბურთის აპოგეა გახდა იტალიელი ანდრეა ბარნიანის სამქულიანი. "ნიქსის" ფორვარდმა შორიდან ისროლა, იმის მიუხედავად, რომ მისი გუნდი იგებდა და სირენამდე კიდევ 12 წამი რჩებოდა.

ფარიდან ბურთი მასპინძლებმა მოხსნეს და ჰენსონის მონდომებით გაათანაბრეს ანგარიში. და მაინც, გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს, რაც კარმელო ენტონის დამსახურებაა. სწორედ მან დააგროვა თავისი გუნდის ბოლო რვა ქულა.

მილუოკი-ნიუ იორკი 101:107 (2ო)
22:24, 22:21, 22:23, 21:19, 7:7, 7:13
მ: ნაითი (36), მიდლტონი (20), ჰენსონი (20+14 მოხსნა), ილიასოვა (11), ანტეტოკუნმპო (10).
ნ-ი: ენტონი (29), უდრიხი (21), ჯ-ა. სმიტი (19), ბარნიანი (12+10 მოხსნა).

ორლანდო-იუტა 82:86
20:27, 19:22, 23:19, 20:18
ო: ნელსონი (17), ვუჩევიჩი (14+14 მოხსნა), ტობ. ჰარისი (14 +10 მოხსნა), გ. დევისი (12), ე. მური (10).
ი: ბერკი (30), ჰეივორდი (15), ფეივორსი (14+11 მოხსნა), ბერკსი (13).

ტორონტო-შარლოტი 102:104 (ო)
15:18, 32:19, 23:33, 25:25, 7:9
ტ: დეროზანი (30), ლოური (17), სალმონსი (11), ა. ჯონსონი (10+13 მოხსნა), ვალანჩუნასი (10).
შ: უოკერი (29), ელ ჯეფერსონი (24), მაკრობერტსი (13), ჰენდერსონი (11), სეშენსი (11), ტოლივერი (10).

ატლანტა-საკრამენტო 124:107
28:26, 25:28, 32:33, 39:20
ა: კორვერი (28), ჰორფორდი (25+10 მოხსნა), ჯ. ტიგი (18+15 პასი), კეროლი (15), მილსეპი (14), სკოტი (10).
ს: კაზინსი (28), გეი (22), ა. ტომასი (20+10 პასი), დერ. უილიამსი (12), მაკლემორი (10).

ბოსტონი-დეტროიტი 106:107
42:23, 21:29, 18:28, 25:27
ბ: სალინჯერი (19), კროუფორდი (17), ბრედლი (14), ჯ. გრინი (13), ბასი (11), ჰემფრიზი (10), კ. ლი (10).
დ: ჯენინგსი (28+14 პასი), ჯოშ სმიტი (20), დრამონდი (14), მონრო (12), სინგლერი (11).

ბრუკლინი-ვაშინგტონი 107:113
28:30, 25:29, 24:26, 30:28
ბ: პირსი (27), ბ. ლოპესი (22), ჯ. ჯონსონი (20), დერონ უილიამსი (15+13 პასი), ბლეტჩი (12).
ვ: უოლი (21), ნენე (17), ბილი (15), არიზა (15), უებსტერი (13), გორტატი (10), სერაფინი (10).

მინესოტა-პორტლენდი 120:109
31:22, 38:21, 29:35, 22:31
მ: პეკოვიჩი (30), ლავი (29+15 მოხსნა), კევ. მარტინი (22), ბარეა (10).
პ: ლილარდი (36), ბატუმი (20), მეტიუზი (16), ოლდრიჯი (15+14 მოხსნა).

დალასი-მემფისი 105:91
27:21, 25:18, 26:27, 27:25
დ: ნოვიცკი (20), ელისი (18), კარტერი (14), კალდერონი (12), მერიონი (10).
მ: ტ. ალენი (16+10 მოხსნა), ზ. რენდოლფი (14), ლოიერი (14), ე. დევისი (12), ჯ. ჯონსონი (11).

ჰიუსტონი-ჩიკაგო 109:94
24:16, 33:30, 26:20, 26:28
ჰ: ჰოვარდი (23), პარსონსი (19), ჰარდენი (19), ბევერლი (15), კასპი (11).
ჩ: ბატლერი (20), დენგი (18), ბუზერი (17), გიბსონი (14).

ფინიქსი-სან ანტონიო 101:108
34:29, 24:30, 23:28, 20:21
ფ: ფრაი (22), დრაგიჩი (18), ბლედსოუ (15), პლამლი (13+13 მოხსნა), მარკიფ მორისი (12).
ს-ა: ჯინობილი (24), დანკანი (17+13 მოხსნა), ლეონარდი (14), მილზი (12).

კლიპერსი-ნ. ორლეანი 108:95
27:22, 25:23, 26:20, 30:30
კ: გრიფინი (21+10 მოხსნა), დადლი (20), კროუფორდი (17), ჯორდანი (14+20 მოხსნა), კოლისონი (14), პოლი (12+11 პასი), უ. გრინი (10).
ნ-ო: ენტ. დევისი (24+12 მოხსნა), რ. ანდერსონი (17), ჰოლიდეი (13+10 პასი), ევანსი (11+13 მოხსნა+10 პასი), მოროუ (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამქულიანები ლილარდისაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული