NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ენტონი 60-იანთა კლუბში

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეტსი" იანვარში საუკეთესო გუნდია. ნიუიორკულმა გუნდმა 2014 წელს ჩატარებულ 10 მატჩში მეცხრედ მოიგო და ახლა, ძალიან მიუახლოვდა მეექვსე და მეხუთე ადგილებზე მყოფ "ჩიკაგოსა" და "ვაშინგტონს".

შაბათს, "ბრუკლინმა" და "დალასმა" ნამდვილი შოუ მოაწყვეს "ნეტსის" საშინაო არენაზე. მეორე მეოთხედში მაყურებელმა დაინახა ბოსნიელი ფორვარდის მირზა ტელეტოვიჩის შეტევითი პოტენციალი. მოედანზე შესვლისთანავე, ევროპელმა დაიწყო "დალასის" ფარის დაბომბვა. 12 წუთის განმავლობაში, მან 10-დან ცხრა ტყორცნა მოათავსა კალათში, მათ შორის, ექვსიდან ექვსი სამქულიანი. ასე რომ, მან ერთი მეოთხედ
ის განმავლობაში შეძლო შედეგიანობის პირადი რეკორდის გაუმჯობესება და ახლა, ის 34 ქულას უდრის.

"ბრუკლინი" სირენამდე 4 წუთითა და 35 წამით ადრე 100:89-ს იგებდა. მაგრამ "დალასმა" შთამეჭდავი დევნა მოუწყო მეტოქეს, რომელსაც სათავეში ნოვიცკი და ელისი ჩაუდგნენ. ამით სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა. გადამწყვეტ მომენტში ორი ზუსტი საჯარიმო შეასრულა ანდრეი კირილენკომ, რომელმაც "ნეტსის" უპირატესობა 4 ქულადე გაზარდა. სათამაშო რჩებოდა 5.3 წამი და დარჩენილ დროში ელისის სამქულიანს არანაირი აზრი არ ჰქონდა.

* * *
XXI საუკუნეში ოთხ კალათბურთელს დაუგროვებია 60 ან მეტი ქულა - კობი ბრაიანტს, ტრეისი მაკგრეიდის, გილბერტ არენასსა და ალენ აივერსონს. და ახლა, ამ სიაში ახალი სახელი ჩაიწერა. "ნიუ იორკის" ლიდერმა კარმელო ენტონიმ "შარლოტს" 62 ქულა ჩაუგდო, რაც მესამე შედეგია უკვე ნახსენებ სიაში. უფრო მეტი მოუპოვებია კობი ბრაიანტს: 2006 წლის იანვარში 81 ქულით პირადი რეკორდი დაამყარა, 2007 წლის მარტში კი 65 ქულა მიითვალა. ამასთან, კარმელო გახდა მეორე კალათბურთელი მაკგრეიდის შემდეგ, ვინც მაღალ შედეგიანობას ორნიშნა მაჩვენებელი დაუმატა სხვა კატეგორიაში და ორმაგი დუბლი შეასრულა (13 მოხსნა).

"ნიუ იორკმა" კი დაამტკიცა, რომ გუნდი, რომლის მოთამაშე 60 ან მეტ ქულას აგროვებს, იგებს აღნიშნულ შეხვედრას. "ნიქსს" უკვე მესამე მეოთხედისთვის ჰქონდა მოგვარებული გამარჯვების საკითხი. ენტონიმ კი რამდენიმე სნაიპერული რეკორდი განაახლა. თავისი პირადი და გუნდური, აგრეთვე ბევრის მნახველ "მედისონ სკვერ გარდენში" ასეთი შედეგიანობა არავის ჰქონია.

25 იანვარი
ორლანდო-ლეიკერსი 114:105
28:32, 25:23, 38:25, 23:25
ო: ჰარისი (28+20 მოხსნა), აფლალო (23), ნელსონი (22), ოლადიპო (15+12 მოხსნა).
ლ: გასოლი (21+11 მოხსნა), მარშალი (19+14 პასი), მიქსი (17), ნ. იანგი (16), კელი (15), ჰილი (6+10 მოხსნა).

ფილადელფია-ტორონტო 95:104
28:27, 25:25, 25:28, 17:24
ფ: კარტერ-უილიამსი (20), ტ. იანგი (16), ტომპსონი (15), ჰოიესი (14+12 მოხსნა), ტერნერი (13).
ტ: დეროზანი (34), ლოური (18+10 მოხსნა+13 პასი), სალმონსი (12), პატერსონი (11), როსი (10).

ატლანტა-სან ანტონიო 79:105
14:27, 20:28, 22:29, 23:21
ა: მილსეპი (15+4 ჩაჭრა), უილიამსი (12), სკოტი (10).
ს-ა: დიაო (21), მილსი (18), დანკანი (17+16 მოხსნა+4 დაფარება), პარკერი (11).

ბოსტონი-ოკლაჰომა 83:101
28:27, 18:23, 13:27, 24:24
ბ: გრინი (16), უოლასი (13), ბასი (11).
ო: იბაკა (21), ლემბი (19), ჯექსონი (14+8 პასი), სეფოლოშა (13), ჯონსი (10).

ბრუკლინი-დალასი 107:106
18:21, 39:25, 21:24, 29:36
ბ: ტელეტოვიჩი (34), უილიამსი (18+11 პასი), პირსი (12), გარნეტი (10+11 მოხსნა).
დ: კარტერი (19), ნოვიცკი (18), ელისი (16), კალდერონი (15), ჰარისი (14), მერიონი (9+11 მოხსნა).

კლივლენდი-მილუოკი 93:78
24:23, 22:14, 25:18, 22:23
კ: ვარეჟაო (16), ტომპსონი (14+10 მოხსნა), უეიტერსი (13), ირვინგი (10+10 პასი), ჯეკი (10).
მ: მიდლტონი (13), ადეტოკუნბო (10).

დეტროიტი-ნ. ორლეანი 101:103
26:25, 22:29, 32:17, 21:32
დ: ჯენინგსი (28), დრამონდი (21+20 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (14), სმიტი (13+4 ჩაჭრა), მონრო (8+11 მოხსნა).
ნ-ო: მოროუ (21), გორდონი (15), რივერსი (15), დევისი (14+4 დაფარება), რობერტსი (13), ამინუ (10).

ნიუ იორკი-შარლოტი 125:96
30:21, 37:25, 34:20, 24:30
ნ-ი: ენტონი (62+13 მოხსნა), სმიტი (14), ფელტონი (11), ჰარდუეი (10).
შ: ჯეფერსონი (25), დაგლას-რობერტსი (14), სეშენსი (12), პარგო (11+8 პასი).

ჩიკაგო-კლიპერსი 95:112
26:41, 29:27, 25:24, 15:20
ჩ: ბუზერი (22), გიბსონი (18), დანლივი (17), ნოა (12+13 მოხსნა).
კ: გრიფინი (26+13 მოხსნა), კროუფორდი (19), რედიკი (18), კოლისონი (17), ბარნსი (13), ჯორდანი (10+12 მოხსნა).

ჰიუსტონი-მემფისი 87:88
20:21, 15:23, 29:20, 23:24
ჰ: პარსონსი (34), ჰოვარდი (11+12 მოხსნა), ჰარდენი (10+13 პასი).
მ: ლი (19), რენდოლფი (15), კონლი (14), ჯონსონი (10), დევისი (10).

ფინიქსი-ვაშინგტონი 95:101
29:30, 28:21, 19:31, 19:19
ფ: დრაგიჩი (19+11 პასი), ფრაი (16), პლამლი (14), მარკიფ მორისი (13), ბარბოზა (10).
ვ: არიზა (23+4 ჩაჭრა), უოლი (18+12 პასი), ნენე (18), ბილი (17+4 ჩაჭრა), გორტატი (14).

საკრამენტო-ინდიანა 111:116 (ო)
37:26, 23:24, 24:29, 19:24, 8:13
ს: ტორნტონი (42), ტომასი (38), უილიამსი (7+11 მოხსნა), ტომპსონი (1+10 მოხსნა).
ი: ჯორჯი (36+4 ჩაჭრა), სტივენსონი (24+10 მოხსნა), უესტი (22), ჰიბერტი (10+11 მოხსნა+5 დაფარება), ჰილი (10+8 პასი).

გ. სტეიტი-მინესოტა 120:121
36:36, 27:27, 35:28, 22:30
გ-ს: კარი (33+15 პასი), ლი (23), ტომპსონი (18), იგუოდალა (16), სპეიტსი (10), ბოგუტი (8+11 მოხსნა+7 დაფარება).
მ: ლავი (26+14 მოხსნა+8 პასი), მარტინი (26), პეკოვიჩი (22+14 მოხსნა), ბრიუერი (15), რუბიო (9+12 პასი).

ერთი დღე დასვენება სამმაგ დუბლს უდრის
ბოლო დღეებში "ბრუკლინის" გარდა, დიდ ინტერესს იწვევს "ოკლაჰომას" ლიდერის კევინ დურანტის თამაში. "თანდერს" გასულ უქმეებზე ორი მატჩის ჩატარება მოუწია, თუმცა "ბოსტონთან" შაბათის შეხვედრაში დურანტმა მხარის ტრავმის გამო ვერ ითამაშა. და ეს ერთმატჩიანი დასვენება მას ძალიან წააგდა. მართალია, კევინმა ორჯერ ნაკლები ქულა დააგროვა, ვიდრე ენტონიმ, მაგრამ მან თავის 32 ქულას 14 მოხსნა და 10 პასი დაუმატა და მეხუთე სამმაგი დუბლი შეასრულა კარიერაში. რაც მთავარია, დურანტმა "ოკლაჰომას" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოაგებინა, თავად კი ზედიზედ მეათე 30-ქულიანი შეხვედრა ჩაატარა.

* * *
რადგან მიმოხილვებში სუპერშედეგიანობაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მატჩი ტორონტოში. კანადაში "კლიპერსის" მცველმა ჯამალ კროუფორდმა შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა, როცა 37 ქულა დააგროვა და ამას 11 შედეგიანი პასიც დაუმატა. თანაც ის სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მოედანზე. საბოლოოდ, ლოსანჯელესურმა კლუბმა მოიგო ეს შეხვედრა, მაგრამ მატჩის გმირი არა კროუფორდი, არამედ "ტორონტოს" მცველი ტერენს როსი გახდა.

აქამდე, ამ კალათბურთელის მთავარი მიღწევა (ის ორი წელია, რაც NBA-ში თამაშობს) 2013 წელს, "ვარსკვლავების უქმეებზე" ჩატენვების კონკურსის მოგება იყო, ხოლო შედეგიანობის პირადი რეკორდი 26 ქულას უდრიდა. შაბათს, მან ორჯერ გაზარდა ეს რიცხვი - 51 ქულა დააგროვა. თანაც ეს იყო შედეგიანობის საკლუბო რეკორდიცაა - როსმა ლეგენდარული ვინს კარტერის შედეგი გააუმჯობესა.

26 იანვარი
შარლოტი-ჩიკაგო 87:89
24:22, 15:17, 16:18, 32:32
შ: ჯეფერსონი (32+13 მოხსნა+3 დაფარება), პარგო (15), ჰენდერსონი (11), სეშენსი (8+11 პასი).
ჩ: ოგასტინი (28), გიბსონი (13), დანლივი (12), ნოა (11+10 მოხსნა+8 პასი), ბუზერი (10).

ტორონტო-კლიპერსი 118:126
37:36, 28:35, 28:22, 25:33
ტ: როსი (51), ვალანჩუნასი (17+12 მოხსნა), ლოური (11+12 პასი), დეროზანი (10).
კ: კროუფორდი (37+11 პასი), გრიფინი (30), რედიკი (18), კოლისონი (12+4 ჩაჭრა), ბარნსი (11), ჯორდანი (6+11 მოხსნა).

მილუოკი-ატლანტა 87:112
25:31, 20:29, 19:36, 23:16
მ: ნაითი (27), ილიასოვა (11+13 მოხსნა), მიდლტონი (11), ჰენსონი (10+10 მოხსნა), ბატლერი (10).
ა: მილსეპი (20), უილიამსი (18), სკოტი (14), კეროლი (12), კორვერი (12), ბრენდი (10).

ფილადელფია-ოკლაჰომა 91:103
26:26, 18:27, 27:30, 20:20
ფ: ანდერსონი (19), ტერნერი (15), ჰოიესი (14), იანგი (13+10 მოხსნა+8 ჩაჭრა).
ო: დურანტი (32+14 მოხსნა+10 პასი), იბაკა (25+11 მოხსნა+5 დაფარება), კოლისონი (12), სეფოლოშა (11).

მემფისი-ჰიუსტონი 99:81
16:14, 30:21, 25:19, 28:27
მ: კონლი (17), ლი (15), რენდოლფი (15+17 მოხსნა), კუფოსი (14+3 დაფარება), ჯონსონი (12+8 პასი+4 ჩაჭრა), კალატესი (11).
ჰ: ჰარდენი (16), პარსონსი (11), ჰოვარდი (10+12 მოხსნა).

დენვერი-ინდიანა 109:96
22:18, 33:18, 30:40, 23:20
დ: ჩენდლერი (25), მოზგოვი (15), რობინსონი (15), ჰიქსონი (14+13 მოხსნა), ფარიდი (13), ლოუსონი (12+10 პასი), ფოიე (12).
ი: სტივენსონი (23+10 მოხსნა), ჯორჯი (18+11 მოხსნა), უესტი (16), ჰილი (10).

იუტა-ვაშინგტონი 104:101
21:29, 30:24, 26:24, 27:24
ი: კანტერი (24), ჰეივორდი (16), ბერქსი (15), ბერკი (12+8 პასი), ფეივორსი (11+14 მოხსნა).
ვ: არიზა (23), ნენე (19), გორტატი (14+11 მოხსნა), ბილი (14+8 პასი), უოლი (13).

პორტლენდი-მინესოტა 115:104
27:29, 38:28, 22:24, 28:23
პ: ოლდრიჯი (21), მეტიუზისჟიიტბზ (18), უილიამსი (16), ლოპესი (15+10 მოხსნა), ლილარდი (14), ბატუმი (13).
მ: მარტინი (30), პეკოვიჩი (23+11 მოხსნა), ლავი (15+13 მოხსნა), ბრიუერი (11), რუბიო (10+11 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული