NBA. რეგულარული ჩემპიონატი: შეუჩერებელი

AutoSharing Option
სანამ 35 წლის კობი ბრაიანტი მუხლის ტრავმას მკურნალობს და ნელ-ნელა ემზადება პენსიაში გასასვლელად, მილიონობით გულშემატკივარი თვალს ადევნებს - როგორ ხდება "ოკლაჰომა-სიტის" ლიდერი კევინ დურანტი NBA-ს საუკეთესო მოთამაშე.

რა თქმა უნდა, ასეთ მოსაზრებას შეეწინააღმდეგებიან ლებრონ ჯეიმსის ფანები, მაგრამ მიმდინარე სეზონში ნომერ პირველი კალათბურთელი მართლაც კევინ დურანტია. აქ შეიძლება მოვიშველიოთ მაიკლ ჯორდანის საყვარელი არგუმენტი და დავინტერესდეთ - ჩემპიონის რამდენი ტიტული აქვს მოგებული "ოკლაჰომას" ფორვარდს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ლებრონმა თავისი ორი საჩემპიონო ბეჭედი სულ ცოტა ხნის წინ მოიპოვა და მათ გარეშეც
2012 წელს ლიგის საუკეთესო კალათბურთელად მიიჩნეოდა.

გასულ სეზონში ლებრონმა უნიკალურ შედეგს მიაღწია - ის ზედიზედ ექვს მატჩში აგროვებდა მინიმუმ 30 ქულას და თამაშიდან მინიმუმ 60 პროცენტის სიზუსტით ისროდა. მანამდე ასეთი რამ NBA-ში არავის გაუკეთებია.

28 იანვარს დურანტმა ზედიზედ 11 მატჩში მიაღწია 30-ქულიან ზღვარს. მათგან სამ მატჩში მინიმუმ 40 ქულას აგროვებდა (ერთხელ პირადი სნაიპერული რეკორდი დაამყარა - 17 იანვარს 54 ქულა ჩაუგდო "გოლდენ სტეიტს"), ორი დღის წინ კი ფილადელფიაში სამმაგი დუბლი შეასრულა: 32 ქულა, 14 მოხსნა და 10 პასი. რა თქმა უნდა, დურანტის ასეთი შედეგიანობა რასელ უესტბრუკის ტრავმითაც არის გამოწვეული, მაგრამ ნახეთ, როგორ თამაშობს "ოკლაჰომა" თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე:

"ატლანტაზე" გამარჯვება ზედიზედ მერვე იყო ამ გუნდისთვის და ახლა რეგულარულ ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერი არა "ინდიანა", არამედ "ოკლაჰომაა". ბოლო ორი წლის განმავლობაში "თანდერმა" ჯეიმს ჰარდენი და კევინ მარტინი დაკარგა, მაგრამ ამით დურანტისა და კომპანიის შანსები ჩემპიონობაზე არ შემცირებულა, პირიქით, მოიმატა კიდეც. თანაც, სარეზერვო პლეიმეიკერი რეჯი ჯექსონი ამ სეზონში ისე ათამაშდა, რომ უესტბრუკს შეუძლია, მშვიდად გააგრძელოს აღდგენითი პროცესი (ის მოედანზე თებერვალში, "ყველა ვარსკვლავის უქმეების" შემდეგ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ, როგორც ამბობენ, უფრო ადრე სურს ამის გაკეთება).

დავუბრუნდეთ დურანტს. NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ყოფილა 23 სერია, როცა ერთი მოთამაშე ზედიზედ 11 მატჩში აგროვებდა მინიმუმ 30 ქულას. ხოლო ამ სერიის მსვლელობისას, დურანტის 54.6-პროცენტიანი სიზუსტე - მეოთხე მაჩვენებელია. "დურანტულა" ჩამორჩება ქარიმ აბდულ-ჯაბარს, შაკილ ო'ნილსა და მოზეს მელოუნს. სამივე ცენტრია, რომელთა სიზუსტე, როგორც წესი, ყოველთვის უფრო მაღალია.

"ატლანტასთან" მატჩში დურანტმა 41 ქულა დააგროვა და სწორედ მან მოუტანა "თანდერს" ურთულესი გამარჯვება, როცა სირენამდე 1.5 წამით ადრე მოათავსა ბურთი კალათში - 111:109. აღსანიშნავია, რომ "ოკლაჰომამ" მეორე ტაიმში 14-ქულიანი დეფიციტის გაბათილება მოახერხა.

რაც შეეხება დურანტის შედეგიანობის სერიას, კევინს სამი მატჩი აკლია ტრეისი მაკგრეიდის რეკორდამდე. ტი-მაკმა 2003 წელს, მარტსა და აპრილში ზედიზედ 14 მატჩში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა. ასე რომ, რეგულარული ჩემპიონატის უახლოეს მატჩებში ინტრიგა ცნობილია.

მილუოკი-კლიპერსი 86:114
25:32, 16:32, 20:20, 25:30
მ: ილიასოვა (16), მიდლტონი (14), ჰენსონი (11), კ. ბატლერი (11), რადულიცა (11).
კ: ჯამ. კროუფორდი (25), გრიფინი (20), დ. კოლისონი (15), რედიკი (14), უ. გრინი (13), ჯორდანი (8+18 მოხსნა).

ფილადელფია-ფინიქსი 113:124
26:40, 28:22, 28:33, 31:29
ფილ: კარტერ-უილიამსი (22+11 პასი), ტ. იანგი (21), ტერნერი (21), ჰოიესი (18), ჰ. ტომპსონი (10).
ფინ: ჯ. გრინი (30), დრაგიჩი (24), ტაკერი (15), მაილზ პლამლი (14+13 მოხსნა), მარკიფ მორისი (13).

ბრუკლინი-ტორონტო 103:104
26:25, 30:32, 25:25, 22:22
ბ: პირსი (33), ბლეტჩი (20), ჯო ჯონსონი (12).
ტ: ლოური (31), ვალანჩუნასი (20+13 მოხსნა), პატერსონი (15), გ. ვასკესი (12), როსი (10).

ჩიკაგო-მინესოტა 86:95
20:23, 26:31, 19:18, 21:23
ჩ: ბუზერი (20+14 მოხსნა), ოგასტინი (19), ჯ. ბატლერი (16), დანლივი (10), გიბსონი (10+10 მოხსნა).
მ: ლავი (31), ტურიაფი (14), ბადინგერი (12), კ. ბრიუერი (11).

ოკლაჰომა-ატლანტა 111:109
26:32, 24:25, 29:30, 32:32
ო: დურანტი (41), რ. ჯექსონი (18), ლემბი (14).
ა: მილსეპი (23), სკოტი (16), კეროლი (15), მაკი (15), კორვერი (14), მო უილიამსი (10), შრედერი (10).

იუტა-საკრამენტო 106:99
20:22, 30:28, 31:20, 25:29
ი: ფეივორსი (17+12 მოხსნა), მარვ. უილიამსი (16+11 მოხსნა), კანტერი (16), ევანსი (14+10 მოხსნა), ჰეივორდი (12), ბერკსი (10).
ს: ჯ. ტომპსონი (19+11 მოხსნა), დერ. უილიამსი (17+15 მოხსნა), მაკლემორი (14), ტორნტონი (11), აუთლო (10), ა. ტომასი (10).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ინდიანა 43 34 9 79.1
2. მაიამი 44 32 12 72.7
3. ატლანტა 44 23 21 52.3
4. ტორონტო 44 23 21 52.3
5. ჩიკაგო 44 22 22 50.0
6. ვაშინგტონი 43 21 22 48.8
7. ბრუკლინი 43 20 23 46.5
8. შარლოტი 46 19 27 41.3
9. დეტროიტი 44 17 27 38.6
10. ნიუ იორკი 44 17 27 38.6
11. კლივლენდი 44 16 28 36.4
12. ბოსტონი 46 15 31 32.6
13. ფილადელფია 45 14 31 31.1
14. ორლანდო 45 12 33 26.7
15. მილუოკი 44 8 36 18.2

დასავლეთი
თ მ წ %
1. ოკლაჰომა 46 36 10 78.3
2. სან ანტონიო 44 33 11 75.0
3. პორტლენდი 45 33 12 73.3
4. კლიპერსი 47 32 15 68.1
5. ჰიუსტონი 46 29 17 63.0
6. გ. სტეიტი 45 27 18 60.0
7. ფინიქსი 44 26 18 59.1
8. დალასი 46 26 20 56.5
9. მემფისი 42 22 20 52.4
10. დენვერი 43 22 21 51.2
11. მინესოტა 44 22 22 50.0
12. ნიუ ორლეანი 43 18 25 41.9
13. ლეიკერსი 45 16 29 35.6
14. იუტა 45 16 29 35.6
15. საკრამენტო 44 15 29 34.1

კვირის საუკეთესოები
“ატლანტა ჰოქსისა” და "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდები - პოლ მილსეპი და კევინ დურანტი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი მილსეპი თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ამ შეხვედრებში საშუალოდ 21.3 ქულას (თამაშიდან 50.8 პროცენტის სიზუსტით ისროლა), 7.3 მოხსნას, 3.8 შედეგიან გადაცემასა და 2.5 ჩაჭრას აგროვებდა.

დურანტის კარგი თამაშის წყალობით, “ოკლაჰომამ” გასულ კვირას ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო. ამ შეხვედრებში მისი მონაგარი იყო - 38.0 ქულა (საუკეთესო შედეგი ლიგაში), 8.7 მოხსნა და 6.4 პასი. "დურანტულამ" განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ფილადელფიასთან" მატჩში, როცა 32 ქულით, 14 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა.

მილსეპის კვირა
20 იანვარი. ატლანტა-მაიამი 121:114. 26 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი.
22 იანვარი. ორლანდო-ატლანტა 109:112. 24 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი, 5 დაფარება, 3 ჩაჭრა.
25 იანვარი. მილუოკი-ატლანტა 87:112. 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 4 პასი.

დურანტის კვირა
21 იანვარი. ოკლაჰომა-პორტლენდი 105:97. 46 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი.
22 იანვარი. სან ანტონიო-ოკლაჰომა 105:111. 36 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი.
25 დეკემბერი. ფილადელფია-ოკლაჰომა 91:103. 32 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: მირზა ტელეტოვიჩი ("ბრუკლინი"), ელ ჯეფერსონი ("შარლოტი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ზაკ რენდოლფი (“მემფისი”), ლებრონ ჯეიმსი (“მაიამი”), კრის ბოში (“მაიამი”), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), დემარ დეროზანი (“ტორონტო”) და ტერენს როსი (“ტორონტო”).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული