"სპურსისთვის" კიდევ ერთი ცუდი ამბავი მანუ ჯინობილის ტრავმა იყო. არგენტინელმა ჩატენვის დროს ფეხი დაიზიანა. "სან ანტონიო" კი სტაბილურად აგებს მატჩებს ორივე კონფერენციის
* * *
ასევე ზედიზედ ორი მარცხი აქვს დასავლეთ კონფერენციის კიდევ ერთ ლიდერს - "პორტლენდს". ამჯერად ორეგონელები მოულოდნელად დამარცხდნენ შინ "მემფისთან". თანაც, უბრალოდ კი არ წააგეს, არამედ განადგურდნენ. უკვე მატჩის სასტარტო მონაკვეთში სტუმრები 10:0-ს იგებდნენ, მესამე მეოთხედის ბოლოს კი "გრიზლისის" უპირატესობა 24 ქულას აღწევდა. ამის მიზეზი ის არის, რომ კარგად იმუშავა "მემფისის" ნაქებმა დაცვამ, რომელმაც დიდი პრობლემები შეუქმნა მეტოქეს შეტევაში (თამაშიდან 34.5 პროცენტის სიზუსტე და 24-დან 20 (!) აცილებული სამქულიანი).
* * *
წააგო დასავლეთ კონფერენციის კიდევ ერთმა ფავორიტმა. "გოლდენ სტეიტს" ზედიზედ ექვსჯერ ჰყავდა დამარცხებული "ვაშინგტონი" და დედაქალაქურმა კლუბმა, როგორც იქნა, შეძლო რევანშის აღება. ორივე გუნდი დაახლოებით 37-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა და ყველაფერი მატჩის ბოლოს გადაწყდა: თავიდან დევიდ ლიმ გაათანაბრა ანგარიში, რასაც ბრედლი ბილის აცილება მოჰყვა, მაგრამ ტრევორ არიზამ შეტევაში მოხსნა ბურთი და სწორედ ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი.
არიზამ ბურთი უოლს მიაწოდა, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. სირენასთან ერთად სტივენ კარის (ბოლო მეოთხედში ექვსიდან ერთი ზუსტი ტყორცნა) ნასროლი სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა.
* * *
დადებითი ბალანსით დაასრულა დასავლური ტურნე აღმოსავლეთის ლიდერმა "ინდიანამ" - 3 მოგება და 2 წაგება. 29 იანვარს "პეისერსი" თითქმის უპრობლემოდ გაუსწორდა "ლეიკერსს". სტუმრებმა გადამწყვეტი გაქცევა მესამე მეოთხედში მოაწყვეს და, მართალია, კალიფორნიელებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, მაგრამ მაინც ვერ გაექცნენ ზედიზედ მეხუთე მარცხს.
ლენს სტივენსონმა პირადი რეკორდი დაამყარა მოხსნების რაოდენობით და ცოტა დააკლდა სეზონში მეოთხე სამმაგ დუბლამდე.
* * *
"კლივლენდი" 29 იანვარს 11 ქულის სხვაობით დამარცხდა "ნიუ ორლეანთან", რომლის რიგებში 50 ქულა დააგროვეს ენტონი დევისმა და ერიკ გორდონმა. წაგების მიუხედავად, "კავალერებს" ჰქონდათ სიხარულის საბაბი. საქმე ეხება 2014 წლის დრაფტის პირველ ნომერს, ენტონი ბენეტს. ის აქამდე 20 წუთს ატარებდა მოედანზე და საშუალოდ 2.4 ქულასა და 2.3 მოხსნას აგროვებდა. ახლა კი 31 წუთი ითამაშა, შედეგიანობის პირადი რეკორდი (15 ქულა) დაამყარა და მოხსნების მხრივ საკუთარი რეკორდი გაიმეორა (8). რაც მთავარია, 20 წლის ფორვარდი არ დაკარგულა თანაგუნდელების ფონზე.
* * *
"ნიუ იორკმა" სრულფასოვანი რევანში აუღო "ბოსტონს" წინა ორი მარცხისთვის. 8 დეკემბერს "სელტიქსის" ვიზიტი "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიქსისთვის" 41-ქულიანი განადგურებით დასრულდა, ხუთი დღის შემდეგ კი ნიუიორკელებმა ბოსტონშიც წააგეს.
29 იანვარს კარმელო ენტონიმ და მისმა თანაგუნდელებმა ისევ უმასპინძლეს "კელტებს" და 114:88 გაიმარჯვეს. ჯერჯერობით სტუმრებს ვერ შველის რაჟონ რონდო, რომლის სათამაშო დრო 30 წუთამდე გაიზარდა. გამთამაშებელმა 13-დან მხოლოდ 3 ბურთი მოათავსა კალათში და ოთხჯერ დაკარგა ბურთი. "ნიუ იორკი", რომელიც ერთი თვის წინ აღმოსავლეთ კონფერენციის ფსკერზე იმყოფებოდა, ახლა ძალიან მიუახლოვდა პლეი ოფის ზონას.
კლივლენდი-ნ. ორლეანი 89:100
29:26, 15:30, 21:27, 24:17
კ: ირვინგი (23), უეიტერსი (21), ბენეტი (15), ზელერი (13+10 მოხსნა).
ნ-ო: ენტ. დევისი (30), ე. გორდონი (20).
დეტროიტი-ორლანდო 103:87
20:22, 33:21, 25:17, 25:27
დ: ჯენინგსი (20), ჯოშ სმიტი (16), დრამონდი (13+17 მოხსნა).
ო: ოლადიპო (19).
ნიუ იორკი-ბოსტონი 114:88
31:15, 32:22, 23:22, 28:29
ნ-ი: ენტონი (24), ტაილერი (17), სმიტი (17), ჰარდუეი (16), ჩენდლერი (12+13 მოხსნა).
ბ: ჯეფ გრინი (14).
ჰიუსტონი-სან ანტონიო 97:90
20:28, 19:18, 33:18, 25:26
ჰ: ჰოვარდი (23+16 მოხსნა), ტ. ჯონსი (21), ლინი (18).
ს-ა: დიაო (22+11 მოხსნა), პარკერი (17), დანკანი (12+14 მოხსნა).
პორტლენდი-მემფისი 81:98
22:31, 24:30, 12:20, 23:17
პ: ოლდრიჯი (27+16 მოხსნა), ლილარდი (16).
მ: რენდოლფი (23+10 მოხსნა), კონლი (19), მ. გასოლი (15).
გ. სტეიტი-ვაშინგტონი 85:88
22:24, 27:21, 16:21, 20:22
გ-ს: კარი (23).
ვ: ბილი (20), ნენე (16).
ლეიკერსი-ინდიანა 92:104
19:22, 30:27, 20:30, 23:25
ლ: პ. გასოლი (21+13 მოხსნა), მიქსი (21), მარშალი (11+13 პასი), ჯორდან ჰილი (10+12 მოხსნა).
ი: უესტი (19), სტივენსონი (15+14 მოხსნა), ჰიბერტი (11+10 მოხსნა).
მორიგი სამი კვირა კობისთვის
ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კობი ბრაიანტი თანდათან უახლოვდება მოედანზე ხელმეორე დაბრუნებას. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ "ლეიკერსის" ლიდერი მოასწრებდა "ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის" გამოჯანმრთელებას და რამდენიმე წუთით მოედანზე გასვლას.
29 იანვარს კობიმ მორიგი სამედიცინო შემოწმება გაიარა და მისი შედეგები არადამაიმედებელი აღმოჩნდა. კალათბურთელს მუხლის არეში კვლავაც ტკივილის შეგრძნება აქვს და არ შეუძლია ფეხის სრულად დატვირთვა.
წინასწარი პროგნოზით, ბრაიანტი ლაზარეთში კიდევ სამ კვირას დაჰყოფს. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ კობი მონაწილეობას ვერ მიიღებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში", მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრებმა ის დასავლეთის სასტარტო შემადგენლობაში აირჩიეს.
უსარგებლო ენტონი
"ნიუ იორკ ნიქსის" ლიდერმა კარმელო ენტონიმ 29 იანვარს, "ბოსტონის" წინააღმდეგ 24 ქულა დააგროვა და ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ასეთი შთამბეჭდავი თამაშის მიუხედავად, ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკურად უყურებს კარმელოს წვლილს გუნდურ წარმატებებში და აღნიშნავს, რომ ხშირად NBA-ს ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავი არა გამარჯვების, არამედ წაგების მიზეზი ხდება. მისი მისამართით ყველაზე ხშირი საყვედურია - ბურთის ზედმეტად "თრევა" და ინდივიდუალიზმისკენ მიდრეკილება.
The Wall Street Journal-ის მიმომხილველმა კრის ჰერინგმა გადაწყვიტა ამ საკითხის დაწვრილებით შესწავლა და ამისთვის ციფრები გამოიყენა. აი, რა გაარკვია მან: იმ მსუბუქ ფორვარდებს შორის, რომლებიც საშუალოდ 20 ქულაზე მეტს აგროვებენ, კარმელო თანაბრად არის მათთან მატჩში პასების საშუალო რაოდენობით. მისი 42.7 გადაცემა დიდად არ განსხვავდება ლებრონ ჯეიმსის (49.4), პოლ ჯორჯის (46.7), არონ აფლალოსა (44.2) და კევინ დურანტის (37.7) მონაცემებისგან. მაგრამ, ამასთან, ენტონის პასების მხოლოდ 15 პროცენტი აძლევს მის პარტნიორებს მეტოქის ფარზე იერიშის მიტანის საშუალებას. ეს უარესი მაჩვენებელია ჩამოთვლილ კალათბურთელებს შორის.
"მეფეებს" სასახლე ექნებათ
2013 წლის 31 მაისს "საკრამენტო კინგზის" ახალი მფლობელი გახდა მილიარდერი ვივეკ რანადივე - წარმოშობით ინდოელი ბიზნესმენი, რომელმაც დიდძალი ქონება პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებით დააგროვა. ერთ-ერთი პირობა, რომლითაც ლიგამ ეს გარიგება დაუშვა, საკრამენტოში ახალი არენის მშენებლობა იყო. გავიდა ნახევარ წელიწადზე მეტი და უკვე არსებობს არენის პროექტი. თუ რანადივე და მისი ჯგუფი ამ პროექტს ხორცს შეასხამენ, შეიძლება ეჭვი არ შეგვეპაროს იმაში, რომ "მეფეები" საკრამენტოში დიდი ხანი დარჩებიან.
არენა, რომელიც 448 მილიონ დოლარად არის შეფასებული, საკრამენტოს ცენტრში 2.5 წლის შემდეგ უნდა აშენდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"