უკვე პირველ მეოთხედში "მინესოტამ" ნოკდაუნში ჩააგდო მეტოქე - 38:26. "მგლებმა" თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, რასაც ხელი შეუწყო საწყის 12-წუთეულში რიკი რუბიოს 8 პასმა და კევინ ლავის 14-მა ქულამ.
თუმცა კალიფორნიელები ბოლომდე ცდილობდნენ ბრძოლას, მაგრამ ისევ არ გაუმართლათ.
"მინესოტას" დასამარცხებლად მხოლოდ ხასიათი არ არის საკმარისი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ლიდერი კევინ ლავი ფორმაშია. 5 თებერვალს მძიმე ფორვარდმა 31 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. ასე რომ, ლავმა გაუსწრო კევინ გარნეტს "30-ქულიანი" და "15-მოხსნიანი" მატჩებით. იგულისხმება "მინესოტას" შემადგენლობაში ჩატარებული მატჩები. ახლა ლავის ანგარიშზე 25 ასეთი შეხვედრა მოდის.
* * *
"ინდიანასთვის" დიდი ხანი მოჯადოებული რჩებოდა ატლანტას Philips Arena. რეგულარულ ჩემპიონატში "პეისერსის" ბოლო მოგება სტუმრად "ჰოქსის" წინააღმდეგ 2006 წლის 22 დეკემბრით თარიღდებოდა. ამ დღიდან მოყოლებული, "ატლანტას" ზედიზედ 12 მატჩი ჰქონდა მოგებული. 5 თებერვალს რეგულარულის ლიდერმა შეძლო ამ სერიის შეწყვეტა.
მეორე მეოთხედის ბოლოს, ჯეფ ტიგის სამქულიანის შემდეგ, ანგარიში გახდა 41:35, მასპინძლების სასარგებლოდ. მაგრამ მომდევნო 17-წუთიანი მონაკვეთი სტუმრებმა 38:16 მოიგეს და ფაქტობრივად, მოხსნეს გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგიდან. "ატლანტა" მაინც გამოედევნა მეტოქეს და ორი სამქულიანის წყალობით, მატჩის ბოლო წუთზე სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, მაგრამ "ინდიანამ" ოთხი საჯარიმოდან სამი აცილების მიუხედავად, შეინარჩუნა უპირატესობა. "პეისერსი" ისევ პირველ ადგილზეა ლიგაში და ფანტასტიკური შედეგი (23 მოგება-0 წაგება) აქვს იმ მატჩებში, როცა მეტოქე 90 ქულაზე ნაკლებს აგროვებს.
ატლანტა-ინდიანა 85:89
15:19, 28:23, 12:24, 30:23
ა: სკოტი (15), ბრენდი (12), მილსეპი (7+12 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ი: უესტი (22+10 მოხსნა), ჯორჯი (18), სტივენსონი (10).
მინესოტა-ლეიკერსი 109:99
38:26, 30:26, 21:26, 20:21
მ: მარტინი (32), ლავი (31+17 მოხსნა), ბრიუერი (11), ბარეა (11), რუბიო (4+13 პასი).
ლ: იანგი (24), ჰარისი (19), ჯონსონი (15+9 მოხსნა), საკრე (14).
ფინიქსი-ჩიკაგო 92:101
13:21, 20:23, 30:25, 29:32
ფ: დრაგიჩი (24), ფრაი (18), ბარბოზა (13), მარკიფ მორისი (12), პლამლი (8+10 მოხსნა).
ჩ: ბუზერი (19+12 მოხსნა), ბატლერი (18), ოგასტინი (18), ნოა (14+14 მოხსნა), დანლივი (11).
გ. სტეიტი-შარლოტი 75:91
13:26, 26:25, 18:21, 18:19
გ-ს: კარი (17+11 პასი), ტომპსონი (12), ბოგუტი (6+15 მოხსნა).
შ: ჯეფერსონი (30+13 მოხსნა), ჰენდერსონი (17), ტოლივერი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"