NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მეფის აზრები და... 37 ქულა

AutoSharing Option
"იუტასთან" წაგებულ მატჩში მოკრძალებული 13 ქულის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა ჯავრი "ფინიქსზე" იყარა. დუეინ უეიდის არყოფნაში, სწორედ ის გაუძღვა წინ თავის გუნდს დაძაბულ ბოლო წუთებში. ლებრონის საერთო მონაგარი 37 ქულა იყო და აქედან 11 მან ბოლო ოთხ წუთში დააგროვა, რითაც "მაიამის" საჭირო შედეგი გაუნაღდა.

ამ მატჩის წინ კი ჯეიმსმა დიდი ინტერვიუ მისცა NBA-ს ოფიციალურ ტელეარხს. "მეფესთან" საუბარი ორშაბათს გავა ეთერში, თუმცა ამ ინტერვიუდან საინტერესო მომენტების ნახვა უკვე არის შესაძლებელი. მაგალითად, ლებრონმა განაცხადა, რომ არ აპირებს იმ მიზეზების დასახელებას, რის გამოც უარს
ამბობს ჩატენვების კონკურსში მონაწილეობაზე. აგრეთვე, დაამატა, რომ თუ ლიგა ჩაატარებს ტურნირს ერთი-ერთზე თამაშში, არც იქ მიიღებს მონაწილეობას.

ბოლოს, ლებრონმა ილაპარაკა საკუთარ ადგილზე კალათბურთის ისტორიაში. ყველა დროის საუკეთესოთა სიის შედგენისას, მოქმედმა MVP-მ დაასახელა მაიკლ ჯორდანი, ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი... და მცირე პაუზის შემდეგ დაუმატა ოსკარ რობერტსონი. ინტერვიუს შეჯამებისას, ჯეიმსმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ამ სიაში შესვლა უნდა.

* * *
დაახლოებით ერთი თვის წინ "პორტლენდი" ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მთელ NBA-ში. გუნდი, რომლის პლეი ოფში მოხვედრა ბევრს არ სჯეროდა, პირველ ადგილზე იყო ლიგაში, მაგრამ თანდათან ხმაური ჩაცხრა, რადგან "ბლეიზერსის" წარმატებები უკვე აღარავის უკვირდა.

11 თებერვალს "პორტლენდი" კევინ დურანტის "ოკლაჰომას" ხვდებოდა და სეზონში ამ გუნდის მესამედ დამარცხების იმედი ჰქონდა. არ გამოვიდა! "პორტლენდის" ლიდერებმა - დამიენ ლილარდმა და ლამარკუს ოლდრიჯმა ბოლო წუთზე ტყორცნები ააცილეს. ოლდრიჯის აცილების შემდეგ (სირენამდე 2.9 წამით ადრე) ბურთი რეჯი ჯექსონმა აიღო და ორი ზუსტი საჯარიმოთი გააფორმა საბოლოო ანგარიში.

"ბლეიზერსმა" ბოლო შვიდ მატჩში მეხუთე მარცხი იწვნია, მაგრამ ისევ ინარჩუნებს ადგილს დასავლეთის სამ საუკეთესოს შორის. ამ გუნდს დიდი ბრძოლა მოუწევს იმისთვის, რომ პლეი ოფის პირველ წრეში საკუთარი მოედნის უპირატესობა მიიღოს. "პორტლენდს" კვალში უდგას "კლიპერსი", რომელსაც კრის პოლი გამოუჯანმრთელდა და "ჰიუსტონი". ამ უკანასკნელს ლიგაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს (6).

* * *
"ჩიკაგო" არაფრად აგდებს იმას, რომ ტრავმის გამო დაკარგა დერიკ როუზი. ლუოლ დენგმა დატოვა გუნდი, ლაზარეთში აღმოჩნდა კარლოს ბუზერი. 11 თებერვალს "ხარებმა" გაანადგურეს "ატლანტა", განსაკუთრებით, ფარქვეშ ბრძოლაში: 57:28 - ასეთი იყო ანგარიში მოხსნებში. "ჩიკაგოს" სამმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 მოხსნა - გიბსონმა, ბატლერმა და ნოამ. ამასთან, ფრანგი მხოლოდ მოხსნებით არ შემოიფარგლა და კარიერაში მეოთხე სამმაგი-დუბლი შეასრულა.

11 თებერვალსვე "ჩიკაგოს" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ გამოაცხადა, რომ გამოჯანმრთელების სწრაფი ტემპების მიუხედავად, დერიკ როუზი ამ სეზონში მოედანზე არ დაბრუნდება.

შარლოტი-დალასი 114:89
28:26, 30:18, 31:21, 25:24
შ: ჯეფერსონი (30), ტოლივერი (22), ჰენდერსონი (15).
დ: ნოვიცკი (16), ელისი (16).

კლივლენდი-საკრამენტო 109:99
30:23, 25:20, 25:25, 29:31
კ: დენგი (22), უეიტერსი (20), ბენეტი (19+10 მოხსნა), ტ. ტომპსონი (16+13 13 მოხსნა).
ს: კაზინსი (21+10 მოხსნა), ა. ტომასი (16).

ჩიკაგო-ატლანტა 100:85
33:17, 25:22, 22:31, 20:15
ჩ: გიბსონი (24+12 მოხსნა), ნოა (19+16 მოხსნა+11 პასი), დანლივი (15), ბატლერი (12+13 მოხსნა).
ა: მილსეპი (15).

მემფისი-ვაშინგტონი 92:89
24:23, 28:16, 27:31, 13:19
მ: მ. გასოლი (18), ნ. კალატესი (18), ზ. რენდოლფი (13+10 მოხსნა).
ვ: ბილი (37), ნენე (17).

ფინიქსი-მაიამი 97:103
25:22, 21:21, 28:28, 23:32
ფ: ჯერ. გრინი (26), ფრაი (15), გ. დრაგიჩი (15).
მ: ჯეიმსი (37), ბოში (21).

პორტლენდი-ოკლაჰომა 95:98
25:19, 30:26, 25:35, 15:18
პ: ბატუმი (18), ლოპესი (17+14 მოხსნა), ლილარდი (16), მაკალუმი (15), ოლდრიჯი (12+12 მოხსნა).
ო: დურანტი (36+10 მოხსნა), ლემბი (19), ჯექსონი (17).

ლეიკერსი-იუტა 79:96
27:16, 10:32, 23:20, 19:28
ლ: კამანი (25+14 მოხსნა), ჯონსონი (15).
ი: ბერქსი (24), ჰეივორდი (15), ფეივორსი (11+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული