NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ნიუ იორკი" უკან მიდის

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" საქმეები სულ უფრო უკან მიდის. გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა და ჯერჯერობით სრულიად გაუგებარია, რის ხარჯზე უნდა შეასრულოს "ნიქსმა" პლეი ოფში შესასვლელად საჭირო საფინიშო სპურტი.

ამ დღეებში გუნდის ლიდერმა კარმელო ენტონიმ, რომელიც ამ სეზონის შემდეგ, შესაძლოა, თავისუფალი აგენტი გახდეს, აღნიშნა, რომ უკვე ძალიან უჭირს ამდენ მარცხთან შეგუება. დაუმატეთ ამას ის ფაქტი, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ნიუიორკელებმა ვერ შეძლეს შემადგენლობის გაძლიერება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზაფხულში "ნიქსში" ერთით ნაკლებ ვარსკვლავს ვიხილავთ.

"დალასთან" 24 თებერვლის მარცხის შემდეგ მოვლენათა
ამგვარი განვითარება კიდევ უფრო აშკარა გახდა. არადა, მატჩის მიწურულს ისე ჩანდა, რომ "ნიუ იორკმა" ტექსასელების წინააღმდეგ მინიმუმ ოვერტაიმამდე მიაღწია. ბოლო შეტევა "მავერიქსისა" იყო და, რა თქმა უნდა, ბურთი დირკ ნოვიცკის მიაწოდეს. მის წინააღმდეგ თავს სწორედ ენტონი იცავდა, თანაც არც ისე ცუდად, მაგრამ გერმანელმა მაინც მონახა საშუალო მანძილიდან სროლის საშუალება.

"ნიუ იორკის" ფორვარდის პირველი რეაქცია, ალბათ, სასიხარულო იყო, რადგან ბურთი ფარს მოხვდა, შემდეგ კალათს შეეხო და თითქოს მოედანზე უნდა გადმოვარდნილიყო (ამ დროს თამაშის დრო უკვე ამოწურული იყო), მაგრამ მაინც ჩაეშვა ბადეში. "ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს მთელი ენერგია გამომწოვეს", - განაცხადა მატჩის შემდეგ ენტონიმ. მისი გაგება იოლია: რთულია გადაიტანო დამარცხება მაშინ, როცა შენს გუნდს 44 ქულა შესძინე.

ნოვიცკის ზუსტი ტყორცნის წყალობით, "დალასს" ახლა 12-ით მეტი მოგება აქვს, ვიდრე წაგება და ეს ამ გუნდის საუკეთესო მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში. "ნიუ იორკში" საპირისპირო სიტუაციაა: კლუბის აქტივში 15-ით მეტი წაგებაა, ვიდრე მოგება.

ფილადელფია-მილუოკი 110:130
28:30, 16:43, 32:33, 34:24
ფ: იანგი (28+7 პასი+6 ჩაჭრა), კარტერ-უილიამსი (20), როტენი (19), ანდერსონი (13).
მ: მაიო (25), ილიასოვა (20), სეშენსი (16), მიდლტონი (15), ნაითი (15), ადეტოკუნბო (13+4 დაფარება), ჰენსონი (12), ადრიანი (6+10 მოხსნა).

დეტროიტი-გ. სტეიტი 96:104
37:33, 25:30, 21:18, 13:23
დ: მონრო (23+8 მოხსნა), სმიტი (18+11 მოხსნა+7 პასი), სინგლერი (18), ჯენინგსი (11+10 პასი), დრამონდი (11+9 მოხსნა+3 დაფარება).
გ-ს: კარი (19+9 პასი+8 მოხსნა), ტომპსონი (19), ო'ნილი (16+10 მოხსნა+3 დაფარება), კროუფორდი (15), ბარნსი (11).

ნიუ იორკი-დალასი 108:110
21:31, 38:29, 23:24, 26:26
ნ-ი: ენტონი (44+9 მოხსნა), სმიტი (15+7 პასი), ჩენდლერი (12+12 მოხსნა), ჰარდუეი (10).
დ: კარტერი (23), ელისი (22), კალდერონი (20), ნოვიცკი (15), დალემბერი (6+10 მოხსნა).

ნ. ორლეანი-კლიპერსი 110:123
26:32, 27:29, 25:32, 32:30
ნ-ო: დევისი (26+11 მოხსნა), აჟინკა (19+12 მოხსნა), მოროუ (13), ამინუ (12), რივერსი (10), გორდონი (10).
კ: კროუფორდი (24), გრიფინი (22), პოლი (19+13 პასი), ჯორდანი (14+16 მოხსნა+4 დაფარება), ბარნსი (12), თურქოგლუ (12), კოლისონი (12).

იუტა-ბოსტონი 110:98
27:8, 32:28, 24:22, 27:30
ი: ბერქსი (21), ფეივორსი (20+3 დაფარება), უილიამსი (19+7 მოხსნა), ბერკი (12), კანტერი (12), ჯეფერსონი (10), ჰეივორდი (8+10 პასი).
ბ: გრინი (21), ოლინიკი (21+8 მოხსნა), რონდო (18+10 პასი), ბეილესი (13).

კვირის საუკეთესოები
“შარლოტ ბობკეტსის” მცველი კემბა უოკერი და "”მინესოტა ტიმბერვულვზის" ფორვარდი კევინ ლავი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი უოკერი თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ამ შეხვედრებში საშუალოდ 22.5 ქულას, 8.8 შედეგიან გადაცემასა და 5.5 მოხსნას აგროვებდა. ირვინგმა გასულ კვირას სამ მატჩში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა და ერთხელ 30-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

ლავის კარგი თამაშის წყალობით, “მინესოტამ” გასულ კვირას სამიდან ორი მატჩი მოიგო. ამ შეხვედრებში მისი მონაგარი იყო - 36.7 ქულა (საუკეთესო შედეგი ლიგაში) და 12.7 მოხსნა (მეოთხე მაჩვენებელი). ლავმა სამივე მატჩში ორმაგი დუბლი შესრულა, აქედან ერთში კი მის ანგარიშზე სამმაგი დუბლი იყო - 37 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი. კევინ ლავი ლიდერობს სეზონში ორმაგი დუბლების რაოდენობით - 47.

უოკერის კვირა
18 თებერვალი. დეტროიტი-შარლოტი 96:108. 22 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა.
19 თებერვალი. შარლოტი-დეტროიტი 116:98. 24 ქულა, 16 პასი, 5 მოხსნა.
22 თებერვალი. შარლოტი-მემფისი 92:89. 31 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი.

ლავის კვირა
19 თებერვალი. მინესოტა-ინდიანა 104:91. 42 ქულა, 16 მოხსნა.
22 თებერვალი. იუტა-მინესოტა 104:121. 37 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი.
23 თებერვალი. პორტლენდი-მინესოტა 108:97. 31 ქულა, 10 მოხსნა.

კვირის მოთამაშის სტატუსზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: ელ ჯეფერსონი ("შარლოტი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ჯამალ კროუფორდი ("ლოს ანჯელეს კლიპერსი"), ბლეიკ გრიფინი ("ლოს ანჯელეს კლიპერსი"), კრის ბოში ("მაიამი"), ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), კევინ დურანტი (“ოკლაჰომა”), დამიენ ლილარდი ("პორტლენდი"), აიზია ტომასი ("პორტლენდი"), კაილ ლოური ("ტორონტო"), ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული