ამ მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი "ტორონტოს" მცველმა დემარ დეროზანმა შეიტანა, რომელიც შეუჩერებელი იყო ბოლო მეოთხედში. დროის ამ მონაკვეთში მან 16 ქულა დააგროვა და მატჩის ბოლოს უმნიშვნელო საჯარიმოებიც ჩააგდო.
* * *
"ლეიკერსისა" და "ინდიანას" მატჩში შედგა ევან ტერნერის დებიუტი "პეისერსის" შემადგენლობაში. ყოფილ
* * *
"ორლანდოსთან" მატჩში "ვაშინგტონმა" ამ სეზონში სარეკორდო - ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. თავის მხრივ, "მეჯიქმა" ზედიზედ მე-15 გასვლითი შეხვედრა დათმო. გუნდებმა თამაშიდან ტყორცნების თანაბარი პროცენტი დააფიქსირეს და "ვაშინგტონმა" გამარჯვება სამქულიანების უკეთ შესრულებით მოახერხა (65.5 პროცენტი 32-ის წინააღმდეგ). გარდა ამისა, ფლორიდელებს არც ერთი ქულა არ დაუგროვებიათ სწრაფი გარღვევებისას.
* * *
"ატლანტაში" მაღალი კალათბურთელების დეფიციტია და ამის გამო 41 წუთი მოუწია ნოას, ბუზერისა და გიბსონის წინააღმდეგ თამაში ვეტერან ელტონ ბრენდს. ამან "ჩიკაგოს" საქმე გაუადვილა, თუმცა ბოლო მეოთხედში ტიგის შესანიშნავმა თამაშმა (11 ქულა) "ჰოქსს" უფრო ჯანმრთელ მეტოქესთან ბრძოლის საშუალება მისცა. კეროლის სამქულიანის შემდეგ "ატლანტამ" სირენამდე ერთი წუთით ადრე მინიმალური უპირატესობა მოიპოვა, თუმცა იმავე კეროლმა დაცვაში ითამაშა ცუდად, როცა სამქულიანის შესრულებისას დაჯარიმდა ჰაინრიხზე და ჩიკაგოელმა მცველმა სამი საჯარიმო ჩააგდო.
ამის შემდეგ მასპინძლებმა ვერც ერთი შეტევა ვერ დაასრულეს ზუსტი ტყორცნით.
* * *
"დენვერი" ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც გასულ სეზონში, "პორტლენდი" კი ის გუნდი აღარ არის, რომელიც ამ სეზონის დასაწყისში ყველას უგებდა. ამიტომაც მათი ურთიერთშეხვედრა არც ისე ხარისხიანი გამოვიდა. "ნაგეტსმა" რაოდენობით სცადა ფონს გასვლა და 103 ტყორცნა შეასრულა მეტოქის 76-ის წინააღმდეგ, მაგრამ მასპინძლების რეალიზაცია 36 პროცენტი იყო.
პირველ სამ მეოთხედში ისინი მეტოქეს 18 ქულით ჩამორჩნენ, შემდეგ ბევრი იბრძოლეს, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინეს. "პორტლენდმა" ბოლო მეოთხედში მხოლოდ ოთხი ბურთი ჩააგდო თამაშიდან, მაგრამ აქედან ორი მაშინ, როცა "დენვერმა" ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა.
* * *
"ფინიქსმა" საკუთარ მოედანზე წააგო "მინესოტასთან", რომლის რიგებში ზედიზედ მეექვსედ დააგროვა მინიმუმ 30 ქულა კევინ ლავმა. "სანზი" მეოთხე მეოთხედის შუაში რვა ქულას იგებდა, მაგრამ "მინესოტამ" 9:0 გაქცევით წინ გასვლა მოახერხა. "ფინიქსი" ამ დროს ასვენებდა სლოვენიელ გამთამაშებელ გორან დრაგიჩს, რომელმაც მესამე მეოთხედში ფეხი გადაიბრუნა. ბოლოს ის დაბრუნდა მოედანზე და არიზონელებმაც ისევ მოიპოვეს უპირატესობა, მაგრამ "მინესოტას" მორიგ 11:0 გაქცევას მასპინძლებმა უკვე ვეღარ უპასუხეს.
* * *
"ჰიუსტონი" კარგად გაერთო "საკრამენტოსთან" გასვლით მატჩში და ქვა-ქვაზე არ დატოვა "კინგზისგან". "როკეტსის" მცველს, ჯეიმს ჰარდენს ერთი ზუსტი ტყორცნა დააკლდა შედეგიანობაში საკუთარი რეკორდის გამეორებამდე. სამი მეოთხედის განმავლობაში მან 43 ქულა დააგროვა, ბოლო მეოთხედი კი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რადგან მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
კლივლენდი-ტორონტო 93:99
17:23, 24:24, 28:21, 24:31
კ: ირვინგი (25+9 პასი), ჰოიესი (15), ტომპსონი (13+9 მოხსნა), ჯეკი (12), დელავედოვა (10).
ტ: დეროზანი (33), როსი (19), ვასკესი (15), ლოური (13+9 პასი).
ინდიანა-ლეიკერსი 118:98
30:23, 27:31, 34:16, 27:28
ი: ჯორჯი (20), ჰილი (14), სტივენსონი (13+9 მოხსნა), ტერნერი (13), უესტი (11+12 მოხსნა), უოტსონი (11), ჰიბერტი (10+4 დაფარება).
ლ: ბეიზმორი (23), ჯონსონი (15), გასოლი (13+9 მოხსნა+4 დაფარება), მიქსი (13), ბრუქსი (11).
ვაშინგტონი-ორლანდო 115:105
35:31, 27:22, 31:27, 22:26
ვ: უოლი (27), არიზა (22), გორტატი (21+10 მოხსნა), ბილი (21).
ო: ოლადიპო (26), ჰარკლესი (22), ვუჩევიჩი (19+14 მოხსნა), ჰარისი (11), ო'ქუინი (10+9 მოხსნა).
ატლანტა-ჩიკაგო 103:107
30:20, 21:34, 24:26, 28:27
ა: ტიგი (26), მაკი (17), კორვერი (16), კეროლი (13), სკოტი (12), უილიამსი (12), ბრენდი (7+13 მოხსნა).
ჩ: დანლივი (22), ნოა (20+12 მოხსნა), ბუზერი (17+11 მოხსნა), ჰაინრიხი (14), გიბსონი (14), სნელი (10), ოგასტინი (10).
დენვერი-პორტლენდი 95:100
21:32, 24:20, 24:30, 26:18
დ: ფოიე (17), ჰიქსონი (16+25 მოხსნა), მოზგოვი (14), ბრუქსი (14), ფარიდი (11).
პ: ლილარდი (31+9 პასი), ბატუმი (16), უილიამსი (14), რაიტი (12), ლოპესი (12+10 მოხსნა+7 დაფარება), მეტიუზი (11).
ფინიქსი-მინესოტა 101:110
28:34, 29:21, 24:20, 20:35
ფ: მარკიფ მორისი (24), გრინი (19), დრაგიჩი (16), გუდვინი (10), ტაკერი (6+16 მოხსნა).
მ: ლავი (33+13 მოხსნა+9 პასი), მუჰამადი (20), ბრიუერი (18), კანინგემი (12), ბადინგერი (10), რუბიო (7+11 პასი).
საკრამენტო-ჰიუსტონი 103:129
17:42, 34:27, 26:35, 26:25
ს: გეი (25), კაზინსი (16), მაკლემორი (15+4 ჩაჭრა), ტომასი (12), უილიამსი (10).
ჰ: ჰარდენი (43+8 პასი), ჰოვარდი (20+11 მოხსნა), ჰემილტონი (12), ჯონსი (11), ლინი (11), პარსონსი (10).
"მაიამიმ" D-ლიგის ვარსკვლავი დაიმატა
NBA-ს ჩემპიონმა "მაიამი ჰიტმა" ათდღიანი კონტრაქტი გააფორმა D-ლიგის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილესთან, დეანდრე ლიგინსთან.
ამ სეზონში 25 წლის შემტევი მცველი კლუბ "სიუ ფორსში" თამაშობდა. 40 წუთში ის საშუალოდ 14.5 ქულას, 7.5 მოხსნასა და 4.8 შედეგიან პასს აგროვებდა.
2011 წლის დრაფტის 53-ე ნომერი ადრე "ორლანდოსა" და "ოკლაჰომაში" თამაშობდა.
გრეინჯერი "სპურსს" უნდა
"ინდიანას" ყოფილი ფორვარდი დენი გრეინჯერი მალე თავისუფალი აგენტი გახდება. ეს კალათბურთელი ცოტა ხნის წინ ტრეიდის მეშვეობით აღმოჩნდა "პეისერსიდან" "ფილადელფიაში", თუმცა ეს უკანასკნელი არ აპირებს კალათბურთელის შენარჩუნებას და მისი კონტრაქტის გამოსყიდვა აქვს განზრახული.
როგორც ESPN-ი ვარაუდობს, გრეინჯერის გადაბირებაზე მთავარი პრეტენდენტი "სან ანტონიო სპურსი" იქნება, თუმცა ერთ დროს ელიტური სნაიპერის მიმართ სხვა კლუბებიც გამოთქვამენ დაინტერესებას.
გრეინჯერმა ამ სეზონში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 8.3 ქულა და 3.6 მოხსნა დააგროვა.
"ოკლაჰომამ" პერკინსი დაკარგა
"ოკლაჰომა-სიტის" ცენტრმა კენდრიკ პერკინსმა, რომელმაც "მაიამისთან" მატჩში ტრავმა მიიღო, სამედიცინო შემოწმება გაიარა. კალათბურთელს საზარდულის კუნთის დაზიანება დაუდგინდა და სავარაუდოდ, მკურნალობასა და აღდგენით პროცესს თვენახევარი დასჭირდება.
მიმდინარე სეზონში პერკინსმა 54 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში და საშუალოდ 3.4 ქულა და 5.0 მოხსნა მიითვალა.
4-ქულიანი ტყორცნა არ იქნება
ამ დღეებში ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ NBA-ს საკალათბურთო მოედანი, შესაძლოა, ზომაში გაზარდონ და აგრეთვე, შემოიღონ 4-ქულიანის ხაზი. ამის შესახებ ESPN-მა დაწერა - მისი ინფორმაციით, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შესვენებაზე ამაზე მსჯელობდნენ ლიგის სპორტული დირექტორი როდ ტორნი და მისი თანაშემწე კიკი ვანდევეგე.
მაგრამ NBA-ს ხელმძღვანელობამ უარყო გავრცელებული ჭორი. "არც NBA-ს და არც სატურნირო კომიტეტს სერიოზულად არ უმსჯელიათ ამ თემაზე", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" ლიგის პრესმდივანმა ტიმ ფრენკმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"