მასპინძლების რიგებში პირველი ლუ უილიამსი გამოფხიზლდა. მეოთხე 12-წუთეულის სტარტზე "ტორონტომ" 11:0 გაქცევა მოაწყო და აქედან რვა ქულა სწორედ უილიამსზე მოდის. ბოლოსკენ კანადელებს "ორლანდოს" შეცდომებიც დაეხმარა. ამ მეოთხედში ფლორიდელებმა ექვსჯერ დაკარგეს ბურთი და ეს 10 მიღებულ ქულად დაუჯდათ. ყველაფერი კი მაშინ გადაწყდა, როცა ფურნიეს სირენამდე 23 წამით ადრე თავისიანების წინ გაყვანა შეეძლო, მაგრამ ააცილა.
ტორონტო-ორლანდო 104:100
24:32, 27:28, 21:23, 32:17
ტ:
ო: ფურნიე (24+3 ჩაჭრა), ჰარისი (23+13 მოხსნა+5 პასი), ფრაი (19+6 მოხსნა), ვუჩევიჩი (18+8 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება).
* * *
"ლეიკერსმაც" იზრუნა წაგებული მატჩის გადარჩენაზე, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. თამაშის დამთავრებამდე ექვსი წუთით ადრე კალიფორნიელთა ჩამორჩენა 17 ქულას შეადგენდა, 30 წამით ადრე - სამ ქულას. 18:4 გაქცევა ბრაიანტის მონდომებით მოხერხდა, მაგრამ ყველაფერი გააფუჭა ჯორდან ჰილმა, რომელმაც 29 წამით ადრე საშუალო ტყორცნა ააცილა მიზანს, საპასუხო შეტევაში კი "მემფისმა" შეძლო საჭირო ქულების აღება.
მემფისი-ლეიკერსი 107:102
25:21, 31:31, 27:23, 24:27
მ: კონლი (23+3 ჩაჭრა), უდრიხი (16), ლი (15), კუფოსი (14), ალენი (12+7 მოხსნა), რენდოლფი (11+10 მოხსნა), გასოლი (8+9 პასი+8 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (28+7 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), ბუზერი (20+8 მოხსნა), ჯონსონი (15), ჰილი (13+14 მოხსნა), ლინი (12).
* * *
ფანტასტიკური დაბრუნება ჰქონდა თამაშში "დალასს", რომელმაც 24 ქულა ამოუქაჩა "საკრამენტოს". თუ პატარ-პატარა გაქცევებს არ ჩავთვლით და გლობალურ დროის მონაკვეთს ავიღებთ, მეორე მეოთხედის შუიდან მესამის ბოლომდე მასპინძლებმა 44 ქულა დააგროვეს, "მეფეებმა" - 18. ამ სპურტის დროს "მავერიქსის" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი პარსონსი იყო 13 ქულით. ასეთი სოლიდური უპირატესობის გაფლანგვის შემდეგ "საკრამენტო" გონს ვეღარ მოვიდა და მეოთხე მეოთხედში შეხვედრის გადარჩენის შანსი არც ჰქონია.
დალასი-საკრამენტო 106:98
14:32, 34:25, 30:15, 28:26
დ: ნოვიცკი (23+7 მოხსნა), პარსონსი (19), ელისი (16), ჩენდლერი (14+11 მოხსნა), ჰარისი (12+5 პასი+3 ჩაჭრა), რაიტი (10+3 დაფარება).
ს: გეი (26+8 მოხსნა+8 პასი), სეშენსი (18), მაკლემორი (17), კაზინსი (16+11 მოხსნა+5 პასი), ლენდრი (11).
* * *
"პორტლენდი" კიდევ ერთი გუნდია, რომელმაც გუშინ სოლიდური დეფიციტი გააბათილა. "შარლოტის" უპირატესობა მატჩის მსვლელობისას 23 ქულას აღწევდა. და პირველად მასპინძლებმა წინ გასვლა თამაშის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე შეძლეს, როცა ბლეიკის სამქულიანმა მიაღწია მიზანს.
"პორტლენდმა" ბოლო მეოთხედში შესანიშნავად დაიცვა თავი და "ჰორნეტს" 14-დან მხოლოდ სამი ტყორცნის რეალიზების საშუალება მისცა. ამ მხრივ შექებას მხოლოდ დამენ ლილარდი არ იმსახურებს, რომელმაც მატჩის ბოლო 15 წამში სამჯერ (!) დაკარგა ბურთი და კინაღამ წყალში ჩაყარა თავისიანების მონდომება. ამის წყალობით "შარლოტს" ოთხი წამი დარჩა თამაშის გადასარჩენად. ნილმა ფარქვეშიდან ჩააგდო კიდეც, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო და "ბლეიზერსმა" შეინარჩუნა ძლივს მოპოვებული უპირატესობა.
პორტლენდი-შარლოტი 102:100
21:35, 30:29, 24:21, 27:15
პ: ლილარდი (29+7 პასი), ოლდრიჯი (25+14 მოხსნა), მეტიუზი (16+7 პასი), კამანი (12+8 მოხსნა).
შ: ჯეფერსონი (22), უოკერი (16), სტივენსონი (14+14 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (12), რობერტსი (12).
* * *
გრეგ პოპოვიჩმა ყველა გააკვირვა, როცა ბოლო ორ დღეში მეორე მატჩშიც ათამაშა ძირითადი შემადგენლობა და, როგორც გაირკვა, სწორადაც მოიქცა, რადგან ჩემპიონებმა ლამაზად და დამაჯერებლად მოუგეს ჩემპიონატის სტარტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს.
"სპურსმა" მოიგო ოთხივე მეოთხედი, ბოლო 12-წუთეულში კი საბოლოოდ გაიფორმა გამარჯვება, როცა მეტოქის ყველა "ჩხვლეტას" უპასუხა. ბოლო წუთებზე ყველაზე აქტიური ტონი პარკერი იყო, რომელმაც 12 ქულა (5/6) და 3 პასი მიითვალა მეოთხე მეოთხედში.
გ. სტეიტი-სან ანტონიო 100:113
26:29, 18:21, 26:32, 30:31
გ-ს: ტომპსონი (29), ბარნსი (22+8 მოხსნა), კარი (16+6 მოხსნა+5 პასი), სპეიტსი (11).
ს-ა: პარკერი (28+7 პასი), ლეონარდი (19+6 მოხსნა), ჯინობილი (17+5 პასი), დანკანი (12+13 მოხსნა), ჯოზეფი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"