NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ხანდახან ლებრონიც ცდება

AutoSharing Option
გუშინ რეგულარულ ჩემპიონატში 11 მატჩი გაიმართა და მათგან რამდენიმე მართლაც გამორჩეული იყო. მაგალითად - შეხვედრა კლივლენდში ადგილობრივ "კავალიერზსა" და "სან ანტონიოს" შორის. ორივე გუნდმა დიდი ყურადღება დაცვას მიაქცია.

თავდაპირველად, მასპინძლებს ეს მაინცდამაინც კარგად არ გამოსდიოდათ, მაგრამ მეოთხე მეოთხედში მეტოქის რეალიზაცია 30 პროცენტამდე დაიყვანეს. თუმცა, "კლივლენდმა" დაშვებულზე მეტი ჯარიმა აიღო და სტუმრები მეტოქის ნებისმიერი დარღვევისას ჯარიმებს ასრულებდნენ. ბოლო მეოთხედში 20 ქულიდან 11 "სპურსმა" სწორედ ამ ხერხით დააგროვა.

მასპინძლები ქულებს ვარეჟაოსა და ირვინგის მონდომებით იხვეჭდნენ - ამ დუეტმა ბოლო 12-წუთეულში 17 ქულა
მიითვალა. არ წაუვიდა სროლა ლებრონ ჯეიმსს - 1/4 ბოლო მეოთხედში და 6/17 მატჩში. უფრო მეტიც, ოთხგზის MVP-მ ბოლო წუთზე ორი შეცდომა დაუშვა. მეორე დაკარგვა საბედისწერო აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც ჯინობილიმ მხოლოდ ერთი ჯარიმა გამოიყენა, სხვაობა სულ რაღაც ორი ქულა იყო "სპურსის" სასარგებლოდ. საფინალო სირენამდე 9 წამი რჩებოდა, მაგრამ "კავალიერზს" ტაიმ-აუტი აღარ ჰქონდა დარჩენილი. ვარეჟაომ ბურთი მოხსნა და სწრაფად მიაწოდა ლებრონს, რომელსაც ტარებისას, უბრალოდ, ხელიდან გაუვარდა ბურთი და "სან ანტონიომ" მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

კლივლენდი-სან ანტონიო 90:92
20:23, 27:21, 22:28, 21:20
კ: ვარეჟაო (23+11 მოხსნა), ირვინგი (20+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (15+9 პასი+6 მოხსნა), ლავი (10+11 მოხსნა+5 პასი).
ს-ა: დანკანი (19+10 მოხსნა), დიაო (19+7 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლეონარდი (12+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯოზეფი (10).

* * *
გუშინვე გაიმართა აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ლიდერების დაპირისპირება. სტუმარ "მემფისს" აკლდა ლი, უდრიხი და ალენი. და, შესაძლოა, ამ უკანასკნელის დაცვითი თვისებები დააკლდა გუნდს იმისთვის, რომ ბოლო მეოთხედში შეეჩერებინა ტერენს როსი და კაილ ლაური, რომლებიც შეტევაში აკეთებდნენ პრაქტიკულად ყველაფერს, რაც მოესურვებოდათ - მათ 20 ქულა დააგროვეს (უფრო მეტი, ვიდრე მთლიანად "მემფისმა") და 11-დან 8 ტყორცნა მოათავსეს კალათში.

სტუმრებს ბოლოსკენ სიზუსტე არ ეყოთ - მარკ გასოლის ორი აცილების შემდეგ ლაურიმ ჯერ ორ ქულამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა და მანვე ზუსტი საშუალო ტყორცნით წერტილი დაუსვა შეხვედრას.

ტორონტო-მემფისი 96:92
22:20, 20:28, 27:27, 27:17
ტ: დეროზანი (21), ლაური (18+7 პასი), როსი (16), უილიამსი (13), ვალანჩუნასი (10).
მ: გასოლი (22+12 მოხსნა), კონლი (19+10 მოხსნა+5 პასი), რენდოლფი (18+18 მოხსნა), პრინსი (15).

* * *
ნიკ იანგის დაბრუნების შემდეგ "ლეიკერსმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, თან რევანში აუღო "ჰიუსტონს" სეზონის სტარტზე სამარცხვინო წაგების გამო. "რაკეტებს" ისევ არ ჰყავდათ დუაიტ ჰოვარდი და ის სრულფასოვნად ვერ შეცვალა დებიუტანტმა ტარიკ ბლეკმა. "ლეიკერსმა" რეალიზაციის ზუსტად ისეთივე პროცენტი აჩვენა, როგორიც "ჰიუსტონმა", იმდენივე ჯარიმა ისროლა, ტოტალურად წააგო სამქულიანებში, მაგრამ უბრალოდ, დომინირებდა მოხსნებში - მეორე ტემპით სტუმრებმა 23 ქულა დააგროვეს, მეტოქემ - მხოლოდ ხუთი.

"ჰიუსტონმა" შორეულ ტყორცნებზე გააკეთა აქცენტი - ჯამური 74 სროლიდან 38 სამქულიანი იყო, მაგრამ მეოთხე მეოთხედში სწორედ ამ იარაღმა არ იმუშავა - 10-დან მხოლოდ ორი ზუსტი სამქულიანი, რასაც ხუთი შეცდომა დაემატა. ამით კალიფორნიელებმა არა მხოლოდ გააბათილეს შვიდქულიანი ჩამორჩენა, არამედ წინ გასვლაც შეძლეს. ბოლოსკენ მასპინძლები სწრაფი ჯარიმის ტაქტიკაზე გადავიდნენ, მაგრამ იანგი და ბრაიანტი ზუსტად ისროდნენ საჯარიმოებს.

ჰიუსტონი-ლეიკერსი 92:98
23:21, 28:28, 24:21, 17:28
ჰ: ჰარდენი (24+7 პასი), პაპანიკოლაუ (19+6 მოხსნა), ბევერლი (15), არიზა (13+7 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (29+7 პასი), ჰილი (16+10 მოხსნა), იანგი (16), ბუზერი (12+13 მოხსნა), დევისი (6+11 მოხსნა).

ინდიანა-შარლოტი 88:86
20:28, 23:21, 22:17, 23:20
ი: ჰიბერტი (18+11 მოხსნა), სკოლა (15+7 მოხსნა), სლოუნი (11+9 მოხსნა+6 პასი), სტაკი (11).
შ: ჯეფერსონი (28+8 მოხსნა), უოკერი (12+7 პასი), სტივენსონი (10+8 მოხსნა+7 პასი).

ორლანდო-კლიპერსი 90:114
23:26, 25:30, 20:28, 22:30
ო: ჰარისი (25), ვუჩევიჩი (19+14 მოხსნა), ფრაი (10+7 მოხსნა), ნიკოლსონი (10).
კ: კროუფორდი (22), გრიფინი (20), პოლი (16+9 პასი), ბარნსი (13), ფარმარი (13+5 პასი), ჰოიესი (10+6 მოხსნა+4 დაფარება), ჯორდანი (2+11 მოხსნა).

ფილადელფია-ბოსტონი 90:101
27:22, 19:24, 22:27, 22:28
ფ: როტენი (21+7 პასი), სიმსი (14+7 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (11+6 მოხსნა+5 პასი), მბა ა მუტე (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნოელი (10+8 მოხსნა).
ბ: ბასი (23+6 მოხსნა), სალინჯერი (22+9 მოხსნა), ტორნტონი (13+4 ჩაჭრა), გრინი (11+10 მოხსნა), რონდო (9+13 პასი).

დეტროიტი-ფინიქსი 86:88
19:21, 24:23, 21:21, 22:23
დ: ჯენინგსი (19+7 პასი), მონრო (18+12 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (15+3 ჩაჭრა), დრამონდი (4+13 მოხსნა).
ფ: ბლედსოუ (18+6 მოხსნა), ტაკერი (16+7 მოხსნა), დრაგიჩი (12), გრინი (12), მარკიფ მორისი (10), პლამლი (2+10 მოხსნა).

მინესოტა-ნიუ იორკი 115:99
27:25, 37:26, 29:22, 22:26
მ: მარტინი (37), მუჰამადი (17+8 მოხსნა), უილიამსი (14+13 პასი), ბრიუერი (14+6 ჩაჭრა), უიგინსი (12).
ნ-ი: ენტონი (20), სტაუდმაიერი (19), სიმსი (14).

დენვერი-ოკლაჰომა 107:100
27:26, 27:23, 34:25, 19:26
დ: ჩენდლერი (21+9 მოხსნა), მოზგოვი (17+7 მოხსნა+3 დაფარება), ლოუსონი (15+15 პასი), აფლალო (13), ფარიდი (8+10 მოხსნა).
ო: იბაკა (22+13 მოხსნა), ტელფეირი (18), ჯექსონი (16+9 პასი+7 მოხსნა), მოროუ (10).

ვაშინგტონი-დალასი 102:105
29:23, 24:31, 20:22, 29:29
ვ: ბილი (21), პირსი (17), გორტატი (17+6 მოხსნა), უოლი (11+11 პასი+6 მოხსნა).
დ: ელისი (34), რაიტი (14+6 მოხსნა), ბარეა (14+6 პასი), ნოვიცკი (13), პარსონსი (11), ჩენდლერი (5+16 მოხსნა+3 დაფარება).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ტორონტო 11 9 2 81.8
2. ჩიკაგო 11 8 3 72.7
3. ვაშინგტონი 10 7 3 70.0
4. მილუოკი 12 7 5 58.3
5. მაიამი 11 6 5 54.5
6. კლივლენდი 10 5 5 50.0
7. ატლანტა 10 5 5 50.0
8. ინდიანა 12 5 7 41.7
9. ბოსტონი 10 4 6 40.0
10. ორლანდო 13 5 8 38.5
11. ბრუკლინი 11 4 7 36.4
12. შარლოტი 12 4 8 33.3
13. დეტროიტი 12 3 9 25.0
14. ნიუ იორკი 13 3 10 23.1
15. ფილადელფია 11 0 11 00.0

დასავლეთი
თ მ წ %
1. მემფისი 12 10 2 83.3
2. გ. სტეიტი 10 8 2 80.0
3. დალასი 12 9 3 75.0
4. პორტლენდი 11 8 3 72.7
5. ჰიუსტონი 12 9 3 75.0
6. სან ანტონიო 11 7 4 63.6
7. კლიპერსი 10 6 4 60.0
8. ნ. ორლეანი 10 6 4 60.0
9. ფინიქსი 12 7 5 58.3
10. საკრამენტო 11 6 5 54.5
11. იუტა 12 5 7 41.7
12. დენვერი 11 4 7 36.4
13. მინესოტა 10 3 7 30.0
14. ლეიკერსი 12 3 9 25.0
15. ოკლაჰომა 13 3 10 23.1

ქულები
კობი ბრაიანტი (ლეი) 27.5
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 25.9
ენტონი დევისი (ნ-ორ) 25.5
სტივენ კარი (გ-სტ) 24.8
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 23.8
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 23.8
კლეი ტომპსონი (გ-სტ) 23.6
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 22.8
დემარკუს კაზინსი (საკ) 22.5

მოხსნები
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 12.3
ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 11.9
ზაკ რენდოლფი (მემ) 11.8
დემარკუს კაზინსი (საკ) 11.6
ენტონი დევისი (ნ-ორ) 11.4
ანდრე დრამონდი (დეტ) 11.3
ტაისონ ჩენდლერი (დალ) 10.8
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 10.7
პაუ გასოლი (ჩიკ) 10.6
ენდრიუ ბოგუტი (გ-სტ) 10.5

პასები
რაჟონ რონდო (ბოს) 11.8
რიკი რუბიო (მინ) 10.0
კრის პოლი (კლი) 9.7
ჯონ უოლი (ვაშ) 9.3
ტაი ლოუსონი (დენ) 9.1
სტივენ კარი (გ-სტ) 7.7
რეჯი ჯექსონი (ოკლ) 7.7
ტაირიკ ევანსი (ნ-ორლ) 7.0
ჯეფ ტიგი (ატლ) 7.0
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 6.9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული