ბრაიანტი გახდა პირველი მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, ვინც ორ ზღვარს გადააბიჯა: 30 ათასი ქულასა და 6 ათას შედეგიან გადაცემას. გარდა ამისა, გუშინდელი სამმაგი დუბლი პირველი იყო ლეგენდისთვის წლევანდელ სეზონში.
"ტორონტო" პირველ შეხვედრას ატარებდა დემარ დეროზანის გარეშე, რომელიც ტრავმის გამო გაურკვეველი ვადით გამოეთიშა რეგულარულს. მისი ადგილი სასტარტში ვასკესმა დაიკავა, ხოლო შედეგიანობა ერთმანეთში როსმა, უილიამსმა და იმავე
დარჩენილ დროში გუნდების ლიდერებმა უშედეგო შეტევები გაცვალეს: ლაური შეტევაში დაჯარიმდა, ბრაიანტმა კი სირენასთან ერთად ესროლა, მაგრამ ვალანჩუნასმა დაუფარა. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი იყო, მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ლიტველს წესი არ დაურღვევია და მას ბლოკშოტი ჩაუწერეს.
დამატებით ხუთ წუთში კი მასპინძლებმა თამაშის რიტმი დაიჭირეს და საკმაოდ იოლად გაუსწორდნენ აღმოსავლეთის ლიდერს. "ლეიკერსმა" 11:2 სპურტის განხორციელება მოასწრო, რომლის დროსაც ბრაიანტმა 5 ქულა დააგროვა, ჰილი კი ორი დაფარებით დაეხმარა გუნდს. კანადელებმა კი შვიდი ტყორცნიდან მხოლოდ ერთი მოათავსეს კალათში.
და მაინც, სტუმრებმა გაიბრძოლეს, როცა როსმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ მეტოქის ნახევარზე პრესინგისას "რეპტორზს" ჯონსონის გაქცევა გამოეპარა, რომელმაც ეფექტური ჩატენვით გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.
ლეიკერსი-ტორონტო 129:122 (ო)
27:24, 31:25, 23:31, 28:29, 20:13
ლ: ბრაიანტი (31+12 პასი+11 მოხსნა), იანგი (20), ბუზერი (18+9 მოხსნა), ჰილი (16+12 მოხსნა+3 დაფარება), ჯონსონი (13), ლინი (11), ელინგტონი (10).
ტ: ლაური (29+9 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), როსი (20), ვასკესი (19+5 პასი), უილიამსი (19), პატერსონი (10+13 მოხსნა), ვალანჩუნასი (9+13 მოხსნა+3 დაფარება).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"