ჯამალ კროუფორდის გაძევების (პირველი - 977-მატჩიანი კარიერის განმავლობაში) შემდეგ გრიფინს ბოლომდე დახარჯვა მოუწია იმისთვის, რომ "ფინიქსს" კალიფორნიიდან მოგება არ წაეღო. ძირითად დროში "კლიპერსის" ბოლო 14 ქულიდან 10 ბლეიკის ანგარიშზეა. მაგრამ ეს იმისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რომ თამაში ოვერტაიმში გაგრძელებულიყო. თავისი გმირი ჰყავდა "სანზს" - ერიკ ბლედსლოუმ კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა და
დამატებით დროში კი გრიფინმა წერტილი დაუსვა თავის ფენომენალურ თამაშს. სირენამდე 2.6 წამით ადრე "კლიპერსი" ორ ქულას აგებდა და გვერდითი ხაზიდან შემოჰქონდა ბურთი. მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა თავის ფორვარდს სრული ნდობა გამოუცხადა და სამქულიანის შესრულება დაავალა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა. დღის საუკეთესო მომენტის წყალობით "კლიპერსმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.
კლიპერსი-ფინიქსი 121:120 (ო)
28:28, 32:29, 29:23, 23:32, 9:8
კ: გრიფინი (45+8 მოხსნა), პოლი (20+7 მოხსნა+10 პასი), რედიკი (17), ჯორდანი (10+14 მოხსნა+4 დაფარება).
ფ: ბლედსოუ (27+11 მოხსნა+16 პასი), მარკიფ მორისი (21+7 მოხსნა), დრაგიჩი (17+8 პასი), გრინი (15), ლენი (14+7 მოხსნა), მარკუს მორისი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"