გრიფინის 45 ქულაც არ ეყოთ - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "ოკლაჰომას" ესტუმრა და ანგარიშით 110:123 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ჯამში პარკეტზე 17 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან თავის გუნდს 7 ქულა შესძინა, რასაც 2 მოხსნა და 1 პასი მიამატა. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ბლეიკ გრიფინმა 45 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ოკლაჰომელები გუნდურად მშვენივრად გაისარჯნენ - პოლ ჯორჯმა 30 ქულა ჩააგდო, უესტრბუკმა და გრანტმა 19-19, შროდერმა და ადამსმა 14-14.

ეს "დეტროიტის"
ზედიზედ მესამე მარცხია რეგულარულში. "პისტონს" 39 მოგება და 40 მარცხი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით დეტროიტელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფებიან.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩ 8 აპრილს შინ "შარტლოტთან" 00:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დენვერი-პორტლენდი 119:110
გოლდენ სტეიტი-კლივლენდი 120:114
ლეიკერსი-კლიპერსი 117:122
ფინიქსი-ნიუ ორლეანი 133:126 (117 : 117)
იუტა-საკრამენტო 119:98
დალასი-მემფისი 112:122
ჰიუსტონი-ნიუ იორკი 120:96
ინდიანა-ბოსტონი 97:117
მინესოტა-მაიამი 111:109
შარლოტი-ტორონტო 113:111
ორლანდო-ატლანტა 149:113
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული