მისი პრეზენტაცია შედგება მაშინ, როცა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი კარიერაში მოპოვებული ქულების რაოდენობით ლეგენდარულ მაიკ ჯორდანს გაუსწრებს.
ამ მომენტისთვის "ლეიკერსის" მცველი 32 320 ქულით მეოთხე ადგილზეა NBA-ს ყველა დროის ყველაზე შედეგიან კალათბურთელებს შორის და მესამე პოზიციაზე მყოფ ჯორდანს 62 ქულით ჩამორჩება. აღვნიშნავთ, რომ ამ სეზონში ბრაიანტი საშუალოდ მატჩში 25.2 ქულას აგროვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"