ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად რამდენიმე კალათბურთელი დაკარგავს ადგილს სასტარტო ხუთეულში ან შეუმცირდებათ სათამაშო დრო, რასაც მოჰყვება გაცვლები. როგორც ირკვევა, "დეტროიტი" მზად არის, გამოეთხოვოს ნებისმიერ კალათბურთელს, ანდრე დრამონდის გარდა. მაგალითად, გაცვლას ექვემდებარებიან ფორვარდი ჯოშ სმიტი, მცველი ბრენდონ ჯენინგსი და ცენტრი გრეგ მონრო, მით უმეტ
"არ მიყვარს ნაჩქარევად გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ სეზონის მეოთხედი გავიდა, ჩვენ კი საშინლად გამოვიყურებით. თუ შეადარებთ ჩვენს შესაძლებლობებსა და შედეგებს, მიხვდებით, რომ ცვლილების დრო მოვიდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ვან განდიმ.
* * *
ასევე სერიოზული ცვლილებები შეიძლება ვიხილოთ "ბრუკლინ ნეტსის" შემადგენლობაში. ამ გუნდის წარმომადგენლებმა საქმის კურსში ჩააყენეს NBA-ს კლუბების გენერალური მენეჯერები იმის შესახებ, რომ შესაძლებელია გამთამაშებელ დერონ უილიამსის, ფორვარდ ჯო ჯონსონისა და ცენტრ ბრუკ ლოპესის გაცვლა. ამის შესახებ საკუთარ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით წერს ESPN.
"ნეტსის" ხელმძღვანელების აზრით, ნებისმიერ წამყვან კალათბურთელთან გამოთხოვების მზადყოფნა არ ნიშნავს სეზონის "განზრახ" ჩაგდებას. პირიქით, ერთი ან რამდენიმე გარიგების დადებით "ბრუკლინის" შეფობა შეეცდება გამოაფხიზლოს გუნდი და გააძლიეროს ის პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"