NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "დეტროიტი" აღარ ხუმრობს

AutoSharing Option
"კლივლენდმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. კვლავ ლებრონის გარეშე მოთამაშე "კავალიერზი" ბოლო მეოთხედის წინ ერთ ქულას უგებდა "როკეტსს", მაგრამ ანდერსონ ვარეჟაოს ტრავმის შემდეგ ხეირიანი ცენტრი აღარ ჰყავს და ბოლო 12-წუთეულში ვერაფერი მოუხერხა დუაიტ ჰოვარდს.

ბოლო მეოთხედში "სუპერმენმა" 9 ქულა და 8 მოხსნა აიღო, იმ დროს, როცა მთლიანად "კლივლენდის" მონაგარი ამ მონაკვეთში 5 მოხსნა იყო. მასპინძლებმა ჰოვარდის შეჩერება სცადეს და სამწამიანი დატვირთეს, რის გამოც ჰიუსტონელების მხრიდან ხუთი სამქულიანით დაისაჯნენ. ამაზე პასუხი დევიდ ბლატის გუნდს არ აღმოაჩნდა.

კლივლენდი-ჰიუსტონი 93:105
23:26, 25:23, 26:24, 19:32
კ:
ირვინგი (38), ლავი (17+16 მოხსნა), ტომპსონი (11+6 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (21+9 პასი+7 მოხსნა), ჰოვარდი (17+19 მოხსნა), სმიტი (16), არიზა (13+6 მოხსნა+5 ჩაჭრა), ბრიუერი (12), მოტეიუნასი (10).

* * *
ატლანტაში ერთმანეთს ხვდებოდნენ გუნდები, რომელთა დამრიგებლები უკვე დღეს აცხადებენ პრეტენზიას საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე. მათმა შეგირდებმა თანაბარი თამაში გვიჩვენეს, რომლის ბედი ერთმა სპურტმა გადაწყვიტა. საყაიმო ანგარიშისას, საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე ჰორფორდმა საშუალო დისტანციიდან ჩაგდებით დაიწყო თავისი გუნდის გამარჯვების მომტანი გაქცევა. "მემფისმა" რამდენიმე იოლი ბურთი ააცილა, ტიგმა და კორვერმა კი სამქულიანები ჩააგდეს და დაახლოებით ორწუთიანი მონაკვეთი მასპინძლებმა 8:0 მოიგეს. "გრიზლისმა" გაიბრძოლა, მაგრამ ლის შორეულმა ტყორცნამ მიზანს არ მიაღწია, ხოლო ტიგის ფარქვეშ შესვლამ საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას.

აღსანიშნავია, რომ "მემფისმა" უფრო მეტი ტყორცნა მოათავსა კალათში, მაგრამ "ატლანტა" გაცილებით ეფექტური იყო სამქულიანებისა (13/25 5/17-ის წინააღმდეგ) და საჯარიმოების შესრულებისას, რამაც განაპირობა საბოლოო ანგარიში.

ატლანტა-მემფისი 96:86
23:19, 26:25, 21:15, 26:27
ა: ტიგი (25+6 პასი), კორვერი (14), ანტიჩი (13), ჰორფორდი (12), მილსეპი (11+9 მოხსნა).
მ: კონლი (17+9 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), მ. გასოლი (16+7 მოხსნა), პრინსი (12).

* * *
"ჩიკაგო" საკუთარ მოედანზე შერცხვა, როცა "იუტასთან" 20 ქულა წააგო. არადა, მატჩის შედეგს განადგურებისა არაფერი ეტყობოდა, რადგან მესამე მეოთხედში "ხარები" რამდენჯერმე ორ ქულამდე მიუახლოვდნენ მეტოქეს. მაგრამ მეოთხე მეოთხედის შუა ნაწილიდან "იუტა" ნელ-ნელა, მეთოდურად გაექცა "ჩიკაგოს". ჯერ იყო 16:3 გაქცევა, რომელმაც 12-ქულიანი სხვაობა 25 ქულამდე გაზარდა. ამ სპურტის დროს "ჯაზმენებმა" რვიდან ექვსი ტყორცნა მოათავსეს კალათში, "ჩიკაგომ" კი ოთხიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო და სამი შეცდომა დაუშვა.

ამის შემდეგ ტომ ტიბოდო ბედს შეეგუა და თავისი ლიდერები მოედნიდან გაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი - დერიკ როუზი 2015 წელს ძალიან ცუდად გამოიყურება. ამჯერად, მან 15-დან მხოლოდ სამი ბურთი ჩააგდო და 7 ქულით შემოიფარგლა.

ჩიკაგო-იუტა 77:97
16:22, 16:14, 19:27, 26:34
ჩ: ბატლერი (16+11 მოხსნა), გიბსონი (15+6 მოხსნა), პ. გასოლი (13+6 მოხსნა), ბრუქსი (12).
ი: ფეივორსი (20+11 მოხსნა), ჰეივორდი (18+5 პასი), ბერკი (17), ბუკერი (15+8 მოხსნა), გობერი (11+14 მოხსნა+5 დაფარება).

* * *
ჯოშ სმიტის გაშვების შემდეგ "დეტროიტმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო. გუშინ "პისტონზმა" წარმატებით დაასრულა ტექსასური მინი-ტურნე: ჯერ "სან ანტონიოს" გაუსწორდა, შემდეგ კი "დალასი" გააწბილა. როგორც იქნა, თავისი სიტყვა თქვა "პისტონზის" შორეულმა არტილერიამ, რომელმაც 21-დან 10 სამქულიანი გამოიყენა, აქედან ცხრა - ოგასტინისა და მიქსის ანგარიშზეა.

მაგრამ ეს არასაკმარისი იქნებოდა, რომ არა სამწამიანი ზონიდან დაგროვებული 56 ქულა. დალასელთა ცენტრი ჩენდლერი საკმარისი არ აღმოჩნდა ფარქვეშ სტუმრების მუდმივი შესვლების გასანეიტრალებლად.

მთელი მატჩის განმავლობაში "დალასი" ერთხელაც ვერ გავიდა წინ, თუმცა რამდენჯერმე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ბოლოჯერ კარლაილის შეგირდები ყველაზე ახლოს მეტოქესთან ბოლო მეოთხედის სტარტზე იყვნენ, როცა სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ იქვე ოგასტინმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და ისევ სოლიდური გახადა თავისი გუნდის უპირატესობა.

დალასი-დეტროიტი 95:108
26:31, 23:23, 19:20, 27:34
დალ: ნოვიცკი (19), ელისი (16), პარსონსი (15), ჰარისი (14), ჩენდლერი (9+15 მოხსნა).
დეტ: მონრო (27+18 მოხსნა+6 პასი), ოგასტინი (26), ჯენინგსი (14+6 პასი), მიქსი (11), დრამონდი (6+19 მოხსნა).

* * *
მას შემდეგ, რაც "ოკლაჰომას" რიგებში დაბრუნდნენ რასელ უესტბრუკი და კევინ დურანტი, გუნდი ძალიან მალე ამოვიდა ცხრილის ქვემოდან, მაგრამ ჯერ ვერაფრით ახერხებს პლეი ოფის ზონაში შესვლას. "საკრამენტოსთან" გუშინდელი წაგებით "თანდერი" დასავლეთის მერვე ადგილს ოთხი მოგებით ჩამორჩა.

"ოკლაჰომას" არ ეპატიება ასეთი ანგარიშით "კინგზთან" წაგება, მით უმეტეს, რომ მასპინძლებმა თავიანთი ტყორცნების 40 პროცენტიც ვერ გამოიყენეს. მიუხედავად ამისა, სტუმრები რვა ქულაზე ახლოს ვერ მოვიდნენ მეტოქესთან. ახსნა მარტივია: უესტბრუკმა 19-ჯერ ესროლა და სამი ჩააგდო, მოუროუს 3/12 ჰქონდა, უეიტერსს - 1/9. ასეთ დროს დურანტიც კი უძლურია, რაიმე შეცვალოს. "თანდერმა" საკუთარი ტყორცნების მესამედზე ნაკლები გამოიყენა.

საკრამენტო-ოკლაჰომა 104:83
28:16, 25:27, 25:14, 26:26
ს: გეი (28+9 მოხსნა), კოლისონი (24+7 პასი), კაზინსი (23+15 მოხსნა+3 დაფარება), მაკლემორი (11+4 ჩაჭრა), ლენდრი (10).
ო: დურანტი (24+9 მოხსნა), ჯექსონი (14), იბაკა (11+10 მოხსნა+8 დაფარება), უესტბრუკი (10+7 მოხსნა).

შარლოტი-ნიუ ორლეანი 98:94
20:27, 21:21, 26:22, 31:24
შ: უოკერი (31), ჰენდერსონი (16+7 მოხსნა+6 პასი), კიდ-გილკრისტი (13+12 მოხსნა), რობერტსი (10).
ნ-ო: დევისი (32+12 მოხსნა+4 დაფარება), ჰოლიდეი (16+9 პასი+6 მოხსნა), გორდონი (14).

ვაშინგტონი-ნიუ იორკი 101:91
30:21, 23:20, 24:26, 24:24
ვ: ნენე (20+6 მოხსნა), უოლი (18+8 პასი+3 ჩაჭრა), ბატლერი (14), გორტატი (12+11 მოხსნა), ბილი (12).
ნ-ი: კალდერონი (17), სმიტი (13), ოლდრიჩი (11+7 მოხსნა), ლარკინი (10+4 ჩაჭრა).

ბრუკლინი-ბოსტონი 81:89
25:19, 14:21, 23:29, 19:20
ბრუკ: ჯონსონი (17), პლამლი (16+12 მოხსნა), ჯეკი (15), გარნეტი (10+8 მოხსნა).
ბოს: ბრედლი (21), ზელერი (18+6 მოხსნა).

დენვერი-ორლანდო 93:90
25:18, 15:21, 23:19, 30:32
დ: ლოუსონი (23+5 პასი), აფლალო (17+6 მოხსნა), რობინსონი (13+7 პასი), ჩენდლერი (12+6 მოხსნა), ჰიქსონი (11+10 მოხსნა), ფარიდი (2+12 მოხსნა).
ო: ვუჩევიჩი (20+11 მოხსნა), ოლადიპო (17+6 პასი+3 ჩაჭრა), ფურნიე (14), ჰარისი (12+6 მოხსნა), ნიკოლსონი (11).

მინესოტა-ფინიქსი 111:113
25:20, 23:25, 30:26, 33:42
მ: უიგინსი (25+3 ჩაჭრა), უილიამსი (23+11 პასი), ბენეტი (14+10 მოხსნა), იანგი (13+8 მოხსნა), მუჰამადი (12+5 პასი), ბადინგერი (10).
ფ: დრაგიჩი (25), გრინი (21), ბლედსოუ (17+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), ტომასი (17+5 ჩაჭრა), მარკიფ მორისი (14).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. ატლანტა 35 27 8 77.1
2. ტორონტო 34 24 10 70.6
3. ჩიკაგო 36 25 11 69.4
4. ვაშინგტონი 35 24 11 68.6
5. კლივლენდი 36 19 17 52.8
6. მილუოკი 37 19 18 51.4
7. ბრუკლინი 35 16 19 45.7
8. მაიამი 35 15 20 42.9
9. ინდიანა 37 14 23 37.8
10. ბოსტონი 33 12 21 36.4
11. შარლოტი 37 13 24 35.1
12. დეტროიტი 35 12 23 34.3
13. ორლანდო 38 13 25 34.2
14. ფილადელფია 34 5 29 14.7
15. ნიუ იორკი 38 5 33 13.2

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 33 28 5 84.8
2. პორტლენდი 35 27 8 77.1
3. მემფისი 35 25 10 71.4
4. დალასი 37 26 11 70.3
5. ჰიუსტონი 35 24 11 68.6
6. კლიპერსი 36 24 12 66.7
7. სან ანტონიო 36 21 15 58.3
8. ფინიქსი 38 22 16 57.9
9. ნ. ორლეანი 35 17 18 48.6
10. ოკლაჰომა 36 17 19 47.2
11. დენვერი 36 16 20 44.4
12. საკრამენტო 35 15 20 42.9
13. იუტა 36 13 23 36.1
14. ლეიკერსი 36 11 25 30.6
15. მინესოტა 34 5 29 14.7

ქულები
ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 26.8
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 25.2
კარმელო ენტონი (ნ-იორ) 23.9
ენტონი დევისი (ნ-ორ) 23.9
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 23.0
დუეინ უეიდი (მაი) 23.0
კობი ბრაიანტი (ლეი) 23.0
სტივენ კარი (გ-სტ) 22.9
ბლეიკ გრიფინი (კლიპ) 22.6
დამიენ ლილარდი (პორ) 22.2

მოხსნები
დეანდრე ჯორდანი (კლიპ) 13.6
ანდრე დრამონდი (დეტ) 13.3
ტაისონ ჩენდლერი (დალ) 12.1
პაუ გასოლი (ჩიკ) 11.1
ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 10.6
ტიმ დანკანი (ს-ანტ) 10.5
ენტონი დევისი (ნ-ორ) 10.5
კევინ ლავი (კლივ) 10.4
ომერ აშიქი (ნ-ორ) 9.9
გრეგ მონრო (დეტ) 9.4

პასები
ჯონ უოლი (ვაშ) 10.3
ტაი ლოუსონი (დენ) 10.1
რაჟონ რონდო (დალ) 10.0
კრის პოლი (კლი) 9.5
სტივენ კარი (გ-სტ) 8.0
ლებრონ ჯეიმსი (კლივ) 7.6
კაილ ლაური (ტორ) 7.6
მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 7.4
ჯრიუ ჰოლიდეი (ნ-ორლ) 7.2
ჯეფ ტიგი (ატლ) 7.0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული