როგორც ESPN-ის მიმომხილველი ბრაიან უინდჰორსტი წერს, მოთამაშეები უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას მწვრთნელის მუშაობით. ისინი ხანდახან არ მიჰყვებიან იმ კომბინაციებს, რომლებსაც რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უხატავს.
გარდა ამისა, ბლატის ასისტენტი ტაირონ ლიუ, მთავარი მწვრთნელის დაუკითხავად, საკუთარი ინიციატივით იღებს ტაიმ-აუტებს. და კიდევ, "კავალიერზის" კალათბურთელები ღიად საუბრობენ მწვრთნელთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა გუნდის მოთამაშეებთან.
"კლივლენდმა" ბოლო 19 მატჩში მხოლოდ ოთხი მოიგო და გათამაშების ცხრილში მოგება/წაგების უარყოფითი ბალანსი აქვს.