NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბლატს არავინ უჯერებს

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზის" მთავარ მწვრთნელს, დევიდ ბლატს სერიოზული პრობლემები შეექმნა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სადებიუტო სეზონის მსვლელობის დროს.

როგორც ESPN-ის მიმომხილველი ბრაიან უინდჰორსტი წერს, მოთამაშეები უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას მწვრთნელის მუშაობით. ისინი ხანდახან არ მიჰყვებიან იმ კომბინაციებს, რომლებსაც რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი უხატავს.

გარდა ამისა, ბლატის ასისტენტი ტაირონ ლიუ, მთავარი მწვრთნელის დაუკითხავად, საკუთარი ინიციატივით იღებს ტაიმ-აუტებს. და კიდევ, "კავალიერზის" კალათბურთელები ღიად საუბრობენ მწვრთნელთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა გუნდის მოთამაშეებთან.

"კლივლენდმა" ბოლო 19 მატჩში მხოლოდ ოთხი მოიგო და გათამაშების ცხრილში მოგება/წაგების უარყოფითი ბალანსი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული