NBA-ს მოთამაშე სკოლის მოსწავლეს შეყვარებულს ერთი დღით დაუთმობს

AutoSharing Option
NBA-ს კლუბის "საკრამენტოს" კალათბურთელმა ნიკ სტაუსკასმა სკოლის მოსწავლესთან ნაძლევში ერთი დღით შეყვარებული წააგო.

დეტროიტის სკოლის მოსწავლემ ჯეიმი გუერემ სპორტსმენს ნაძლევი შესთავაზა, რომლის მიხედვით კალათბურთელის შეყვარებული ტეილორ ანდერსონი მასთან სკოლის გამოსამშვიდობებელ საღამოზე და ასევე რომანტიკულ პაემანზე წავიდოდა იმ შემთხვევაში თუ "ტვიტერში" ამაზე დაწერილი პოსტი 10 ათასს რეტვიტს დააგროვებდა.

სტაუსკასმა ნაძლევი მიიღო და უკვე ორ საათში წააგო. პოსტმა საჭირო რაოდენობის რეტვიტები მიიღო. სკოლის მოსწავლეს სტაუსკასის თანაგუნდელებიც კი ეხმარებოდნენ.

თავად კალათბურთელმა წაგება აღიარა გუერეს მიულოცა კიდეც.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახი იქნება, შეყვარებული თუ ფეხმძიმე დაუბრუნდება!
აი, საღოლ!
09:49 19-01-2015
0

სიახლეები პოპულარული