"დენვერ ნაგეტსის" გამთამაშებელი ტაი ლოუსონი პოლიციამ დააპატიმრა

AutoSharing Option
"დენვერ ნაგეტსის" წამყვანი გამთამაშებელი ტაი ლოუსონი პოლიციამ დააკავა სიჩქარის გადაჭარბებისთვისა და მანქანის სახიფათოდ მართვის გამო.

კალათბურთელი შაბათს დილით დააპატიმრეს. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ლოუსონი გაუგებრად ლაპარაკობდა, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ კი წონასწორობა დაკარგა. როგორც აღნიშნავენ, დენვერელმა ვერ შეძლო სიფხიზლეზე ტესტის გავლა.

მოგვიანებით, კალათბურთელი თავდებში გაანთავისუფლეს და მას ჯერჯერობით ექნება რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში მონაწილეობის უფლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული