ისტორიები NBA-ს "ოლ სტარზე"

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში "ყველა ვარსკვლავის მატჩია", რომელსაც უამრავი ლეგენდარული ისტორია უკავშირდება. სამს დღეს გავიხსენებთ...

როგორ იწყებოდა
ჰესკელ კოენი (NBA-ს პიარ-დირექტორი, რომელმაც მოიგონა "ყველა ვარსკვლავის მატჩი") (ნაწყვეტი ტერი პლუტოს წიგნიდან Tall Tales):

"50-იანი წლების დასაწყისში NBA პატარა ლიგა იყო - მეხუთე პოპულარობით ბეისბოლის, ფეხბურთის, საუნივერსიტეტო კალათბურთისა და კრივის შემდეგ. 1951 წელს კომისარმა მორის პოდოლფმა დამიქირავა პიარ-დირექტორად. მხოლოდ ჩვენ ორნი ვმუშაობდით ლიგის ოფისში - იქ არ იყვნენ არც მდივნები და არც სხვა პერსონალი.

ერთხელ ოფისში ვისხედით მე, პოდოლფი და "ბოსტონის" მფლობელი
უოლტერ ბრაუნი და ვცდილობდით, მოგვეფიქრებინა რაღაც, რაც დაგვეხმარებოდა ლიგის მიმართ ყურადღების გაზრდაში.

მე ვთქვი: "რატომ არ შეიძლება ჩავატაროთ "ყველა ვარსკვლავის მატჩი"? ასეთი არის ბეისბოლში და ხალხს ეს მოსწონს".

ბრაუნმა თქვა: "ძალიან მომწონს ეს იდეა. მას ბოსტონში ჩავატარებთ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შესანიშნავად ჩაივლის".

ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან არ ვიცოდით - შეიძენდნენ თუ არა გულშემატკივრები ბილეთებს "ყველა ვარსკვლავის მატჩზე". უოლტერ ბრაუნი ფინანსური უსაფრთხოების გარანტიას გვაძლევდა. სწორედ ამიტომაც პირველი ორი მატჩი ბოსტონში ჩატარდა - ის იყო ერთადერთი მფლობელი, რომელსაც ეს იდეა მოსწონდა.

როცა პირველი შეხვედრის ორგანიზება მოვახერხეთ, მორის პოდოლფს ვუთხარი, რომ რაღაც უნდა გვეჩუქებინა მოთამაშეებისთვის.

- რას მთავაზობ?
- იქნებ სამკერდე ნიშანი ან ბეჭედი.
- ჯანდაბას, რა იქნება, მთავარია, ცალი 2.25 დოლარზე ძვირი არ იყოს.

მოგვიანებით შევძელით მოლაპარაკება ადგილობრივ მაღაზიასთან. ასე რომ, ყოველ მოთამაშეს ტელევიზორი ერგო".

როგორ გაჩნდა ჩატენვების კონკურსი
ჯიმ ბიუკატა (ABA-ს პიარ-დირექტორი) (ნაწყვეტი ტერი პლუტოს წიგნიდან Loose Balls): "წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიყავით. "ბალტიმორი" ჯერ კიდევ საწვრთნელი ბანაკის დასრულებამდე დაიხურა, "იუტა" და "სან დიეგო" - სეზონის დასაწყისში. როგორ უნდა ჩაგვეტარებინა "ყველა ვარსკვლავის მატჩი", როცა მხოლოდ ერთი დივიზიონი და შვიდი გუნდი იყო?

მატჩი დენვერში უნდა გამართულიყო. გადავწყვიტეთ, რომ გუნდი, რომელიც პირველ ადგილზე იქნებოდა, სხვა გუნდების ვარსკვლავებისგან შემდგარ ნაკრებს შეხვდებოდა. და ვლოცულობდით, რომ პირველი "დენვერი" ყოფილიყო, რადგან ისინი იყვნენ მასპინძლები. საბედნიეროდ, ასეც მოხდა.

შეხვედრას ნაციონალური ტელევიზიით გადასცემდნენ და გვჭირდებოდა რაღაც, რითაც შესვენებას შევავსებდით. ვიხსენებდით - რამ მოუტანა ABA-ს პოპულარობა: სპორტსმენებმა და დანკებმა.

და ამ დროს ვთქვი: "მოდი, ჩატენვების კონკურსი მოვაწყოთ".
ყველამ გვიპასუხა: "შესანიშნავია".
და შემდეგ ყველამ ერთად ვიკითხეთ: "კარგი, მაგრამ როგორ ეწყობა ასეთი კონკურსები?"

აქამდე მსგავსი არაფერი არსებობდა. წარმოდგენა არ გვქონდა - როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო წესები. ასე რომ, უბრალოდ, გზადაგზა ვიგონებდით ყველაფერს.

სინამდვილეში, თავად იდეა ჯულიუს ირვინგისგან მოდიოდა. იყო ასეთი ბიჭი - ჯიმ კილერი, აფროამერიკელი, რომელიც ლიგას რამდენიმე პროექტში ეხმარებოდა. და ჯულიუსი მუდმივად დასცინოდა მას: "შენ ერთადერთი შავკანიანი ხარ აქ, რომელსაც ბურთის ჩატენვა არ შეუძლია". ასე გამოვიდა. ჯულიუსმა მოგვაწოდა იდეა, რომ ჩვენ დანკერების ლიგა ვართ.

თავდაპირველად ის იყო გასარკვევი, ვინ უნდა მოგვეწვია.

ეკონომიის მიზნით, გადავწყვიტეთ, მონაწილეები აგვერჩია იმ მოთამაშეებიდან, რომლებიც "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" ჩამოვიდნენ. არ გვეგონა, რომ ამისგან რაღაც გამოვიდოდა. ავარჩიეთ ხუთი ბიჭი, რომლებსაც შოუ უნდა მოეწყოთ. გამარჯვებული მიიღებდა 1000 დოლარს და სტერეოსისტემას.

პირველი დანკები ჩვეულებრივი იყო. თითქოს ჯორჯ გერვინი აპირებდა რაღაც უნიკალურის გაკეთებას: თითო ხელში თითო ბურთი ჰქონდა და ორივეს ჩატენვა სურდა, მაგრამ ბოლო წამს მეორე ბურთი გადააგდო და ჩვეულებრივი ტყორცნა შეასრულა...

ბიჭები საერთოდ არ ემზადებოდნენ და ცდილობდნენ, გზადაგზა რაღაც მოეფიქრებინათ".

როგორ არ ათამაშეს მაიკლ ჯორდანი
მაიკლ ჯორდანი თავისი პირველი "ოლ სტარიდან" სკანდალით დაბრუნდა.

არავინ არაფერს აღიარებდა, მაგრამ ჯორჯ გერვინის თითქოსდა უწყინარი ფრაზა: "მაიკლი ჯერ ახალბედაა და კიდევ ბევრი აქვს სასწავლი", როგორც ჩანს, ამტკიცებდა იმას, რაც ბევრმა ნახა: ვეტერანები გააცოფა ნორჩი ჯორდანის საქციელმა. 23-ე ნომერმა ყველას მიმართ უპატივცემულობა გამოხატა, როცა არ გაიხადა სპორტული კოსტიუმი ჩატენვების კონკურსის პირველი რაუნდის დროს და მთელი კონკურსის განმავლობაში ოქროს სამკაულებით ბრწყინავდა. შემდეგ თითქოს არ შეიმჩნია აიზია ტომასი, რომელსაც ლიფტში შეეჩეხა...

როგორიც უნდა ყოფილიყო მიზეზები, ამან გამოიწვია კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი კონფრონტაცია. თავად მატჩის დროს აიზია ტომასი ცდილობდა, არ მიეწოდებინა ბურთი თავხედი ახალბედისთვის, მისი მეგობარი მეჯიქ ჯონსონი კი პარტნიორების მოტივირებას ცდილობდა, რათა მათ ჭკუა ესწავლებინათ ჯორდანისთვის.

მაშინ მხარეები ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ: ტომასი სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ მსგავსი ისტორიები ხელს უშლის კეთილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას დებიუტანტთან; ჯორდანი კი ცდილობდა, ჩამოეყალიბებინა რაციონალური ვერსია იმისა, თუ რატომ არ იმჩნევდა მას მოედანზე ორი უდიადესი მეპასე - ბერდი და ტომასი.

მაგრამ თანდათან ყველაფერი თავის ადგილას დადგა. მაიკლ ჯორდანმა გამოიყენა ეს მომენტი დამატებითი მოტივაციის შესაძენად, მისი "მტრები" კი დაისაჯნენ იმის გამო, რომ ასეთი "მონსტრი" შექმნეს.

ყველა მატჩი
წელი მატჩი MVP

2014 აღმოსავლეთი-დასავლეთი 163:155 კაირი ირვინგი
2013 დასავლეთი-აღმოსავლეთი 143:138 კრის პოლი
2012 დასავლეთი-აღმოსავლეთი 152:149 კევინ დურანტი
2011 დასავლეთი-აღმოსავლეთი 148:143 კობი ბრაიანტი
2010 აღმოსავლეთი-დასავლეთი 141:139 დუეინ უეიდი
2009 დასავლეთი-აღმოსავლეთი 146:119 კობი ბრაიანტი
შაკილ ო'ნილი
2008 აღმოსავლეთი-დასავლეთი 134:128 ლებრონ ჯეიმსი
2007 დასავლეთი-აღმოსავლეთი 153:132 კობი ბრაიანტი
2006 აღმოსავლეთი-დასავლეთი 122:120 ლებრონ ჯეიმსი
2005 აღმოსავლეთი-დასავლეთი 125:115 ალენ აივერსონი
2004 დასავლეთი-აღმოსავლეთი 136:132 შაკილ ო'ნილი
2003 დასავლეთი-აღმოსავლეთი 155:145 (2ო) კევინ დურანტი
2002 დასავლეთი-აღმოსავლეთი 135:120 კობი ბრაიანტი
2001 აღმოსავლეთი-დასავლეთი 111:110 ალენ აივერსონი
2000 დასავლეთი-აღმოსავლეთი 137:126 ტიმ დანკანი
შაკილ ო'ნილი
1998 აღმოსავლეთი-დასავლეთი 135:114 მაიკლ ჯორდანი
1997 აღმოსავლეთი-დასავლეთი 132:120 გლენ რაისი
1996 აღმოსავლეთი-დასავლეთი 129:118 მაიკლ ჯორდანი
1995 დასავლეთი-აღმოსავლეთი 139:112 მიტჩ რიჩმონდი
1994 აღმოსავლეთი-დასავლეთი 127:118 სკოტი პიპენი
1993 დასავლეთი-აღმოსავლეთი 135:132 (ო) კარლ მელოუნი
ჯონ სტოქტონი
1992 დასავლეთი-აღმოსავლეთი 153:113 მეჯიქ ჯონსონი
1991 აღმოსავლეთი-დასავლეთი 116:114 ჩარლზ ბარკლი
1990 აღმოსავლეთი-დასავლეთი 130:113 მეჯიქ ჯონსონი
1989 დასავლეთი-აღმოსავლეთი 143:134 კარლ მელოუნი
1988 აღმოსავლეთი-დასავლეთი 138:133 მაიკლ ჯორდანი
1987 დასავლეთი-აღმოსავლეთი 154:149 (ო) ტომ ჩემბერსი
1986 აღმოსავლეთი-დასავლეთი 139:132 აიზია ტომასი
1985 დასავლეთი-აღმოსავლეთი 140:129 რალფ სემპსონი
1984 აღმოსავლეთი-დასავლეთი 154:145 (ო) აიზია ტომასი
1983 აღმოსავლეთი-დასავლეთი 132:123 ჯულიუს ირვინგი
1982 აღმოსავლეთი-დასავლეთი 120:118 ლარი ბერდი
1981 აღმოსავლეთი-დასავლეთი 123:120 ტინი არჩიბალდი
1980 აღმოსავლეთი-დასავლეთი 144:136 (ო) ჯორჯ გერვინი
1979 დასავლეთი-აღმოსავლეთი 134:129 დევიდ ტომპსონი
1978 აღმოსავლეთი-დასავლეთი 133:125 რენდი სმიტი
1977 დასავლეთი-აღმოსავლეთი 125:124 ჯულიუს ირვინგი
1976 აღმოსავლეთი-დასავლეთი 123:109 დეივ ბინგი
1975 აღმოსავლეთი-დასავლეთი 108:102 უოლტ ფრეზერი
1974 დასავლეთი-აღმოსავლეთი 134:123 ბობ ლეინერი
1973 აღმოსავლეთი-დასავლეთი 104:84 დეივ კოუენსი
1972 დასავლეთი-აღმოსავლეთი 112:110 ჯერი უესტი
1971 დასავლეთი-აღმოსავლეთი 108:107 ლენი უილკენსი
1970 აღმოსავლეთი-დასავლეთი 142:135 უილიას რიდი
1969 აღმოსავლეთი-დასავლეთი 123:112 ოსკარ რობერტსონი
1968 აღმოსავლეთი-დასავლეთი 144:124 ჰალ გრირი
1967 დასავლეთი-აღმოსავლეთი 135:120 რიკ ბერი
1966 აღმოსავლეთი-დასავლეთი 137:94 ადრიან სმიტი
1965 აღმოსავლეთი-დასავლეთი 124:123 ჯერი ლუკასი
1964 აღმოსავლეთი-დასავლეთი 111:107 ოსკარ რობერტსონი
1963 აღმოსავლეთი-დასავლეთი 115:108 ბილ რასელი
1962 დასავლეთი-აღმოსავლეთი 150:130 ბობ პეტიტი
1961 დასავლეთი-აღმოსავლეთი 153:131 ოსკარ რობერტსონი
1960 აღმოსავლეთი-დასავლეთი 125:115 უილტ ჩემბერლენი
1959 დასავლეთი-აღმოსავლეთი 124:108 ელჯინ ბეილორი
ბობ პეტიტი
1958 აღმოსავლეთი-დასავლეთი 130:118 ბობ პეტიტი
1957 აღმოსავლეთი-დასავლეთი 109:97 ბობ კოუზი
1956 დასავლეთი-აღმოსავლეთი 108:94 ბობ პეტიტი
1955 აღმოსავლეთი-დასავლეთი 100:91 ბილ შერმანი
1954 აღმოსავლეთი-დასავლეთი 98:93 (ო) ბობ კოუზი
1953 დასავლეთი-აღმოსავლეთი 79:75 ჯორჯ მიკანი
1952 აღმოსავლეთი-დასავლეთი 108:91 პოლ არიზინი
1951 აღმოსავლეთი-დასავლეთი 111:94 ედ მაკოლეი

ინდივიდუალური რეკორდები
MVP
4 -ბობ პეტიტი (1956, 1958, 1959, 1962)
4 -კობი ბრაიანტი (2002, 2007, 2009, 2011)

სამმაგი დუბლები
მაიკლ ჯორდანი - 14 ქ, 11 მ, 11 პ (1997)
ლებრონ ჯეიმსი - 29 ქ, 12 მ, 10 პ (2011)
დუეინ უეიდი - 24 ქ, 10 მ, 10 პ (2012)

ქულა (საშუალო)
30.6 - კევინ დურანტი
ქულა (კარიერა)
280 - კობი ბრაიანტი

ქულა (მატჩი)
42 - უილტ ჩემბერლენი (1962)

ქულა (ტაიმი)
24 - გლენ რაისი (1997)
24 - კაირი ირვინგი (2014)

ქულა (მეოთხედი)
20 - გლენ რაისი (1997)

წუთი (საშუალო)
31.7 - ოსკარ რობერტსონი

წუთი (კარიერა)
449 - ქარიმ აბდულ ჯაბარი

წუთი (მატჩი)
42 - ოსკარ რობერტსონი (1964)
42 - ბილ რასელი (1964)
42 - ჯერი ჯესტი (1964)
42 - ნეიტ ტარმონდი (1967)

მოხსნა (საშუალო)
16.2 - ბობ პეტიტი

მოხსნა (კარიერა)
197 - უილტ ჩემბერლენი

მოხსნა (მატჩი)
27 - ბობ პეტიტი (1962)

მოხსნა (ტაიმი)
16 - უილტ ჩემბერლენი (1960)
16 - ბობ პეტიტი (1962)

მოხსნა (მეოთხედი)
10 - ბობ პეტიტი (1962)

პასი (საშუალო)
12.5 - კრის პოლი

პასი (კარიერა)
127 - მეჯიქ ჯოსონი

პასი (მატჩი)
22 - მეჯიქ ჯოსონი (1984)

პასი (ტაიმი)
13 - მეჯიქ ჯოსონი (1984)

პასი (მეოთხედი)
9 - ჯონ სტოქტონი (1989)

ჩაჭრა (საშუალო)
3.5 - კრის პოლი

ჩაჭრა (კარიერა)
37 - მაიკლ ჯორდანი
37 - კობი ბრაიანტი

ჩაჭრა (მატჩი)
8 - რიკ ბერი (1975)

ჩაჭრა (ტაიმი)
5 - ლარი ბერდი (1986)

ჩაჭრა (მეოთხედი)
4 - ფრედ ბრაუნი (1976)
4 - ლარი ბერდი (1986)
4 - აიზია ტომასი (1989)

დაფარება (კარიერა)
31 - ქარიმ აბდულ ჯაბარი

დაფარება (საშუალო)
1.92 - ჰაკიმ ოლაჟუონი

დაფარება (მატჩი)
6 - ქარიმ აბდულ ჯაბარი (1980)

დაფარება (ტაიმი)
4 - ქარიმ აბდულ ჯაბარი (1980)
4 - მაიკლ ჯორდანი (1988)
4 - ჰაკიმ ოლაჟუონი (1994)

დაფარება (მეოთხედი)
4 - ქარიმ აბდულ ჯაბარი (1980)

ჩატენვების კონკურსი
3 - ნეიტ რობინსონი (2006, 2009, 2010)

სამქულიანების კონკურსი

3 - ლარი ბერდი (1986, 1987, 1988)
3 - კრეიგ ჰოდჯესი (1990, 1991, 1992)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული