მატჩი 20-წუთიანი თითო ტაიმისგან შედგებოდა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო სოლიდური სხვაობით დაწინაურება და ყველაფერი გადაწყვიტა ფრანგი ცენტრის რუდი გობერისა და მისი პარტნიორების თანგანწირულმა თამაშმა დაცვაში. ამის წყალობით მატჩის ბოლო ნაწალი უკეთ ლეგიონერებმა ჩაატარეს და წარმატებას მიაღწიეს 28 შეცდომის მიუხედავად.
შეხვედრის უძვირფასეს მოთამაშის პრიზი მიიღო კანადელმა ენდრიუ უიგინსმა, რომელმაც 23 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა და
მსოფლიო-აშშ 121:112
69:67, 52:45
მსოფლიო: უიგინსი (22+6 მოხსნა+4 პასი), გობერი (18+12 მოხსნა+3 დაფარება), ბოგდანოვიჩი (16), მიროტიჩი (16), დიენგი (14+3 პასი+3 ჩაჭრა), შრიოდერი (13+9 პასი+3 ჩაჭრა), ანტეტოკუნმპო (12+10 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა+2 დაფარება), დელავედოვა (4), ეკზამი (4+3 პასი), პაპანიკოლაუ (2+3 პასი).
აშშ: ოლადიპო (22+4 პასი+4 ჩაჭა), ლავინი (22), ბერკი (17+4 პასი), მეისონ პლამლი (13+9 მოხსნა+2 პასი+2 დაფარება), კოდი ზელერი (12+3 ჩაჭრა), მუჰამადი (10+5 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (8), ნოელი (4+2 დაფარება), პეიტონი (2+3 პასი), კოვინგტონი (2+4 ჩაჭრა).
ჩატენვების კონკურსი
ყველაზე სანახაობრივი კონკურსი "მინესოტას" 19 წლის დებიუტანტის ზაკ ლავინის სრული ტრიუმფით დასრულდა. "ამომავალი ვარსკვლავების მატჩში" 22 ქულის დაგროვების შემდეგ მან ძალიან იოლად მოიგო ჩატენვების კონკურსი.ლავინმა პირველივე ცდით მოხიბლა მსაჯები (ჯულიუს ირვინგი, უოლტ ფრეზერი, ბერნარდ კინგი, ნეიტ არჩიბალდი და კრის მალინი). ზაკი "სპეისჯემის" საუნდრეკის თანხლებით გავიდა "მედისონ სკვერ გარდენის" მოედანზე, ამ ფილმში მაიკლ ჯორდანის გმირის მაისურა ჩაიცვა და ჩატენვაც შთამბეჭდავი გამოუვიდა - ფეხებშუა გაიტარა ბურთი და ისე მოათავსა კალათში. ამ დანკისთვის მან მაქსიმალური 50 ქულა მიიღო და იგივე შედეგი ჰქონდა პირველი რაუნდის მეორე ცდის დროს, როცა ზურგსუკან შემოიტარა ბურთი.
პირველი რაუნდის შემდეგ კონკურსს ჩამოცილდნენ მეისონ პლამლი ("ბრუკლინი") და იანის ანტეტოკუნმპო ("მილუოკი") და ფინალში ლავინი ორლანდოელ ვიქტორ ოლადიპოს შეხვდა. ამ უკანასკნელმა პირველ ცდაზე საერთოდ ვერ მოახერხა ჩატენვა და საბოლოოდ, 100 შესაძლებლიდან 73 ქულა აიღო, ლავინმა კი 94 ქულით მოიგო კონკურსი.
ლავინი ჩატენვების კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა კობი ბრაიანტის შემდეგ, რომელიც 1997 წელს 18 წლის იყო.
"ვინს კარტერამდე ძალიან ბევრი მიკლია. არც კი ვცდილობ მას შევედარო. მაგრამ მინდოდა შთაბეჭდილება მომეხდინა საკუთარი გამოსვლით. ჩემი მიზანი იყო თითოეული დანკისთვის 50 ქულის მიღება", - განაცხადა ლავინმა, რომელიც პირველი კალათბურთელია 2008 წლის შემდეგ, ვინც მინიმუმ ორი ჩატენვისთვის ქულების მაქსიმუმი მიიღო. ბოლოს ეს დუაიტ ჰოვარდმა გააკეთა.
სამქულიანების კონკურსი
სამქულიანების კონკურსში უფრო დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი - იმ სუპერსნაიპერების გათვალისწინებით, რომლებმაც წელს პრიზისთვის ბრძოლა მოისურვეს.ფინალში გავიდნენ "გოლდენ სტეიტის" წევრები - სტივენ კარი და კლეი ტომპსონი, აგრეთვე 2013 წლის კონკურსის გამარჯვებული, კლივლენდელი კაირი ირვინგი. საკვალიფიკაციო ეტაპი ჩააგდეს ჯეიმს ჰარდენმა ("ჰიუსტონი") და სეზონის ყველაზე სტაბილურმა სნაიპერმა კაილ კორვერმა ("ატლანტა").
გამარჯვებული გახდა კარი, რომელმაც თავისი ბოლო გამოსვლა ზედიზედ 13 ზუსტი სამქულიანით დაამშვენა, 34 შესაძლებლიდან 27 ქულა აიღო და მხოლოდ ხუთჯერ ააცილა მიზანს (25-დან). ირვინგი და ტომპსონი კი ნერვებს ვერ გაუმკლავდნენ და შესაბამისად, 17 და 14 ქულით დაასრულეს გამოსვლა.
კარის 27 ქულა - სამქულიანების კონკურსის ახალი რეკორდია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მაქსიმალური ჯამი 30-დან 34-მდე გაზარდეს იმის ხარჯზე, რომ ბოლო ხუთი ტყორცნა "ბონუს" ბურთებით სრულდებოდა. წინა რეკორდი კრეიგ ჰოჯესსა და ჯეისონ კაპონოს ეკუთვნოდათ და 25 ქულას უდრიდა. თუმცა ზედიზედ ჩაგდებული ბურთების (19) რეკორდი შენარჩუნდა - მისი მფლობელი კვლავინდებურად კონკურსის სამგზის ჩემპიონი ჰოჯესია.
ოსტატობის კონკურსი
საკალათბურთო ოსტატობის კონკურსში NBA-ის რვა მცველს საუკეთესო თვისებები უნდა გამოევლინა ბურთის სწრაფად ტარებაში, პასების მიცემასა და სხვადასხვა დისტანციიდან სროლაში. გამარჯვებული გახდა "ჰიუსტონ როკეტსის" გამთამაშებელი პატრიკ ბევარლი. ეს კალათბურთელი ამ კონკურსში ბოლო მომენტში მოხვდა, რადგან უარი თქვა გამოსვლაზე ჯონ უოლმა. ფინალში ბევერლი "მილუოკი ბაქსის" მცველს ბრენდონ ნაითს გვარიანად ჩამორჩა, მაგრამ მაინც მოიგო პირველივე ცდაზე ჩაგდებული სამქულიანის წყალობით. ფინალამდე ბევერლიმ აიზია ტომასი ("ფინიქსი") და "ატლანტას" გამთამაშებელი ჯეფ ტიგი დაამარცხა.
Shooting Stars-ის კონკურსი
გუნდი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ "მაიამი ჰიტის" ცენტრი კრის ბოში, ქალთა NBA-ის ვარსკვლავი სვინ კეში და "ატლანტა ჰოქსის" ლეგენდარული ფორვარდი დომინიკ უილკინსი, ზედიზედ მესამედ გახდა Shooting Stars-ის გამარჯვებული.ფინალში ბოშის გუნდს 57 წამი ეყო იმისთვის, რომ ცენტრიდან მოეთავსებინა ბურთი კალათში. მისი ავტორი უილკინსი გახდა. ფინალში მონაწილე მეორე გუნდს რასელ უესტბრუკის, პენი ჰარდუეისა და ტამიკა კეტჩინგსის შემადგენლობით ამისთვის წუთნახევარზე მეტი დასჭირდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"