13:05 17-02-2015
NBA. "ყველა ვარსკვლავის" უქმეები: ჩემბერლენი გადარჩა [VIDEO]
AutoSharing Option
რასელი თავის თამაშს თამაშობდა და სიამოვნებასაც იღებდა: აგდებდა დანკებს, სამქულიანებს, ასწრებდა პუბლიკის გართობას. მან 41 ქულით დაასრულა შეხვედრა და კიდევ ორი ქულა რომ აეღო, ახალი რეკორდსმენი იქნებოდა "ოლ სტარზე" დაგროვებული ქულების რაოდენობით, მაგრამ უილტ ჩემბერლენის რეკორდი (42 ქულა) გადარჩა.
სამაგიეროდ, პირველ ტაიმში მოპოვებული 27 ქულა - "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ახალი რეკორდია. ცნობისთვის, უესტბრუკის პარტნიორმა "ოკლაჰომაში" კევინ დურანტმა სულ რაღაც ცხრა წუთი ითამაშა და შოუს მხოლოდ ფორმალური მონაწილე იყო.
სამაგიეროდ, ტრადიციულად ბრწყინავდა ლებრონ ჯეიმსი, რომელიც, შესაძლოა, მატჩის MVP გამხდარიყო, აღმოსავლეთს რომ მოეგო ეს მატჩი. ჩატენვისას ორჯერ დაშვებულ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, "კლივლენდის" ლიდერმა კარგად წაივარჯიშა სამქულიანების შესრულებისას, თან პუბლიკასაც არ ივიწყებდა - რამდენიმეჯერ საფირმო გარღვევა ჰქონდა მძლავრი დასასრულით.
ჯეიმსმა 12 სამქულიანიდან ოთხი მოათავსა კალათში. ამდენიმე ცდიდან მისმა აღმოსავლელმა პარტნიორმა შვიდი ჩააგდო. რა თქმა უნდა, ეს იყო კაილ კორვერი - მთავარი სპეციალისტი ამ საქმეში.
"ატლანტას" სნაიპერი ჯეფ ტიგთან ერთად გამორჩეული იყო "ჰოქსის" კვარტეტიდან. მესამე ატლანტელი ელ ჰორფორდი მესამე მეოთხედში სირენასთან ერთად ჩაგდებული სროლით გამოირჩა. რაც შეეხება პოლ მილსეპს, ის დაგვამახსოვრდა ცარიელ ფარში დანკის შესრულებისას დაშვებული საშინელი შეცდომით.
არ დაიკარგნენ უკვე ნახსენები კარი და ჰარდენი, რომლებმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს. ჰარდენი, სანახაობრივი თვალსაზრისით, გამორჩეული არ ყოფილა და ქულებს, ძირითადად, სამქულიანებით აგროვებდა (კორვერივით 7/12 ჰქონდა), მაგრამ ჰიუსტონელი სხვა კომპონენტებშიც გამორჩეული იყო. საფინალო სირენის შემდეგ გაირკვა, რომ წვეროსანს ორი მოხსნა და ორ პასი არ ეყო სამმაგ დუბლამდე.
კარიმ კი შოუს მოწყობაზე გააკეთა აქცენტი და გამოუვიდა. მარტო ჰარდენზე შესრულებული შედეგიანი გადაცემა რად ღირს.
გაგვახარა ძველმა გვარდიამაც. კრის პოლს არ შეიძლება ვეტერანი ვუწოდოთ, მაგრამ ძალიან გამოცდილია. ის ამჯერადაც ეხმარებოდა თავისიანებს შოუს მოწყობაში - 26 წუთში "კლიპერსის" ლიდერმა 15 შედეგიანი პასი შეასრულა.
ზეიმის საპატივცემულოდ, დირკ ნოვიცკიმაც და ტიმ დანკანმაც კი შეასრულეს თითო დანკი, რითაც ძალიან გაახარეს თანაგუნდელები და პუბლიკა.
დასავლეთი თითქმის მთელი პირველი ტაიმი დამაჯერებლად იგებდა და 20 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ მეორე მეოთხედის ბოლოსკენ აღმოსავლეთმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მეორე ტაიმის დიდი ნაწილი მეტოქეები ქულა-ქულაში მიდიოდნენ და შორს არ უშვებდნენ ერთმანეთს; ბოლოსკენ კი პოლმა, უესტბრუკმა და ჰარდენმა დასავლეთს ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხე მოგება მოუტანეს.
აღმოსავლეთი-დასავლეთი 158:163
36:46, 46:36, 40:39, 36:41
ა: უოლი (19+7 პასი), ლაური (10+8 პასი+4 ჩაჭრა), ჯეიმსი (30+5 მოხსნა+7 პასი), ენტონი (14+7 მოხსნა), პ. გასოლი (10+12 მოხსნა) - სასტარტო; კორვერი (21), ტიგი (14), ირვინგი (11+6 მოხსნა+5 პასი), ბოში (10), ჰორფორდი (8+7 მოხსნა), ბატლერი (6), მილსეპი (5+6 მოხსნა).
დ: კარი (15+9 მოხსნა+4 პასი), ჰარდენი (29+8 მოხსნა+8 პასი), ტომპსონი (7+6 პასი), ოლდრიჯი (17), მ. გასოლი (6+10 მოხსნა) - სასტარტო; უესტბრუკი (41+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), კაზინსი (14+7 მოხსნა), პოლი (12+6 მოხსნა+15 პასი), ლილარდი (11), ნოვიცკი (5+5 მოხსნა), დურანტი (3), დანკანი (2+9 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული