NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარის გარეშე "მეომრები" აგებენ

AutoSharing Option
"ყველა ვარსკვლავის უქმეების" შემდეგ "კლივლენდი" დამაჯერებლად იგებს თამაშებს. დევიდ ბლატის გუნდი უკვე პირველ ტაიმში დაწინაურდა - 62:38, მატჩის მსვლელობისას კი სხვაობა 30 ქულას აღწევდა. "კავალიერზისთვის" ეს იყო ბოლო 18 მატჩში 16 მოგება.

ნიუ იორკი-კლივლენდი 83:101
17:36, 21:26, 17:19, 28:20
ნ-ი: ჰელოუეი (13+6 მოხსნა+5 პასი), ტომასი (11), ეისი (11), ბარნიანი (11), ამუნდსონი (10+6 მოხსნა+3 დაფარება), უირი (10+6 მოხსნა).
კ: ჯეიმსი (18+7 მოხსნა+7 პასი), ირვინგი (18), სმიტი (17), ლავი (16+16 მოხსნა).

* * *
"დეტროიტის" შემადგენლობაში შედგა რეჯი ჯექსონის დებიუტი, რომელიც ზედმეტად მონდომებული
იყო და პირველ ტაიმში თამაშიდან რვავე ტყორცნა ააცილა. სამაგიეროდ, ექსოკლაჰომელმა მეორე ტაიმში დაალაგა თამაში და 17 ქულა დააგროვა, თუმცა საუკეთესო "პისტონზის" რიგებში კოლდუელ-პოუპი იყო, რომელმაც 13 ქულა მესამე მეოთხედში დააგროვა და თავის გუნდს 11 ქულით დაწინაურების საშუალება მისცა, მეოთხეს დასაწყისში მიქსის სამქულიანის შემდეგ კი სხვაობა 14 ქულა გახდა. "ვაშინგტონმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, "დეტროიტმა" კი ბოლო ოთხში სამი მოიგო.

დეტროიტი-ვაშინგტონი 106:89
27:22, 20:30, 35:19, 24:18
დ: კოლდუელ-პოუპი (26), დრამონდი (18+16 მოხსნა), ჯექსონი (17+5 პასი), მონრო (15+15 მოხსნა), ტოლივერი (13+6 მოხსნა), მიქსი (10).
ვ: გორტატი (24+10 მოხსნა), ტემპლი (12), ჰემფრიზი (11+7 მოხსნა), უოლი (10+12 პასი).

* * *
"გოლდენ სტეიტმა" პირველი მატჩი ჩაატარა ამ სეზონში სტივენ კარის გარეშე და "ინდიანასთან" წააგო. "მეომრების" რიგებში მეტოქეს მხოლოდ კლეი ტომპსონი ებრძოდა, მაგრამ მისი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა მოგებისთვის. მეოთხე მეოთხედში მან 6:0 გაქცევა მოაწყო, რის შემდეგაც 30 წამით ადრე სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა, მაგრამ სი ჯეი მაილზის სამქულიანმა გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა.

ინდიანა-გ. სტეიტი 104:98
26:38, 32:19, 23:21, 23:20
ი: სტაკი (30+5 პასი), მაილზი (13+9 მოხსნა), უოტსონი (12+5 პასი), ჰილი (12), სკოლა (11+8 მოხსნა).
გ-ს: ტომპსონი (39), იგუოდალა (14).

* * *
კევინ დურანტის არყოფნას ხელი არ შეუშლია "ოკლაჰომასთვის", მოეგო ზედიზედ მეექვსე შეხვედრა. "დენვერთან" მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ ყველაფერი გარკვეული იყო - სხვაობა 25 ქულას შეადგენდა. ისევ ბრწყინავდა რასელ უესტბრუკი, რომელმაც 17 შედეგიანი პასით პირადი რეკორდი დაამყარა. აღვნიშნოთ "თანდერის" რიგებში ენეს კარტერის კარგი დებიუტი - 20 ქულა და 12 მოხსნა. "ოკლაჰომამ" შინ ბოლო 12 მატჩიდან 11 მოიგო და გაიმყარა პოზიციები TOP8-ში.

ოკლაჰომა-დენვერი 119:94
36:18, 31:24, 31:27, 21:25
ო: უესტბრუკი (21+8 მოხსნა+17 პასი), კანტერი (20+12 მოხსნა), იბაკა (20+8 მოხსნა+8 დაფარება), უეიტერსი (17), მაკგერი (10+7 მოხსნა).
დ: ლოუსონი (17+3 ჩაჭრა), გალინარი (16), ნურკიჩი (10+7 მოხსნა).

* * *
"დალასის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ამარე სტაუდმაიერს, რომელმაც 11 წუთში 14 ქულა დააგროვა. ექსნიუიორკელმა მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე ზედიზედ ექვსი ქულა დააგროვა და მისმა აქტიურობამ "მავერიქსს" 13-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

დალასი-შარლოტი 92:81
28:16, 17:19, 22:21, 25:25
დ: ელისი (23), სტაუდმაიერი (14), ჩენდლერი (12+7 მოხსნა), ჯეფერსონი (10+10 მოხსნა), ნოვიცკი (8+12 მოხსნა).
შ: მო უილიამსი (22+3 ჩაჭრა), კიდ-გილკრისტი (15+6 მოხსნა), მარვ. უილიამსი (15), სტივენსონი (11+5 პასი), ჯეფერსონი (8+17 მოხსნა+3 ჩაჭრა), კ. ზელერი (0+10 მოხსნა).

* * *
"პორტლენდს" ლამარკუს ოლდრიჯის გარეშე იოლად მიჰყავდა საქმე გამარჯვებამდე "მემფისთან" მატჩში, მაგრამ მთლიანად ჩააგდო მეოთხე მეოთხედი. ოთხი წუთის განმავლობაში სტოტსის გუნდმა ქულის აღება ვერ შეძლო, "მემფისმა" კი 7:0 გაქცევა გაიფორმა და საქმე მოგვარებული იყო.

პორტლენდი-მემფისი 92:98
21:19, 17:19, 39:26, 15:34
პ: ლილარდი (18+7 პასი), ბატუმი (17+10 მოხსნა+5 პასი), ბლეიკი (13), ლეონარდ (11).
მ: მ. გასოლი (21+6 მოხსნა+3 დაფარება), ლი (19), რენდოლფი (15+9 მოხსნა), კონლი (15+6 მოხსნა+8 პასი), გრინი (12).

* * *
"ლეიკერსმა" შეწყვიტა შვიდმატჩიანი წაგებათა სერია, საკუთარ მოედანზე კი პირველად მოიგო 9 იანვრის შემდეგ.

ლეიკერსი-ბოსტონი 118:111 (ო)
26:32, 30:26, 17:20, 33:28, 12:5
ლ: ლინი (25+6 პასი), ჯონსონი (22), ნ. იანგი (19), ბუზერი (12+8 მოხსნა), ჰილი (10).
ბ: კრაუდერი (22+7 მოხსნა), ტომასი (21), ბრედლი (20+3 ჩაჭრა), ბასი (15), ტერნერი (12+6 მოხსნა+12 პასი), სმარტი (11).

ორლანდო-ფილადელფია 103:98
29:23, 26:24, 21:22, 27:29
ო: ვუჩევიჩი (31+14 მოხსნა), ოლადიპო (17), გრინი (16), ფრაი (15), პეიტონი (10+8 მოხსნა+7 პასი).
ფ: კოვინგტონი (16+9 მოხსნა), სემპსონი (16), კენანი (14), ტომპსონი (12), ნოელი (10+5 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული