NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარის" საუკეთესო დაშავდა

AutoSharing Option
- "მაიამი ჰიტის" ლიდერი კრის ბოში გუშინ საავადმყოფოდან გამოწერეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა ფილტვში აღმოჩენილი თრომბის შემდეგ. ფორვარდი, რომელიც მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს, აღდგენას საკუთარ სახლში გააგრძელებს, სადაც ექიმების სადღეღამისო მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

- "ოკლაჰომა-სიტის" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა ქირურგიული პროცედურა გადაიტანა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობის გამო. კალათბურთელმა დაზიანება "პორტლენდთან" შაბათის მატჩის დროს მიიღო, რომელშიც მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. სავარაუდოდ, უესტბრუკი ვერ დაეხმარება თავის გუნდს "ლეიკერსთან" მატჩში.

- "ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა, რომელმაც ამ დღეებში ტრავმირებულ მარჯვენა
მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, აღდგენითი პროცედურები დაიწყო. "როუზი დაბრუნდა და უკვე დაიწყო მუშაობა. მას ყველაფერი კარგად აქვს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია მოედანზე დაბრუნებისკენ, მაგრამ დერიკი სულით არ ეცემა", - განაცხადა "ჩიკაგოს" დამრიგებელმა ტომ ტიბოდომ.

ვაშინგტონი-დეტროიტი 99:95
37:27, 23:17, 20:26, 19:25
ვ: უოლი (22+6 პასი), ნენე (21+7 მოხსნა), გორტატი (16+17 მოხსნა+3 ჩაჭრა), პირსი (16+5 მოხსნა+5 პასი).
დ: მონრო (21+10 მოხსნა), დინვიდი (20+8 პასი), დრამონდი (13+9 მოხსნა).

მაიამი-ატლანტა 91:93
12:17, 21:26, 20:21, 38:29
მ: უეიდი (22+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (16+5 ჩაჭრა), უაიტსაიდი (14+24 მოხსნა), უოკერი (10).
ა: მილსეპი (22+5 მოხსნა), შრედერი (16+10 პასი), ბეიზმორი (15+3 ჩაჭრა), ჯენკინსი (12+7 მოხსნა).

ნიუ იორკი-ტორონტო 103:98
22:15, 28:32, 25:24, 28:27
ნ-ი: ჰარდუეი (22+7 მოხსნა), ბარნიანი (19).
ტ: უილიამსი (22), ვალანჩუნასი (16+8 მოხსნა), ჯონსონი (14+7 მოხსნა+3 დაფარება), ვასკესი (14+6 პასი), დეროზანი (13+3 ჩაჭრა), პატერსონი (10+5 მოხსნა).

მინესოტა-მემფისი 97:101
24:18, 22:30, 24:24, 27:29
მინ: უიგინსი (25), ნილი (16), რუბიო (13+10 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), დიენგი (13+9 მოხსნა), მარტინი (13+5 პასი).
მემ: მ. გასოლი (27+11 მოხსნა), კონლი (17), გრინი (13), ალენი (11), რენდოლფი (7+11 მოხსნა).

დალასი-ბრუკლინი 94:104
26:23, 25:24, 21:35, 22:22
დ: ნოვიცკი (20+6 მოხსნა), ჰარისი (14+5 პასი), ელისი (12+5 პასი+3 ჩაჭრა), ამინუ (12+5 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ბ: უილიამსი (25+6 მოხსნა), იანგი (16+8 მოხსნა), ჯონსონი (15+8 მოხსნა), პლამლი (14+10 მოხსნა+3 დაფარება), ჯეკი (14).

ფინიქსი-სან ანტონიო 74:101
13:24, 11:27, 17:24, 33:26
ფ: მარკუს მორისი (19+7 მოხსნა), ბლედსოუ (12+6 მოხსნა), მარკიფ მორისი (10), ტაკერი (5+11 მოხსნა).
ს-ა: ლეონარდი (22+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბეინსი (12+10 მოხსნა), გრინი (12+8 მოხსნა), დიაო (12), დანკანი (6+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვათაშორის თანაგუნდელმა მიაყენა ტრამვა
0

სიახლეები პოპულარული