აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი. მან თებერვალში საშუალოდ 24.4 ქულა, 7.3 შედეგიანი პასი და 6.0 მოხსნა მიითვალა. ეს "კლივლენდს" ათიდან რვა მატჩის მოგებაში დაეხმარა.
დასავლეთში საუკეთესოდ აღიარეს რასელ უესტბრუკი. თებერვალში მას სულ ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ საშუალო სამმაგი დუბლი შეესრულებინა. "ოკლაჰომა-სიტის" მცველის მონაგარი 31.2 ქულას, 10.3 შედეგიან პასსა და 9.1 მოხსნას უდრის. "ოკლაჰომამ" გასულ თვეში ცხრა მატჩი მოიგო და სამჯერ დამარცხდა.
უესტბრუკის ერთ-ერთი მიღწევა ის
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"