მართალია, "ჩიკაგოსთან" წინა შეხვედრაში უესტბრუკმა შეწყვიტა ზედიზედ ოთხი სამმაგი დუბლის უნიკალური სერია (პირველი NBA-ში ბოლო 25 წლის განმავლობაში), მაგრამ უკვე შემდეგ მატჩში ისევ ჰქონდა ორნიშნა მაჩვენებლები სამ სათამაშო კომპონენტში და თავისი ცხრა შეცდომითაც ვერ გააუფერულა საკუთარი ზეიმი, მით უმეტეს, რომ მისმა გუნდმა მოიგო - 108:104.
უესტბრუკის მაჩვენებლები იყო - 30 ქულა, 11 მოხსნა და 17 შედეგიანი პასი. ეს იყო მისი მეშვიდე სამმაგი დუბლი სეზონში
* * *
დღის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში "კლიპერსი" "გოლდენ სტეიტთან" სათამაშოდ ოკლენდში გრიფინისა და კროუფორდის გარეშე ჩავიდა. ლოსანჯელესელთა მთავარი ამოცანა სტივენ კარისთვის სივრცის შეზღუდვა იყო - "უორიორზის" ლიდერი მუდმივად ორმაგი მეურვეობის ქვეშ ექცეოდა. ამიტომაც პირველ ტაიმში მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვა.
თუმცა ასეთი ძლიერი პრესინგის ქვეშ კარიმ მხოლოდ სამჯერ დაკარგა ბურთი და თან მისი ორმაგი მეურვეობის გამო "უორიორზი" ყოველთვის პოულობდა გახსნილ მოთამაშეს. დიდ შესვენებამდე მასპინძლებმა ტყორცნების 56 პროცენტი გამოიყენეს და ათქულიან უპირატესობას მიაღწიეს.
ამასობაში, მესამე მეოთხედში კარის წინააღმდეგ აგრესიულმა დაცვამ რაღაც მომენტში არ იმუშავა და მცველმა ორი მნიშვნელოვანი საჯარიმო ჩააგდო. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე კონფერენციის ლიდერს უკვე 19-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, რის შემდეგაც მეოთხე 12-წუთეულმა ორივე გუნდის საუკეთესო შემსრულებლების გარეშე ჩაიარა.
ამ მოგებით "გოლდენ სტეიტმა" დაიბრუნა ლიდერობა მთლიანად რეგულარულ ჩემპიონატში.
* * *
"ყველა ვარსკვლავის" მატჩის შემდეგ "სან ანტონიოს" სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ სიტუაცია თანდათან გამოსწორდა და "სპურსს" ახლა ხუთმატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა. გუშინ ჩემპიონი პარკერის 32 ქულის წყალობით გაუსწორდა "ჩიკაგოს".
ამ მატჩში უცნაური ამბავი მოხდა - "სან ანტონიოს" ლეგენდამ, ტიმ დანკანმა კარიერაში პირველად ვერ შეძლო თამაშიდან ვერც ერთი ბურთის ჩაგდება (0/8), თუმცა ამას თამაშის საბოლოო შედეგზე არ უმოქმედია.
სან ანტონიო-ჩიკაგო 116:105
25:19, 32:20, 30:38, 29:28
ს-ა: პარკერი (32), ლეონარდი (20), ჯინობილი (16), მილზი (15), გრინი (11).
ჩ: პ. გასოლი (23+15 მოხსნა), ბრუქსი (22), მიროტიჩი (19), დანლივი (12), ნოა (4+11 მოხსნა).
გ. სტეიტი-კლიპერსი 106:98
29:28, 28:22, 30:18, 19:30
გ-ს: გრინი (23), ტომპსონი (21), ლივინგსტონი (21+8 მოხსნა), კარი (12), ბარნსი (10+8 მოხსნა).
კ: რივერსი (22), რედიკი (18), პოლი (14+11 პასი), თურქოგლუ (12).
ბრუკლინი-იუტა 88:95
24:21, 19:21, 20:24, 25:29
ბ: ლოპესი (19+10 მოხსნა), იანგი (19), ბოგდანოვიჩი (11).
ი: ჰეივორდი (24), ფეივორსი (22), ეკზამი (14), ბერკი (12), გობერი (4+11 მოხსნა).
ორლანდო-ბოსტონი 103:98
17:31, 26:18, 26:20, 34:29
ო: ოლადიპო (22+7 მოხსნა), ჰარისი (21), პეიტონი (19+10 მოხსნა+7 პასი), ჰარკლესი (14+7 მოხსნა), დედმონი (11+16 მოხსნა).
ბ: ტომასი (21+9 პასი), ბასი (19+17 მოხსნა), სმარტი (16), ტერნერი (10), დატომე (10).
დეტროიტი-შარლოტი 101:108
33:27, 29:27, 22:24, 17:30
დ: ჯექსონი (25+7 მოხსნა+7 პასი), მონრო (18+11 მოხსნა), დრამონდი (16), მიქსი (13), კოლდუელ-პოუპი (11).
შ: ჯეფერსონი (24+8 მოხსნა), მო უილიამსი (21+9 აეპელთჩ), ჰენდერსონი (13+9 პასი), ზელერი (11+7 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (10).
ოკლაჰომა-ტორონტო 108:104
31:26, 27:35, 28:18, 22:25
ო: უესტბრუკი (30+17 პასი+11 მოხსნა), კანტერი (21+12 მოხსნა), იბაკა (21+7 მოხსნა).
ტ: დეროზანი (24+9 პასი), როსი (20), ლაური (14), უილიამსი (11), ვასკესი (10), ვალანჩუნასი (10).
ლეიკერსი-დალასი 93:100
24:25, 20:19, 33:31, 16:25
ლ: ბუზერი (17+8 მოხსნა), ჯონსონი (15), კლარკსონი (15), ელინგტონი (13), დევისი (10+8 მოხსნა).
დ: ელისი (31), ამინუ (13), ნოვიცკი (12), პარსონსი (11), რონდო (8+9 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"