"ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ დურანტმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თებერვლის ბოლოს კი განმეორებითი ოპერაცია გადაიტანა მარჯვენა ტერფზე. გასულ კვირას კალათბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ უშედეგოდ.
"დურანტმა განმეორებითი ოპერაციის შემდეგ პროგრესს ვერ მიაღწია. გამოტოვებს თუ არა ის სეზონის დარჩენილ ნაწილს? ყველაფერი აქეთკენ მიდის", - ამბობს "ოკლაჰომას" გენერალური მენეჯერი სემ პრესტი.
დურანტის გარდა, "ოკლაჰომას" ვერ ეხმარებიან სერჟ იბაკა და ენეს კანტერი. მიუხედავად ამისა, გუნდი ჯერჯერობით პლეი ოფის
ნეში ოფიციალურად წავიდა
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გამთამაშებელმა სტივ ნეშმა აქტიური კარიერა დაასრულა. 41 წლის კანადელმა ზურგის ტრავმის გამო მთლიანად გამოტოვა მიმდინარე სეზონი. და სწორედ ქრონიკული დაზიანება გახდა მისი კალათბურთიდან წასვლის მიზეზი. ნეში სამი წლის წინ გადავიდა "ლეიკერსში", მაგრამ ჯამში ამ გუნდის რიგებში მხოლოდ 65 მატჩი ჩაატარა.
სტივ ნეში ყველა დროის სამ საუკეთესო გამთამაშებელს შორის შედის. ორჯერ ის ლიგის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს. "ლეიკერსის" გარდა სტივი "დალასისა" და "ფინიქსის" რიგებში თამაშობდა და რვაჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".
18-წლიან კარიერაში ნეში საშუალოდ 14.3 ქულას, 8.5 შედეგიან პასსა და 3.0 მოხსნას აგროვებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"