NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ბრუკლინ ნეტსის" ცენტრი ბრუკ ლოპესი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა.

ლოპესმა საშუალოდ 28.8 ქულა, 8.5 მოხსნა და 2.25 დაფარება დააგროვა. ბრუკმა გასულ კვირას თამაშიდან 57.8 პროცენტის სიზუსტით ისროლა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "შარლოტთან" მატჩში, როცა 34 ქულითა და 10 მოხსნით დაეხმარა თავის გუნდს.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მცველი სტივენ კარი. ის თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩის მოგებაში დაეხმარა და საშუალოდ 30.0 ქულა და 8.0 შედეგიანი
პასი მიითვალა. გასულ კვირას კარიმ 63.2 პროცენტის სიზუსტით ისროლა სამქულიანები - 38-დან 24.

ლოპესის კვირა
25 მარტი. შარლოტი-ბრუკლინი 88:91. 34 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება.
27 მარტი. ბრუკლინი-კლივლენდი 106:98. 20 ქულა, 9 მოხსნა.
29 მარტი. ბრუკლინი-ლეიკერსი 107:99. 30 ქულა, 11 მოხსნა, 4 დაფარება.

კარის კვირა
24 მარტი. პორტლენდი-გოლდენ სტეიტი 108:122. 33 ქულა, 10 პასი.
27 მარტი. მემფისი-გოლდენ სტეიტი 84:107. 38 ქულა, 10 პასი.
28 მარტი. მილუოკი-გოლდენ სტეიტი 95:108. 25 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: დენის შრიოდერი ("ატლანტა"), ნიკოლა მიროტიჩი ("ჩიკაგო"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო") და კავაი ლეონარდი ("ნიუ იორკი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული