შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე კონკურსგარეშე აირჩიეს დიდების დარბაზის ახალი წევრები: NBA-ს ათგზის ჩემპიონი მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში ტომ ჰეინსონი, 40-იან წლებში ნახევრად პროფესიული
დიდების დარბაზში შეყვანის ოფიციალური ცერემონია 10-12 სექტემბერს სპრინგფილდში გაიმართება.
კობი MVP?
უცნაური აზრი გააჟღერა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა. მას მიაჩნია, რომ კობი ბრაიანტი უნდა დასახელდეს სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზზე პრეტენდენტთა შორის. 36 წლის მოთამაშემ ამ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 22.3 ქულა, 5.7 მოხსნა და 5.6 შედეგიანი პასი დააგროვა. იანვარში კობიმ მხრის ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე გამოეთიშა თამაშს.ბრაიანტის მთავარი მიღწევა ამ სეზონში იყო ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მაიკლ ჯორდანის გასწრება და მესამე ადგილზე გადასვლა.
როუზი შემდეგ კვირას ბრუნდება
"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა ESPN-ის ტელეეთერში განაცხადა, რომ მზად არის, მომავალ კვირას დაბრუნდეს მოედანზე. ამ მომენტისთვის 2010-11 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე აღდგენით კურსს გადის მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. ეს ქირურგიული ჩარევა მესამე იყო კალათბურთელის კარიერაში."ხარების" მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ტიბოდომ ასევე დაადასტურა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ახლოს არის დაბრუნებასთან. სპეციალისტის თქმით, ეს აუცილებელად მოხდება პლეი ოფის დაწყებამდე. ამ სეზონში როუზმა 46 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 18.4 ქულა, 5.7 შედეგიანი პასი და 3.1 მოხსნა დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"