ლოპესმა საშუალოდ 20.8 ქულა, 10.3 მოხსნა და 2.0 დაფარება დააგროვა. ბრუკმა გასულ კვირას თამაშიდან 59.4 პროცენტის სიზუსტით ისროლა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ტორონტოსთან" მატჩში, როცა 30 ქულითა და 17 მოხსნით დაეხმარა თავის გუნდს.
დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ჰიუსტონ როკეტსის" მცველი ჯეიმს ჰარდენი. ის თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ორი ისეთი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც
ლოპესის კვირა
31 მარტი. ბრუკლინი-ინდიანა 111:106. 24 ქულა, 11 მოხსნა, 2 დაფარება.
1 აპრილი. ნიუ იორკი-ბრუკლინი 98:100. 18 ქულა, 7 მოხსნა, 5 დაფარება.
3 აპრილი. ბრუკლინი-ტორონტო 114:109. 30 ქულა, 17 მოხსნა.
ჰარდენის კვირა
1 აპრილი. ჰიუსტონი-საკრამენტო 115:111. 51 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა.
2 აპრილი. დალასი-ჰიუსტონი 101:108. 24 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა.
5 აპრილი. ოკლაჰომა-ჰიუსტონი 112:115. 41 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა.
კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: დემარ კეროლი ("ატლანტა"), დერონ უილიამსი ("ბრუკლინი"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), დემარ დეროზანი ("ტორონტო") და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").
ბრუკლინი-პორტლენდი 106:96
22:25, 32:13, 23:26, 29:32
ბ: ბ. ლოპესი (32+9 მოხსნა), დ. უილიამსი (24+6 მოხსნა+10 პასი), ტ. იანგი (20+5 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (15+5 მოხსნა).
პ: ლილარდი (36), მ. ლეონარდი (17+15 მოხსნა), მაკალუმი (15+6 მოხსნა), აფლალო (10+5 მოხსნა).
მისაბაძი უესტბრუკი
"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" საუკეთესო მოთამაშისთვის მიღებული პრიზი - KIA-ს ყველგანმავალი 19 წლის მარტოხელა დედას, კერსტინ გონსალესს აჩუქა.
"მან ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა. თუ მაქვს ასეთი საშუალება, მინდა ყოველთვის დავეხმარო ჩემთვის უცხო ადამიანებს", - დაწერა კლუბის ოფიციალურ "ტვიტერზე" უესტბრუკმა.
"თავიდან მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო. რეალურად ყველაფერს მაშინ მივხვდი, როცა რასელმა მანქანის გასაღები გადმომცა. კარგია იმის შეგრძნება, რომ ამ სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაჭირვებულებს დაეხმარონ", - განაცხადა გონსალესმა.
პირველად კერსტინ გონსალესი 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. მას ახლა ორ ვაჟი ჰყავს: ორი წლის ადამი და ოთხი წლის მეტიუ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"