კავაიმ 333 ქულა მიიღო და მხოლოდ 16 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ დრეიმონდ გრინს ("გოლდენ სტეიტი"). 261 ქულით მესამეზე გავიდა "კლიპერსის" ცენტრი დეანდრე ჯორდანი.
ლეონარდი საშუალოდ მატჩში 2.31 ჩაჭრას ასრულებდა და საკუთარ ფარქვეშ 5.9
გამოკითხვის შედეგები
1. კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) - 333; 2. დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) - 317; 3. დეანდრე ჯორდანი (კლიპერსი) - 261; 4. ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი) - 107; 5. რუდი გობერი (იუტა) - 338; 6. ენდრიუ ბოგუტი (გოლდენ სტეიტი) - 31; 7. ტონი ალენი (მემფისი) - 29; 8. ტიმ დანკანი (სან ანტონიო) - 12; 9. მაიკლ კიდ-გილკრისტი (შარლოტი) - 9; 10. ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო) - 7; 10. მარკ გასოლი (მემფისი) - 7; 12. ჟოაკიმ ნოა (ჩიკაგო) - 3; 12. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) - 3; 12. ტრევორ არიზა (ჰიუსტონი) - 3; 15. პატრიკ ბევერლი (ჰიუსტონი) - 1; 15. დემარ კეროლი (ატლანტა) - 1; 15. ნერლენს ნოელი (ფილადელფია) - 1; 15. კრის პოლი (კლიპერსი) - 1; 15. ჰასან უაიტსაიდი (მაიამი) - 1.
- ბლეიკ გრიფინი მეორე კალათბურთელი გახდა "კლიპერსის" ისტორიაში, ვინც პლეი ოფის მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა. მანამდე ასეთი მიღწევა რენდი სმიტს ჰქონდა შორეულ 1976 წელს.
გრიფინმა "სან ანტონიოსთან" გუშინდელ მატჩში 47 წუთი დაჰყო მოედანზე და 29 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი დააგროვა.
- "სან ანტონიო სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა 150-ე მატჩი მოიგო პლეი ოფში. ის მესამე მწვრთნელი გახდა ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. მანამდე ეს შეძლეს ფილ ჯექსონმა და პეტ რაილიმ. 150 გამარჯვებისთვის პოპოვიჩს 19 წელი და 241 მატჩი დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ "სპურსის" დამრიგებელი NBA-ს ხუთგზის ჩემპიონია და ტიტულების რაოდენობით მხოლოდ რედ აუერბახსა და ფილ ჯექსონს ჩამორჩება.
- გუშინდელ მატჩში 28 ქულის დაგროვების შემდეგ "სან ანტონიოს" ვეტერანის, ტიმ დანკანის მონაგარმა პლეი ოფში 5 ათას ქულას გადააჭარბა. ამით ფორვარდი მეხუთე კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც მსგავსი სტატისტიკა დააფიქსირა. ამ მომენტისთვის დანკანი მეხუთე ადგილზეა პლეი ოფის საუკეთესო მექულეებს შორის:
1. მაიკლ ჯორდანი 5 987
2. ქარიმ აბდულ-ჯაბარი 5 762
3. კობი ბრაიანტი 5 640
4. შაკილ ო'ნილი 5 250
5. ტიმ დანკანი 5 027
- "დალას მავერიქსი" და "სან ანტონიო სპურსი" მზად არიან, იბრძოლონ "პორტლენდის" ლიდერის, ლამარკუს ოლდრიჯის ხელში ჩასაგდებად, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. ასევე, ფორვარდისთვის კარიერის გაგრძელების ვარიანტად ასახელებენ "ნიუ იორკ ნიქსსა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსს".
- საბოლოოდ გაირკვა, რომ "დალასის" ფორვარდი ჩენდლერ პარსონსი პლეი ოფის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო. კალათბურთელმა დაზიანება "ჰიუსტონთან" სერიის პირველ მატჩში გაიმიზეზა. სავარაუდოდ, პარსონსს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.
- "დალასის" გამთამაშებელ რაჟონ რონდოს, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" კარიერის გაგრძელების იმედი აქვს. მცველი კალიფორნიული კლუბისგან მაქსიმალური კონტრაქტის მიღებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ გამთამაშებელმა მიმდინარე სეზონი "ბოსტონის" შემადგენლობაში დაიწყო და გაცვლის შედეგად "მავერიქსში" აღმოჩნდა. თუმცა რონდო ვერ გახდა ტექსასელების ახალი ლიდერი და ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელობა არ იბრძოლებს კალათბურთელის შესანარჩუნებლად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"