თუმცა პირველი მეოთხედი აღმოსავლეთის ჩემპიონმა შესანიშნავად ჩაატარა. "უიზარდსი" დაცვაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ხშირად კარგავდა ბურთს და ამის გამო ისჯებოდა. კარგად იყენებდა მეტოქის შეცდომებს პირველ რაუნდში "ატლანტას" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე დემარ კეროლი, რომელმაც პირველ 12 წუთში 13 ქულა დააგროვა, პირველ ტაიმში კი - 21 ქულა და დიდი შესვენებისთვის მასპინძლების უპირატესობა
ყველაფერი მესამე მეოთხედში შეიცვალა. "ჰოქსმა" ვერ შეინარჩუნა გიჟური ტემპი, ხოლო მშვიდ თამაშში "ვაშინგტონი" გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. სხვაობა თანდათან მცირდებოდა და ბუდენჰოლცერის შეგირდებმა ისევ სცადეს ტემპის მომატება, მაგრამ ამან ცუდი შედეგი მოიტანა - ნაჩქარევი ტყორცნები არაზუსტი იყო. რა თქმა უნდა, ეს "უიზარდსის" დაცვის დამსახურებაა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მასპინძლებმა მატჩის მეორე ტაიმში მხოლოდ ტყორცნების 25 პროცენტი ჩააგდეს და 35 ქულა დააგროვეს (პირველ მეოთხედში 37 ქულა აიღეს), რაც ამ სეზონში გუნდის ყველაზე ცუდი ტაიმი იყო.
"ჰოქსის" წარუმატებლობის კულმინაცია იყო ორი წუთით ადრე ერთ შეტევაში აცილებული ექვსი (!) ტყორცნა. მასპინძლებმა ვერ შეძლეს ოთხქულიანი ჩამორჩენის გაბათილება. მოგვიანებით, მილსეპმა ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მასპინძლებმა იქვე გაუშვეს ორი ლეი-აპი პორტერისგან და გორტატისგან და სტუმრების უპირატესობამ ისევ ექვს ქულას მიაღწია.
ატლანტა-ვაშინგტონი 98:104
37:26, 26:27, 20:28, 15:23
ა: კეროლი (24), ჰორფორდი (17+17 მოხსნა+7 პასი), მილსეპი (15+12 მოხსნა+8 პასი), კორვერი (13+5 მოხსნა), ტიგი (11+7 პასი).
ვ: ბილი (28+7 მოხსნა), პირსი (19), უოლი (18+13 პასი+7 მოხსნა+3 დაფარება), გორტატი (12+12 მოხსნა), გუდენი (12+5 მოხსნა), პორტერი (10+11 მოხსნა).
სერია: 0-1.
* * *
სერიის პირველ მატჩში "მემფისმა" ვერ შეძლო რეგულარულის ჩემპიონისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა და ორივე ნახევარზე წააგო ბრძოლა "მეომრებთან". მატჩის წინ, მოთელვაზე მაიკ კონლი სპეციალური ნიღბით გავიდა მოედანზე, მაგრამ ის ჯერ მზად არ არის სერიოზული დატვირთვებისთვის. ამიტომაც მისი ადგილი სასტარტოში ნიკ კალატესმა დაიკავა.
ბერძენი კარგად იჭერდა სტეფ კარის, მაგრამ ამას "გოლდენ სტეიტისთვის" პრობლემა არ შეუქმნია შეტევაში. გრინმა პირველ მეოთხედში სამი სამქულიანი ჩააგდო, ქულების დარჩენილი ნაწილი კი "მეომრებმა" სამწამიანიდან დააგროვეს, როცა არ შეიმჩნიეს ზაკ რენდოლფისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგობა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა 62-პროცენტიანი სიზუსტით ისროლეს თამაშიდან, სამქულიანების 50 პროცენტი ჩააგდეს და მაქსიმალური უპირატესობა 16 ქულას აღწევდა.
მესამე მეოთხედში კერის შეგირდებმა შეტევაში მოუკლეს თამაშს, სამაგიეროდ, დაცვა გააძლიერეს და 12 წუთში ხუთი შეცდომა დააშვებინეს მეტოქეს. იგივე თამაში გაგრძელდა მეოთხე 12-წუთეულში. სტუმრების მწვრთნელმა, 18-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, თითქმის ბოლომდე დატოვა მოედანზე თავისი ლიდერები და სირენამდე მხოლოდ 35 წამით ადრე შეუშვა რეზერვისტები.
გ. სტეიტი-მემფისი 101:86
32:25, 29:27, 22:14, 18:20
გ-ს: კარი (22+7 პასი+4 ჩაჭრა), ტომპსონი (18+6 პასი), გრინი (16), ბარნსი (11), სპეიტსი (10+5 მოხსნა).
მ: მ. გასოლი (21+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), რენდოლფი (20+9 მოხსნა+5 პასი), ალენი (15+3 ჩაჭრა).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"