- ბლეიკ გრიფინი პირველი კალათბურთელია 2009 წლის შემდეგ, ვინც პლეი ოფის ზედიზედ ათ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. შაბათს, "ჰიუსტონთან" მოგებულ მატჩში მან 22 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ბოლო ასეთი სერია "ორლანდოს" ყოფილ ცენტრს დუაიტ ჰოვარდს ჰქონდა.
- "კლიპერსის" ლიდერმა კრის პოლმა დაადასტურა მონაწილეობა მეოთხე მატჩში. შეგახსენებთ, რომ გამთამაშებელმა მუხლის ტრავმის გამო "ჰიუსტონთან" სერიის პირველი ორი მატჩი გამოტოვა. "თავს კარგად ვგრძნობ, ნამდვილად ვითამაშებ მომავალ მატჩში", - განაცხადა კრისმა.
სატრანსფერო ამბები
- USA Today-ის ცნობით, "სან ანტონიო" განიხილავს "კლიპერსის" ცენტრის დეანდრე ჯორდანის გაფორმების შესაძლებლობას. "სპურსი" ზაფხულში მაქსიმალური კონტრაქტის დადებას აპირებს კავაი ლეონარდან და პარალელურად, მუშაობს ახალი ცენტრის შეძენაზე. ჯორდანის გარდა, ტექსასელები მარკ გასოლით და ლამარკუს ოლდრიჯით არიან დაინტერესებული.- ამასობაში, Yahoo! Sports-ის მიმომხილველი მარკ სპირსი "კლიპერსის" მძიმე ფორვარდს ბლეიკ გრიფინს "პორტლენდში" უშვებს, მისი ადგილი კი შეიძლება ლამაკუს ოლდრიჯმა დაიკავოს. ჟურნალისტის ძირითადი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ გრიფინი "ბლეზერსის" გენერალური მენეჯერის ნილ ოლშის მეგობარია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ოლშიმ აირჩია 2009 წლის დრაფტზე ბლეიკი "კლიპერსისთვის".
- "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ერთ-ერთი პრეტენდენტია "ჩიკაგოს" მცველ ჯიმი ბატლერზე, რომელიც ამ ზაფხულს შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. ვარაუდობენ, რომ კალიფორნიელები 2014-15 წლების სეზონის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშეს მაქსიმალურ კონტრაქტს შესთავაზებენ. თავის მხრივ, "ბულზი" აპირებს გაიმეოროს კალიფორნიელთა წინადადება და შეინარჩუნოს მოთამაშე.
აღმოსავლეთი
ჩიკაგო-კლივლენდი 99:96
18:24, 29:25, 27:24, 25:23
ჩ: როუზი (30+7 მოხსნა+7 პასი), ბატლერი (20+8 მოხსნა+5 ჩაჭრა), დანლივი (16+6 მოხსნა), მიროტიჩი (12+8 მოხსნა), ნოა (4+11 მოხსნა)
კ: ჯეიმსი (27+8 მოხსნა+14 პასი), სმიტი (14), ირვინგი (11), ტ. ტომპსონი (10+13 მოხსნა+3 დაფარება), დელავედოვა (10).
სერია: 2-1
ვაშინგტონი-ატლანტა 103:101
28:18, 28:25, 29:23, 18:35
ვ: ნენე (17+7 მოხსნა), ბილი (17+8 პასი), პორტერი (17+9 მოხსნა), გორტატი (14+8 მოხსნა+3 დაფარება), პირსი (13+7 მოხსნა).
ა: ტიგი (18+7 პასი+3 ჩაჭრა), შრიოდერი (18+5 პასი), კეროლი (14), ჰორფორდი (12+10 მოხსნა).
სერია: 2-1.
დასავლეთი
კლიპერსი-ჰიუსტონი 124:99
33:24, 31:33, 35:19, 25:23
კ: რედიკი (31), რივერსი (25+6 მოხსნა), გრიფინი (22+14 მოხსნა), პოლი (12+7 პასი), ჯორდანი (6+15 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (25+11 პასი), ჰოვარდი (14+14 მოხსნა), ტერი (13), ჯონსი (12), ბრიუერი (11), არიზა (10).
სერია: 2-1
მემფისი-გ. სტეიტი 99:89
23:20, 32:19, 24:25, 20:25
მ: რენდოლფი (22+8 მოხსნა), გასოლი (21+15 მოხსნა), კონლი (11+5 პასი), ლი (11).
გ-ს: კარი (23+6 პასი), ტომპსონი (20+8 მოხსნა), ბარნსი (16+6 მოხსნა).
სერია: 2-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"