NBA: კრის ბოში იმედიანადაა

AutoSharing Option
- გუშინ "ჩიკაგოს" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა მხრის ტრავმა გაიმიზეზა, რომელიც "კლივლენდთან" პლეი ოფის მეორე რაუნდის პირველ მატჩში მიიღო. როუზის დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მცველის თამაში "კავალიერზთან" სერიის მეექვე მატჩში.

- NBA TV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "მაიამი ჰიტის" ცენტრმა კრის ბოშმა დააიმედა გულშემატკივრები, რომ მოასწრებს მომავალი სეზონისთვის გამოჯანმრთელებას. შეგახსენებთ, რომ ბოშმა 2014-15 წლების რეგულარული ჩემპიონატის მეორე ნაწილი ფილტვის ემბოლიის გამო გამოტოვა და შედეგად "მაიამიმ" ვერ შეძლო პლეი ოფის საგზურის მოპოვება.

- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პროფკავშირების თავმჯდომარემ, მიშელ
რობერტსმა გამოაცხადა, რომ დიდია ალბათობა, 2017 წლის ზაფხულში გაუქმდეს მოქმედი კოლექტიური ხელშეკრულება მოთამაშეებსა და ლიგის ხელმძღვანელობას შორის. ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 2016 წლის დეკემბერში მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული