NBA: რიკი რუბიო "მგლებს" ტოვებს

AutoSharing Option
- "ჰიუსტონის" ერთ-ერთი ლიდერი დუაიტ ჰოვარდი უახლოეს დროში სამედიცინო შემოწმებას გაივლის მარცხენა მუხლთან დაკავშირებით. "სუპერმენმა" ეს დაზიანება "გოლდენ სტეიტთან" გუშინდელ მატჩში მიიღო. სერიის მეორე შეხვედრაში ჰოვარდის მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

- "მინესოტას" გამთამაშებელმა რიკი რუბიომ, შესაძლოა, დატოვოს კლუბი. როგორც ამერიკელი მიმომხილველები აღნიშნავენ, "მგლების" ბოსები მომავალ დრაფტზე ემანუელ მუდიაის აყვანას აპირებენ, რომელსაც შეეძლება ესპანელის შეცვლა. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე რუბიომ ოთხწლიანი და 55-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა "მინესოტასთან".

- გუშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2015 წლის დ
რაფტის ლატარია გაიმართა, რომელსაც უნდა გაერკვია - რა მიმდევრობით აირჩევენ კლუბები ახალბედა კალათბურთელებს.

დრაფტ-ლატარია "მინესოტამ" მოიგო, რომელმაც ბოლო ადგილზე დაასრულა გასული რეგულარული და შესაბამისად, პირველ ნომრად არჩევის ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა. დრაფტზე პლეი ოფში ვერგასული გუნდები დებიუტანტებს შემდეგი თანმიმდევრობით აირჩევენ:

1. მინესოტა
2. ლეიკერსი
3. ფილადელფია
4. ნიუ იორკი
5. ორლანდო
6. საკრამენტო
7. დენვერი
8. დეტროიტი
9. შარლოტი
10. მაიამი
11. ინდიანა
12. იუტა
13. ფინიქსი
14. ოკლაჰომა

ექსპერტები მომავალი დრაფტის ფავორიტებად ასახელებენ დიუკისა და კენტუკის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს - ჯალილ ემბიდსა და კარლ ენტონი-ტაუნსს.
2015 წლის დრაფტის ცერემონია ნიუ იორკში 25 ივნისს გაიმართება.

- "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა კომენტარი გაუკეთა 2005 წლის დრაფტის ლატარიას, რომლის შედეგებით კალიფორნიულმა კლუბმა არჩევანის მეორე ნომერი მიიღო. "სეზონი საშინლად ჩავატარეთ, მაგრამ მეორე ნომერი - კარგი ახალი ამბავია ჩვენთვის", - დაწერა თავის "ტვიტერზე" კობიმ.

- "დენვერ ნაგეტსის" ნიჭიერი ცენტრი იუსუფ ნურკიჩი ვერ დაეხმარება ბოსნიის ნაკრებს 2015 წლის ევრობასკეტზე. ამ დღეებში კალათბურთელს ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია ელოდება, რის გამოც 3-4 თვის გამოტოვება მოუწევს. ნურკიჩი სავარჯიშო პროცესს NBA-ს კლუბების საწვრთნელი ბანაკების გახსნისთვის დაუბრუნდება.

20 წლის ნურკიჩი 2014 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში აირჩიეს და დღეს "დენვერის" წინა ხაზში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. გასული რეგულარული ჩემპიონატის 62 მატჩში ბოსნიელმა საშუალოდ 6.9 ქულა, 6.2 მოხსნა და 1.1 დაფარება დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული