"გოლდენ სტეიტმა" სან ფრანცისკოში მიწის ნაკვეთი იყიდა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტ უორიორმა" სან ფრანცისკოში მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომლის ფართობი 48.5 ათასი კვადრატული მეტრია. აქ აშენდება საკალათბურთო არენა, რომელიც კალიფორნიელების სახლი გახდება 2018-19 წლების სეზონიდან.

"ეს პროექტი ჯამში მილიარდი დოლარი ჯდება. ჩვენ ერთადერთი სპორტული გუნდი ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ამას მხოლოდ კერძო თანხებით აკეთებს, ყოველგვარი სამთავრობო სუბსიდიების გარეშე", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" პრეზიდენტმა რიკ უელტსმა.

არენის ტევადობა 18 ათასი იქნება. პროექტი ითვალისწინებს მეტროს ხაზებისა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას. გარდა ამისა, სტადიონის გვერდზე გასართობი
პარკი გაშენდება.

დღეს, "გოლდენ სტეიტი" ქალაქ ოკლენდში ატარებს საშინაო მატჩებს.

* * *
"მინესოტა ტიმბერვულვზის" გამთამაშებელი რიკი რუბიო, შესაძლოა, 18 ოქტომბერს დაბრუნდეს მოედანზე, როცა მისი კლუბი მორიგ საგამოფენო შეხვედრას ჩაატარებს "მემფის გრიზლისის" წინააღმდეგ. მანამდე კი ესპანელი კალათბურთელი ორ სრულფასოვან ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ რუბიომ ბარძაყის ტრავმის გამო დააგვიანა ახალი სეზონისთვის მზადების დაწყება.

* * *
"დეტროიტ პისტონზის" ხელმძღვანელობა და გუნდის ძირითადი ცენტრი ანდრე დრამონდი ახლოს არიან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან. ხელშეკრულების ღირებულება 120 მილიონი დოლარი იქნება.

* * *
ორიგინალური ხერხი მოიფიქრა საკუთარი მოტივაციის ასამაღლებლად "ვაშინგტონ უიზარდსის" გამთამაშებელმა ჯონ უოლმა. იმისთვის, რომ თამაშის დროს უფრო მეტად გაუფრთხილდეს ბურთს, კალათბურთელმა საინტერესო გარიგება დადო მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთ ასისტენტთან. კერძოდ, რეგულარული ჩემპიონატის ყოველ მატჩში ორზე მეტი შეცდომის დაშვებისთვის, უოლი მწვრთნელს 100 დოლარს გადაუხდის. ასე რომ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, მცველი რეგულარულ ჩემპიონატში 8200 დოლარით დაზარალდება.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ჯონ უოლი საშუალოდ მატჩში 3.8 შეცდომას უშვებდა.

ნიუ იორკი-ფილადელფია 94:88
24:25, 34:20, 17:25, 19:18
ნ-ი: უილიამსი (21), ენტონი (18+3 ჩაჭრა), ჰელოუეი (11+6 მოხსნა), ლოპესი (10+5 მოხსნა).
ფ: კენანი (18+4 ჩაჭრა), ვუდი (13+10 მოხსნა), კოვინგტონი (11+5 მოხსნა), სემპსონი (10), უილბეკინი (10).

კლივლენდი-მემფისი 81:91
19:24, 17:21, 19:20, 26:26
კ: ჯეიმსი (14+3 ჩაჭრა), კანინგემი (13), ჯეფერსონი (11+6 მოხსნა), ჯონსი (10).
მ: რენდოლფი (14), გრინი (11), ლი (11+6 მოხსნა), მ. გასოლი (10), სტოუკსი (10+5 მოხსნა).

მაიამი-სან ანტონიო 97:94
22:25, 31:33, 18:26, 26:10
მ: გრინი (17), უეიდი (16), ჯონსონი (14), დენგი (11), ბოში (9+7 მოხსნა).
ს-ა: ოლდრიჯი (17+8 მოხსნა), დანკანი (14+6 მოხსნა), ლეონარდი (14+7 მოხსნა), ჯინობილი (10).

ტორონტო-მინესოტა 112:105
25:26, 35:33, 36:31, 16:15
ტ: ლოური (40), ჯოზეფი (14), ვალანჩუნასი (13+6 მოხსნა), სკოლა (12), კეროლი (11+8 მოხსნა).
მ: უიგინსი (21), ბიელიცა (12), დიენგი (11+6 მოხსნა).

ჩიკაგო-ნიუ ორლეანი 115:123
37:25, 29:29, 24:37, 25:32
ჩ: პორტისი (20+11 მოხსნა+3 დაფარება), მაკდერმოტი (17+8 მოხსნა), სნელი (15), პ. გასოლი (14+7 მოხსნა), ბრუქსი (13), მური (12).
ნ-ო: დევისი (26+8 მოხსნა), კილპატრიკი (23+3 ჩაჭრა), ანდერსონი (18+10 მოხსნა), ევანსი (18).

იუტა-პორტლენდი 81:88
16:29, 20:13, 27:22, 18:24
ი: ბერკსი (19+8 მოხსნა), ჰუდი (13+5 მოხსნა), ჰეივორდი (10), ფეივორსი (9+10 მოხსნა+3 დაფარება).
პ: ლეონარდი (19+8 მოხსნა), მაკალუმი (16+7 მოხსნა+5 პასი), ამინუ (15), ჰარკლესი (11+3 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული