NBA. ფინალი: ფაქტები პირველ მატჩზე

AutoSharing Option
- NBA-ის ფინალური სერიის პირველმა მატჩმა სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკულ პუბლიკაში - "გოლდენ სტეიტის" დრამატულ მოგებას "კლივლენდზე" თვალს ადევნებდა 17.8 მილიონი მაყურებელი, რაც 20 პროცენტით მეტია "სან ანტონიოსა" და "მაიამის" შორის შარშანდელი ფინალის პირველ მატჩზე. ბოლოს ასეთი მაღალი რეიტინგი 2003 წელს დაფიქსირდა, როცა "სან ანტონიო" ჩემპიონისთვის ებრძოდა "ნიუ ჯერსის".

- "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი პლეი ოფის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერთა TOP30-ში შევიდა. "კლივლენდთან" პირველ მატჩში კარიმ რიგით 139-ე სამქულიანი ჩააგდო. რეკორდმენი რეი ალენია (385 ზუსტი სამქულიანი), ლებრონ ჯეიმსი ჯერჯერობით მეცხრე
ადგილზე იმყოფება 242 სამქულიანით.

- ჩრდილოამერიკული პროფესიული ლიგების ფინალური სერიების წინ მიღებულია სანაძლეოს დადება იმ შტატების სენატორებს შორის, რომლებსაც ფინალში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ.

ტრადიცია არც ოჰაიოსა და კალიფორნიის სენატორებმა დაარღვიეს და ფსონებს ჩავიდნენ "კლივლენდისა" და "გოლდენ სტეიტის" ფინალური სერიის შედეგზე. რობ პორტმანმა და შეროდ ბრაუნმა, რომლებიც "კავალიერზის" ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის სამშობლოს წარმოადგენენ, "კლივლენდის" მოგებაზე დადეს ადგილობრივი წარმოშობის ლუდის რამდენიმე ყუთი, ხოლო დაიანა ფერშტეინი და ბარბარა ბოკსერი ისე არიან დარწმუნებულნი სტივენ კარისა და მისი გუნდის საბოლოო წარმატებაში, რომ წყნარი ოკეანის სანაპიროზე ჩამოსხმულ რამდენიმე ბოთლ სამარკო ღვინოს გამოდიან.

- "კლივლენდის" მცველმა ჯეი არ სმიტმა ფინალური სერიის წინ განაცხადა, რომ ნაწყენია "ნიუ იორკ ნიქსის" პრეზიდენტ ფილ ჯექსონზე. "ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად უსიამოვნო მოსასმენი იყო ის, რომ ჩემი კონტრაქტი მხოლოდ სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის ჩართეს "კავალიერზთან" გარიგებაში", - თქვა სმიტმა, რომელმაც გაცვლის შედეგად მიიღო ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობა.

- "გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთ გულშემატკივარს პირველი მატჩის ხილვის იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, რომ არ მოერიდა პირველი რიგის ბილეთში 36 843 დოლარი გადაეხადა.

გ. სტეიტი-კლივლენდი 108:100 (ო)
19:29, 29:22, 25:22, 25:25, 10:2
გ-ს: კარი (26+8 პასი), კ. ტომპსონი (21), დრ. გრინი (12), ჰ. ბარნსი (11), ბოგუტი (4+7 მოხსნა) - სასტარტო; იგუოდალა (15), შ. ლივინგტონი (4), ეზელი (5), ბარბოზა (2), სპეიტსი (8).
კ: ირვინგი (23+7 მოხსნა+6 პასი), შამპერტი (6), ლ. ჯეიმსი (44+8 მოხსნა+6 პასი), ტ. ტომპსონი (2+15 მოხსნა), მოზგოვი (16+7 მოხსნა) - სასტარტო; ჯ-ა. სმიტი (9).
სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული