NBA. ფინალი. IV მატჩი: "კლივლენდს" ვერც თავგაჩეხილმა ლებრონმა უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
12 ივნისს კლივლენდში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. "კლივლენდმა" საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტი" მიიღო და ანგარიშით 82:103 (24:31, 18:23, 28:22, 12:27) დამარცხდა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2, ამ გუნდების მეხუთე დაპირისპირება კი ოკლენდში 15 ივნისს გაიმართება.

რაც შეეხება კლივლენდში გამართულ შეხვედრას, ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა ცენტრი ტიმოფეი მოზგოვი იყო, რომლის ანგარიშზე 28 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაა. ორმაგი დუბლი ასევე მიითვალეს ლებრონ ჯეიმსმა (20 ქულა, 12 მოხსნა) და ტრისტან ტომპსონმა (12 ქულა, 13 მოხსნა).

მატჩის მეორე მეოთხედში ტრავმა მიიღო ლებრონ ჯეიმსმა - "კლივლენდის" ვარსკვლავმა ერთ ეპიზოდში წონასწორობა დაკარგა და ფარის ქვეშ მოკალათებულ ოპერატორებში შევარდა. ლებრონმა თავი ერთ-ერთის კამერას დაარტყა, შედეგად კი ჭრილობა მიიღო და სისხლი დაღვარა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული