ლამარ ოდომის ცოლი ჯეიმს ჰარდენთან

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" ვარსკვლავი ჯეიმს ჰარდენი ჰავაის კუნძულებზე ქლოე კარდაშიანის კომპანიაში დააფიქსირეს. კალათბურთელი ჰავაიზე მძიმე სეზონის შემდეგ ისვენებს.

თვითმხილველთა სიტყვებით, ჯეიმსა და ქლოემ ღამის კლუბი ცალ-ცალკე დატოვეს, მაგრამ შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ღამე ერთად გაატარეს. პაპარაცებმა ვერ შეძლეს წყვილის ფოტოზე აღბეჭდვა.

ქლოე კარდაშიანი ჯერაც "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ექს-ფორვარდის ლამარ ოდომის ცოლია. ოდომს ახლაც სერიოზული პრობლემები აქვს ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ამ მომენტისთვის მასსა და კარდაშიანს შორის განქორწინების პროცესი მიმდინარეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული