თვითმხილველთა სიტყვებით, ჯეიმსა და ქლოემ ღამის კლუბი ცალ-ცალკე დატოვეს, მაგრამ შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ღამე ერთად გაატარეს. პაპარაცებმა ვერ შეძლეს წყვილის ფოტოზე აღბეჭდვა.
ქლოე კარდაშიანი ჯერაც "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ექს-ფორვარდის ლამარ ოდომის ცოლია. ოდომს ახლაც სერიოზული პრობლემები აქვს ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ამ მომენტისთვის მასსა და კარდაშიანს შორის განქორწინების პროცესი მიმდინარეობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"