ლებრონ ჯეიმსი ისევ თავისუფალი აგენტია

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი თავის კარიერაში მეხუთედ გახდა თავისუფალი აგენტი. "მეფემ" აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ კონტრაქტის გაუქმება და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა უნდა.

ESPN-ის მიმომხილველმა ბრაიან ვინდჰორტსმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ლებრონი აპირებს "კლივლენდთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას, მაგრამ, ამ მომენტისთვის ურჩევნია თავისუფალი აგენტების ბაზარზე სიტუაციის განვითარებას დააკვირდეს.

2015-16 წლების სეზონში ჯეიმსს 21.57 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. ახლა, ლებრონს საშუალება ექნება 21.97 მილიონზე გამოაცხადოს პრეტენზია.

* * *
ამასობაში, "კლივლენდის" კიდევ ერთმა ლიდერმა კევინ ლავმა შეატყობინა კლუბის შეფობას, რომ კარიერის
გაგრძელებას "კავალიერზში" აპირებს. ამის შესახებ წერს Fox Sports-ის მიმომხილველი სემ ამიკო.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ლავმა "კლივლენდთან" კონტრაქტის გაუქმება გადაწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული