33 წლის უეიდს სურს გააფორმოს ახალი ხელშეკრულება, რომელიც მინიმუმ სამწლიანი იქნება, ხოლო ხელფასის საშუალო ოდენობა 16 მილიონ დოლარს გაუტოლდება. იმის გამო, რომ წინა წლებში "ჰიტში" ძლიერი კალათბურთელების მოსაზიდად უეიდმა ჯამში 27 მილიონი დოლარი დაკარგა, ახლა, ის ფინანსურ დათმობებზე წასვლას არ აპირებს.
* * *
როგორც ჩანს,
წყაროს ცნობით, "კავალიერზმა" 26 წლის ფორვარდს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის განმავლობაშიც ლავი 110 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
გასულ სეზონში კევინმა 75 მატჩი ჩაატარა რეგულარულში და საშუალოდ 16.4 ქულა, 9.7 მოხსნა და 2.2 შედეგიანი პასი დააგროვა.
* * *
"მინესოტას" ვეტერანი ფორვარდი კევინ გარნეტი არ დაასრულებს კარიერას ამ ზაფხულს, - იტყობინება CBS. კალათბურთელმა "მგლებთან" კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ვეტერანი "ბრუკლინიდან" თავის მშობლიურ კლუბში გასული სეზონის მსვლელობისას დაბრუნდა. ამ ტრანსფერის შემდეგ, სხვადასხვა დაზიანების მიზეზით, გარნეტმა მხოლოდ ხუთ მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"