ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე, "სან ანტონიო" ეცდება გამოიყენოს სახელფასო ბიუჯეტში არსებული თავისუფალი თანხა და სცადოს რომელიმე ვარსკვლავი თავისუფალი აგენტის გაფორმება. ერთ-ერთი კანდიდატია "პორტლენდის" ლიდერი ლამარკუს ოლდრიჯი.
* * *
სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვასა და ოლდრიჯისთვის ბრძოლაში პოზიციის განმტკიცებას დაეხმარება ის გარიგება, რომლის შესახებ გუშინ დაწერა Yahoo! Sports-ის მიმომხილველმა ედრიან ვოინაროვსკიმ. კერძოდ, "სპურსმა" "ატლანტაში" გაუშვა ბრაზილიელი ცენტრი ტიაგო სპლიტერი.
სპლიტერი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თამაშობდა "სან ანტონიოს" შემადგენლობაში და ტექსასურ კლუბთან ერთად შარშან NBA-ის ჩემპიონი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"