სტივ ნეში ფეხბურთს იწყებს

AutoSharing Option
"ფინიქს სანზის" ლეგენდარული გამთამაშებელი სტივ ნეში საფეხბურთო კარიერას იწყებს, - იტყობინება New York Daily News.

საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, კანადელი სულ უფრო დიდ დაინტერესებას გამოთქვამს ევროპული ფეხბურთის მიმართ. 41 წლის სპორტსმენმა ნახევრადპროფესიონალის ლიცენზია აიღო, პირველი ვარჯიში ჩაატარა "ნიუ იორკ კოსმოსის" მეორე გუნდთან ერთად და მალე დებიუტი ექნება ეროვნულ პრემიერ სოკერ-ლიგაში. ეს არის აშშ-ში დონით მეოთხე ლიგა.

საინტერესოა, რომ "კოსმოსის" პირველ გუნდში, რომელიც უფრო ძლიერ ლიგაში გამოდის, მადრიდის "რეალის" ლეგენდა რაული და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მარკოს სენა თამაშობენ.

ნეში მთელი
ცხოვრება ფეხბურთით არის დაინტერესებული, მისი ძმა მარტინი კი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. საქმე ისაა, რომ ყოფილი კალათბურთელის მშობლები ლონდონში ცხოვრობდნენ, თავად ნეში კი "ტოტენჰემს" გულშემატკივრობდა. გარდა ამისა, სტივი მხარს უჭერს ესპანეთის "ბარსელონასა" და ბრაზილიის "კორინთიანსს".

კანადელმა NBA-ში 18 სეზონი გაატარა და საშუალოდ 14.3 ქულა და 8.5 შედეგიანი პასი დააგროვა. ის მესამე ადგილზეა ისტორიაში გადაცემების რაოდენობით - 10 335. გარდა ამისა, ორჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და რვაჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული